თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი" გაიხსნა
თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი" გაიხსნა, რომელშიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართება.

სპორტული კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ცერემონიას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სტუმრებს მასპინძლობა გაუწია "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა.

კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს მოიცავს. ესენია: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი (როგორც ბიჭების, ასევე გოგონების შეჯიბრებისთვის) და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, თითოეული არენა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც თავის მხრივ, სამომავლოდ, ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებს ყველა საშუალებას აძლევს, გაიარონ შეკრებები მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში.

"ახალი თბილისის" გახსნის ცერემონიაზე ასევე გაიხსნა ოლიმპიური თემატიკის ქანდაკება "ოლიმპიური ალი", რომლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. ქანდაკება ქართული დროშის ფერებშია წარმოდგენილი. იგი შესრულებულია წითელი და თეთრი ქვისგან, აქვს პირამიდის მსგავსი ფორმა, რგოლების ჯაჭვში ადის ოლიმპიური ცეცხლი (ალი). ქანდაკების ირგვლივ გაშენდება პარკი, სადაც განთავსდება ბეტონის კონსტრუქციის სკამები და სპეციალური განათება, რასაც ასევე ითვალისწინებს არქიტექტურული კომპოზიცია.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" თბილისში 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს საქართველოს 18 წლამდე ასაკის 4 000-მდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა, საერთო სტუმრების რაოდენობა კი 10 000-ს მიაღწევს. ღონისძიებას გააშუქებს 300 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.

წყარო: interpressnews.ge

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე