"სამტრედია" სეზონის განახლებისთვის ჯერჯერობით დუშეთში ემზადება
6 ივლისს "სამტრედიამ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა და აქამდე ცნობილი ამბავიც ფაქტით დადასტურდა: იმერული გუნდი ახალ სეზონს რადიკალურად სახეშეცვლილი შეხვდება.

გადაწყდა ისიც, რომ "სამტრედიის" სამწვრთნელო შტაბში გია ცეცაძესთან იმუშავებენ გია ჭანტურია და თემურ ლორთქიფანიძე.

მათ ლანჩხუთის "გურიიდან" მიიწვიეს გაბრიელ თებიძე, გიორგი მჭედლიშვილი და ჯემალ გოგიაშვილი, ქუთაისის "ტორპედოდან" - გიგი იოსელიანი და ბუდუ ზივზივაძე, ბოლნისის "სიონიდან" - დაჩი ცნობილაძე, "ზუგდიდიდან" - ლაშა ღონღაძე და ავთო ენდელაძე, "ზესტაფონიდან" - დავით მთივლიშვილი, ირაკლი სიხარულიძე და დავით რაჟამაშვილი, "ცხინვალიდან" - თემურ მარკოზაშვილი, ხოლო თბილისის "დინამოდან" - ლაშა შერგელაშვილი.

შედარებით უცნობი ფეხბურთელია ალექსანდრე კვარაცხელია. ეს 20 წლის თავდამსხმელი დიდ ფეხბურთში "გაგრამ" გამოაჩინა, ბოლოს კი "ზუგდიდში" ირიცხებოდა.

სამტრედიელებს სატრანსფერო "ფანჯარა" ჯერ არ დაუხურავთ, ახალი ფეხბურთელების დამატებას კიდევ გეგმავენ. ჯერჯერობით კი გუნდი დუშეთში ემზადება.

"ჩემდა გასაოცრად, გუნდის მოსამზადებლად საუკეთესო პირობები დაგვხვდა. ძალიან კარგი ბაზაა.

უცხოელებზე აღარაფერს ვამბობ და ეტყობა, ჩვენმა გუნდებმაც არ იციან, საქართველოში ასეთი კარგი მოსამზადებელი ადგილი რომ გვაქვს, თორემ აქ შემოსვლაზე რიგები დადგებოდა...

ბაზალეთის ტბასთან მდებარე სასტუმრო კომპლექსში ვცხოვრობთ და დუშეთის სტადიონზე ვვარჯიშობთ. მართალია, იქ ხელოვნურსაფარიანი მოედანია, მაგრამ მაგარი ჰაერია, რისთვისაც ევროპის ალპურ რეგიონებს ზაფხულში მთელი მსოფლიო ეტანება. აქ ვარჯიში დიდი სიამოვნებაა", - ამბობს გია ცეცაძე.

"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზეც გველაპარაკა:

"ბაზალეთზე შეკრებას 8 ივლისს დავამთავრებთ, 9 ივლისს კი მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" პირველ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. მის მერე დაგეგმილია თურქული შეკრებაც. იქ 13 ივლისს გავემგზავრებით და აგვისტოს დასაწყისში დავბრუნდებით. ამ პერიოდში ოთხ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ.

არის შემოთავაზებები, რომ ვეთამაშოთ თურქეთის მაღალი და დაბალი ლიგის გუნდებს, რუმინელებსა და აზერბაიჯანელებს. მეტოქეებს კი უახლოეს დღეებში დავაკონკრეტებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ვაკო მართალი ხარ ჯერ რაუნდა ცეცადზეს ეროვნულ ნაკრებში და მერე სამტრედიის მთავარ მცვრთნელად რა ცუდი ჰაბიტუსი აქვს საშინელი
vako
ეს მართლა უნიჩო ადამიანია შეუფერებელი ფეხბურთისთვის
qutaiseli
აზერები ფულს კი ხარჯავენ მაგრამ ფეხბურთელი მაგათ არა ყავთ და არც ეყოლებათ როგორც კალათბურთელი იმიტო რო ტრადიცია დიდი საფეხბურთო მაგათ არააქვთ ეს ერთი და მეორე ბევრი ფული შედეგს არ ნიშნავს ყოველთვის მთავარია პროფესიონალიზმი დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან დამთავრებული დიდი გუნდებით და შრომა. თორე დინამოს 10 მილიონი ქონდა ამ სამიწლის უკან ბიუჯეტი მარა რა ასე რო მენეჯმენტიც აწყობილი უნდა გქონდეს გუნდში რო ფინანსები ყაირათიანად გამოიყენო.
lasha
სასასასასდასდცა
odala
ძმურად ეგ ღიპი დააგდე რა, თორემ ბესიკ შეროზიები ხართ ყველანი :)))
Nukri
მე უკვე დავრწმუნდი რომ სანამ აზერებივით ფულს არ დავინანებთ,იქამდე არაფერი გვეშველე4ბა,აი შეხედეთუნდაც სამტრედიის ახალ მოწვეულებს.ესენი რომ გავლენ ევრო თამაშებზე გადაეყრებ ვიღაც გაბალას ,რომელიც აქამდე ცნობილი არაფრით იყო და ფულმა ვიმეორებ ,რომ ფულმა გამოაჩინა და სამტრედიას თავიც მოეჭრება,ასე რომ ასეთი დაბალი დონის ფეხბურთელების შეძენას უნდა დაესვას წერტილი,თუარადა მაშინ ვტკეპნოთ ერთი ადგილი უპრეტენზიოტ....................
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
55 მილიონად შეძენილი მეკარე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
დავით ჯიქია: ძალიან საინტერესო ჩემპიონატს ველი
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ბაჩანა არაბული: ...ამიტომაც გავაკეთე ასეთი არჩევანი
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გია ცეცაძემ "სამტრედია" შეკრებაზე ბაზალეთში წაიყვანა
"სამტრედია": გია ცეცაძის ეპოქა დასრულდა, ვინ გაწვრთნის ჩემპიონს?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქართველთა "ვიტესი" პირველ ადგილზე გადავიდა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
გია ჭანტურია: "სამტრედიიდან" ისე გამომიშვეს, მიზეზი არც უთქვამთ...
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
გიორგი გაბედავა: დროა, საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
''ჩვენი ფეხბურთი უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა"
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს