თურქულ-იტალიური გაცვლა: მელო გუარინის სანაცვლოდ
"ინტერის" მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თქმით, მას გუნდში 25 ფეხბურთელი სჭირდება და რადგან ამ დროისთვის მოთამაშეთა რაოდენობა მეტია, რამდენიმე მათგანს წასვლა მოუწევს. ამასთან, ფინანსური ფეარ პლეის პრინციპებიც გასათვალისწინებელია და გამომდინარე აქედან, ალბათ, "ინტერიც" გაასხვისებს ფეხბურთელებს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც წამსვლელთა შორის სახელდება, ჯერდან შაჩირი გახლავთ, რომელმაც გასულ სეზონში ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა თავი და როგორც ჩანს, მანჩინის მისი იმედი აღარ აქვს. ეჭვი იმანაც გააღრმავა, რომ "ინტერისა" და "შტუტგარტის" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც იტალიელებმა 4:3 მოიგეს, 23 წლის შვეიცარიელს მონაწილეობა არ მიუღია. ითქვა ისიც, რომ შაჩირის გადაბირებით სამი კლუბია დაინტერესებული: "სტოკ სიტი", "ვოლფსბურგი" და "შალკე". ჯერდანის შესაძლო წასვლას რობერტო მანჩინიც ადასტურებს:

"რატომ გამოტოვა შაჩირიმ ამხანაგური მატჩი? - დასვენება სჭირდებოდა და ამის საშუალება მივეცით. თქვენი კითხვის ქვეტექსტი გასაგებია და არ ვმალავ, რომ ჯერდანის წასვლის ალბათობა არსებობს. ფინანსური ფეარ პლეის პრინციპები უნდა დავიცვათ და თანაც, გუნდში 25 ფეხბურთელზე მეტი არაა საჭირო. თუმცა, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. სხვა ტრანსფერზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ინფორმაციას მომავალში მოგაწვდით".

მელოს და გუარინის ბარტერი

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს "კორიერე დელო სპორტი", რომლის მიხედვითაც, დიდი შანსია, "ინტერსა" და "გალათასარაის" შორის გარიგება შედგეს, რომლის თანახმადაც, კლუბები ფელიპე მელოს და ფრედი გუარინს გაცვლიან. ითქვა ისიც, რომ გუარინი უფრო ძვირად ფასობს და ამიტომ, გარიგების შემთხვევაში, თურქებს 6 მილიონი ევროს დამატება მოუწევთ.

29 წლის გუარინს გასულ სეზონში საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა, 6 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მანჩინი მას დიდად არ სწყალობს. როგორც ჩანს, მილანელები საყრდენ ხაზზე ჟოფრეი კონდოგბიასთვის იდეალურ მეწყვილეს ეძებენ და ასეთად სწორედ მელო ესახებათ.

32 წლის ფელიპე 2013 წლიდან "გალათასარაიში" ასპარეზობს და ამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. როგორც ამბობენ, ამ გარიგებით ორივე კლუბი დაინტერესებულია და ერთადერთი, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანოს, თავად ფეხბურთელთა პოზიციაა. საქმე იმაშია, რომ გუარინმა უკვე გააკეთა ამ თემაზე კომენტარი და განაცხადა, რომ მას იტალიაში სურს დარჩენა.

ერნანესის ოპტიმიზმი

30 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ერნანესმა გამორიცხა მისი "ინტერიდან" შესაძლო აბარგება და ჟურნალისტებთან მეტად ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა:

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და მსურს კარიერა "ინტერში" გავაგრძელო. მით უმეტეს, შესანიშნავი გუნდი შეიკრა, რომელსაც უმაღლესი მიზნის მიღწევა შეუძლია. ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოპოვება ძალგვიძს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გასულ სეზონში დაკავებული ადგილი არაფერს ნიშნავს, ახალ ჩემპიონატში ყველაფერი ნულიდან დაიწყება და ყველა გუნდი თანაბარ პირობებში იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
იტალია. ტრანსფერები: კალჩოს ახალი ვარსკვლავები
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ჟოფრეი კონდოგბია - მილანის "ინტერის" ნომერ მესამე შენაძენი
"ლივერპული" ჯერდან შაჩირის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტს გადაიხდის
2015 წლის ზაფხულის ყველაზე, ყველაზე ძვირი ტრანსფერები...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 27 ივლისი
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
უეფას კარზე: მოდი, გავიცნოთ კოსოვო
სერია A. 2015/16: გაიცანით ახალი "ინტერი"
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა იძალეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
ფრანკ დე ბური: კონდოგბია არ მისმენს
დრიბლინგი: უკვდავი ფრანჩესკო და რუმენიგესავით შაჩირი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 7 ივლისი
კალჩოში ფული დატრიალდა: კონდოგბია "ინტერს", მანჯუკიჩი "იუვეს", "მილანს"?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი