როგორი იქნება რობერტო მანჩინის ახალი გუნდი ახალ სეზონში
მომავალ სეზონში ახალ "ინტერს" ვნახავთ. ეს ძალიან საინტერესოა - მსოფლიო ფეხბურთის გრანდი განახლებული ენერგიით, ახალი ფეხბურთელებითა და იმედებით ბრუნდება. დიდი ალბათობით, "ნერაძური" კიდევ იყიდის ახალ მოთამაშეებს. ჩვენ ჯერ ის შევაჯამოთ, რაც მოხდა. ესეც საკმარისია იმისათვის, რომ დავწეროთ - ჩვენ უნდა გავიცნოთ ახალი "ინტერი".

კლუბის ახალი მფლობელი ერიკ ტოჰირი კარგა ხანს იყო ჩრდილში. ის არ ანებივრებდა გულშემატკივრებს ხმაურიანი ტრანსფერებით. ბოლოს და ბოლოს, ტოჰირმა ფული ბრუნვაში გაუშვა. მისმა გუნდმა ზედიზედ მეორე სეზონი ჩააგდო. იტალიის ჩემპიონატში დაიკავა მერვე ადგილი და ვერ გავიდა ევროთასებზე.

მომავალ სეზონში "ჯუზეპე მეაცა" ახალ გუნდს ნახავს. ამ გუნდს სავსებით შეუძლია, რომ სკუდეტოსათვის იბრძოლოს. როგორი იქნება"ინტერი"?

ვინ იყიდეს

ამ სეზონთაშორის პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი გუნდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ცენტრალური მცველების პრობლემა. რობერტო მანჩინიმ არაერთი წყვილი გამოსცადა ამ პოზიციაზე, თუმცა უშედეგოდ.

ჟეზუსმა, რანოკიამ, ვიდიჩმა, კამპანიარომ, ანდრეოლიმ და დოდომ მოლოდინი ვერ გაამართლეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ "ინტერმა" მეტი გაუშვა, ვიდრე "კიევომ". ამით ყველაფერია ნათქვამი.

"ინტერი" ამ პრობლემას სამხრეთამერიკულად წყვეტს. დაცვის ცენტრში მთავარი წყვილი მურილიო - მირანდა იქნება. ახალგაზრდა კოლუმბიელმა, ვინც დიდებული იყო "გრანადაში", უნდა მოძებნოს საერთო ენა გამოცდილ ბრაზილიელთან.

30 წლის მირანდამ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის მცველია. მან მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შესაძლებელი იყო. ახლა ის "ნერაძურისათვის" გაირჯება.

შუა ხაზში "ინტერის" მთავარი შენაძენია ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი, ჟოფრეი კონდოგბია. მისთვის დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული და ის "ინტერმა" უკანასკნელ წამს მოუგო მოსისხლე მტერ "მილანს".

ამ ფეხბურთელს "მეორე პოლ პოგბას" უწოდებენ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე დაამტკიცა თავისი მაღალი სათამაშო კლასი "სევილიასა" და "მონაკოში". ის შეუცვლელი ფეხბურთელი უნდა გახდეს "ინტერისათვის".

ისევ დაცვას დავუბრუნდეთ. ხეირიანი შენაძენი უნდა იყოს ექსბარსელონელი მარტინ მონტოია. ეს უკანასკნელი დანი ალვეშის შემცვლელი იყო "ბარსელონაში". ალვეში გუნდში დარჩა. მონტოია "ინტერს" უსათუოდ გამოადგება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი ფრანგი ჯონათან ბიაბიანია. ის უკვე იყო "ინტერში", მაგრამ პირველ ჯერზე გამოუცდელობის გამო, გუნდში ვერ დამკვიდრდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამჯერადაც ასე იქნება. მითუმეტეს, ბიაბიანი ახლა გაცილებით გამოცდილია, ვიდრე ადრე.

მილანელებმა გვარიანი გარიგება გაჩარხეს "მანჩესტერ სიტისთან". ბოლოს და ბოლოს, ერიკ ტოჰირმა მოახერხა და იჯარით აიყვანა ჩერნოგორიელი ნახევარმცველი, სტევან იოვეტიჩი. ეს "ინტერის" ნახევარდაცვისათვის პირდაპირ მისწრება იქნება.

სამიზნე - პერიშიჩი

მილანელები გაცხოველებულ ვაჭრობას აწარმოებენ "ვოლფსბურგთან" გამოცდილი ხორვატი შემტევის, ივან პერიშიჩის გადაბირების თაობაზე. პერიშიჩი ძალიან ნაწრთობია. მას გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე პასების გაკეთებაც.

რა თქმა უნდა, ამასთან ერთად "ინტერიდან" არაერთი ფეხბურთელი წავადა ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ავიღოთ, თუნდაც, ლუკას პოდოლსკი.

შემადგენლობა

ისმის კითხვა - როგორი იქნება "ინტერის" სასტარტო შემადგენლობა მომავალ სეზონში? ფურცელზე ის ძალიან მრისხანედ გამოიყურება. რა იქნება უშუალოდ თამაშებისას, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ჩვენი აზრით, "ნერაძურის" ოპტიმალური სათამაშო თერთმეტეული ასეთი იქნება: ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, სანტონი - კონდოგბია, იოვეტიჩი, გუარინი - პალასიო, იკარდი, შაჩირი (პერიშიჩი)

ვერაფერს იტყვი, მართლაც შესანიშნავი შემადგენლობა გამოდის. ახლა ის გავიხსენოთ, როგორიიყო "ინტერის "სასტარტო" წინა სეზონში: ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ჟეზუსი, დოდო (სანტონი) - ერნანესი (კოვაჩიჩი), მედელი, გუარინი (ბროზოვიჩი) - შაჩირი, იკარდი, პალასიო. სეზონი დაიწყო ვალტერ მაძარიმ და დაასრულა რობერტო მანჩინიმ.

ამ შემადგენლობას მხოლოდ პირობითად თუ დავარქმევთ სასტარტოს. საქმე ისაა, რომ "ინტერის" ძალიან ბევრი ფეხბურთელი გასული სეზონის განმავლობაში ტრავმირებული იყო. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ "ნერაძურიმ" ასე ცუდად ითამაშა.

მაგალითად, მთელი რიგი საკვანძო შეხვედრებისა გამოტოვა ფრედი გუარინმა. არადა, კოლუმბიელი ცენტრალური ნახევარმცველი ამ ფორმაციის გუნდში ნამდვილ ლიდერად მოიაზრებოდა. ტრავმები ჰქონდათ სხვა ფეხბურთელებსაც.

ასე რომ, "ინტერს" კარგ თამაშში ხელი მოთამაშეების ჯანმრთელობამაც უნდა შეუწყოს ხელი. სხვანაირად რობერტო მანჩინის ძალიან გაუჭირდება.

მწვრთნელი

მწვრთნელი "ინტერს" ისეთი ჰყავს, რომელიც გამარჯვებებსა დატიტულებსაა შეჩვეული. "ინტერში" სწორედ ამიტომ უყვართ რობერტო მანჩინი. ზოგადად, წარსულში ბრწყინვალე შემტევი გაწონასწორებული ფეხბურთის მომხრეა, მაგრამ ახლა "ნერაძურის" ქომაგებს ამისათვის არ სცალიათ.

ისინი კლუბის ხელმძღვანელობისა და მანჩინისაგან ერთ რამეს ითხოვენ - შეტევას და ლამაზ გამარჯვებებს. ამადაცაა, გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე აქცენტი სწორედ შემტევ მოთამაშეებზე რომ გააკეთა.

კონტინგენტი ისეთია, რომ "ინტერმა" მართლაც ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მითუმეტეს, ამის რესურსი არის სერია A-ში, სადაც დღეს არცთუ ისე ბევრი ვარსკვლავია.

მიზანი

პროგრამა - მაქსიმუმი "ინტერისათვის" ჩემპიონატის მოგება უნდა იყოს. წესით, მანჩინის გაწვრთნილებს ერთი მთავარი კონკურენტი უნდა ჰყავდეთ - სახეცვლილი "იუვენტუსი". რა თქმა უნდა, სკუდეტოზე ფიქრობენ განახლებული "რომა" და "ნაპოლი", მაგრამ მათი ამბიციები ამ ბრძოლაში შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება.

პროგრამა- მინიმუმი - გუნდმა ნებისმიერ შემთხვევვაში უნდა მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური. ვფიქრობთ, სხვა შედეგს კლუბის მფლობელი ერიკ ტოჰირი ნამდვილად არ აპატიებს გუნდის მთავარ მწვრთნელს.

წესით, ეს ამოვანა მანჩინიმ იოლად უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იტალიის ჩემპიონატს რას გაუგებ. გასულ სეზონში "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა, არადა, გუნდს სკუდეტოსათვის უნდა ებრძოლა.

უპირატესობა

ამ შემთხვევაში "ინტერს" აქვს ერთი დიდი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით - ის თავისუფალია ევროთასებისაგან. უაღრესად დამღლელი ევროსეზონის პირობებში ეს დიდი შვებაა. სწორედ ამაზეა ნათქვამი. ზოგი ჭირი მარგებელიაო.

მაშინ, როცა "იუვენტუსი" და "რომა" ევრობრძოლებში იქნებიან ჩაბმულნი, "ინტერს" საშუალება მიეცემა, მშვიდად აგროვოს ქულები საშინაო ასპარეზზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
ფრანკ დე ბურის "ინტერში" რთული დროება უდგას
იტალია. ტრანსფერები: კალჩოს ახალი ვარსკვლავები
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 1 ივლისი
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
მილანის "ინტერში" ჯერდან შაჩირი ზედმეტია
ჟოფრეი კონდოგბია - მილანის "ინტერის" ნომერ მესამე შენაძენი
'ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი' - სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა
2015 წლის ზაფხულის ყველაზე, ყველაზე ძვირი ტრანსფერები...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტევესი გასუქდა და თამაში აუკრძალეს
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
გარეთ ბეილი "ცზიანსუ სუნინში" გადასვლაზე დათანხმდა
ჯეისონ მურილიოთი ესპანური გრანდები დაინტერესდნენ
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ტრანსფერ ONLINE: "არსენალმა" ახალი ბიჭი წარადგინა
იტალიის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: "იუვენტუსმა" "ინტერი" გაანადგურა [VIDEO]
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი დასაჯა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
არც მესი და არც ნეიმარი - კოპა ამერიკის მოულოდნელი გმირები
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ფრანკ დე ბური: კონდოგბია არ მისმენს
ჟოაო მირანდა: მაყურებლის როლში არ ვიქნებით, "ბარსელონას" დამარცხება გვსურს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მამის ცემის გამო "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი დააპატიმრეს
"ინტერის" პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას უარყოფს
სერია A-ს საუკეთესო თერთმეტეული ჟურნალისტების ვერსიით
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს პრეზიდენტი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
მილანის "ინტერი": მირანდა მილანშია, რანოკია დარჩა
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
მილანის დერბის გამოხმაურება: უკეთესი მადონინა, უკეთესი გუნდებით
კალჩოში ფული დატრიალდა: კონდოგბია "ინტერს", მანჯუკიჩი "იუვეს", "მილანს"?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი