"ვოლფსბურგი" იანვრის ბოლომდე მინიმუმ ერთ ახალ ფეხბურთელს იყიდის...

"ვოლფსბურგი" იანვრის ბოლომდე მინიმუმ ერთ ახალ ფეხბურთელს იყიდის. `მგლების~ მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი ამბობს, რომ მას რამდენიმე ახალწვეული სჭირდება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები სავარაუდოდ მხოლოდ ერთ ან მაქსიმუმ ორ ახალ მოთამაშეს უყიდიან. ფაქტი ერთია: ედინ ჯეკოს `მანჩესტერ სიტიში~ გაყიდვის შემდეგ `ვოლფსბურგს~ საკმაოდ ბევრი ფული აქვს (35 მილიონი ევრო), პირველ რიგში კი ჯეკოს პირდაპირი შემცვლელი, ანუ, ახალი მაღალი კლასის თავდამსხმელი სჭირდება.

`ბილდის~ ინფორმაციით, გერმანიის ექს-ჩემპიონების სასურველ ფეხბურთელთა სიაში პირველ ადგილზე `ლევერკუზენის~ 26 წლის ფორვარდი პატრიკ ჰელმესია, რომელსაც `ბაიერის~ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ძირითად შემადგენლობაში საკმაოდ იშვიათად ათამაშებს. მართალია, `დონ იუპი~ ჰელმესის `ვოლფსბურგში~ შესაძლო გადაბარგებას ჯერჯერობით სპეკულაციას უწოდებს, მაგრამ მეორე მხრივ, ჰაინკესი პატრიკის შეჩერებას ვერ მოახერხებს. `ლევერკუზენის~ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი კი არაფერს გამორიცხავს. `ჰელმესის დარი ფეხბურთელის გაყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედის და სხვათა შორის, აქამდე მისი გადაბირების სურვილი არც არავის გამოუთქვამს. თუ ვინმე დამიკავშირდება, ყურმილს ნამდვილად არ დავუკიდებ,~ - აცხადებს `რუხი მგელი~.

ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ვოლფსბურგელები ფიოლერსა და კომპანიას ოფიციალურად ამ კვირაშივე მიმართავენ და ჰელმესის ტრანსფერზე სიტყვას ჩამოუგდებენ. პატრიკს `ლევერკუზენთან~ კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და მისი სავარაუდო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა. `ფარმაცევტების~ მენეჯერ ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერის თქმით, ჰელმესის გაყიდვა პირველ რიგში ჰაინკესის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჰაინკესს გადაწყვეტილი აქვს, გუნდი მეორე წრეში 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ათამაშოს, ჰელმესის გაყიდვა პრობლემა არ იქნება, რადგან `ბაიერს~ შტეფან კისლინგის სახით ერთი მაღალი კლასის ცენტრალური თავდამსხმელი დარჩება და მის შემცვლელებად კიდევ ორი, ერენ დერდიოკი და იორგენსენი ეყოლება.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა