თბილისელი ჩოგბურთელი წარმატებით განაგრძობს წინსვლას ბურსას საერთაშორისო ტურნირში
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა წარმატებით განაგრძობს წინსვლას ბურსას (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მან მასპინძელი აილა აქშუ დაამარცხა - 6:1, 6:3, 9 ივლისს კი მეხუთე ნომრად განთესილ მარია მელნიკოვას (რუსეთი) აჯობა - 2:6, 6:4, 6:4.

მეოთხედფინალში ჩვენებური მესამე ნომერ ბარბორა კრეიჩიკოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა რუმინელი მიხაელა ბუზარნესკუ ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:2.

შაფათავა უფრო წინ წავიდა წყვილთა პაექრობებში: უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად განთესვით მესამე ნომერი აქვს. სტარტზე თურქებს - დენიზ პაიკოჩსა და დილარა იურტკურანს მოუგო - 6:1, 6:0, მეოთხედფინალში რუმინელები - ირინა მარია ბარა და მიხაელა ბუზარნესკუ დაამარცხა - 7:6, 0:6, 10:8, გუშინ დეა ჰერძელასისა (ბოსნია) და ადრიანა ლეკაის (ხორვატია) დუეტს გადაუღობა ფინალისკენ მიმავალი გზა - 6:2, 5:7, 10:4.

შაფათავა და ვასილიევა გადამწყვეტ პაექრობაში მარია მელნიკოვას (რუსეთი) და ლაურა პოუს-ტიოს (ესპანეთი) ტანდემს შეხვდებიან. რუსულ-ესპანურმა წყვილმა ლინა ჯორჩესკას (მაკედონია) და მელის სეზერს (თურქეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 3:6, 7:5, 10:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს