ფრანჩესკო ტოტი თურქეთში მიდის?
13:08 დავიწყოთ დღის პირველი ოფიციალური ინფორმაციით: "მანჩესტერ სიტიმ" შეიძინა "ფულჰემის" მოთამაშე პატრიკ რობერტსი. იუნიორში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს - 15,5 მილიონი ევრო.

13:16 ჟურნალისტ ალფრედო პედულას სენსაციური ინფორმაცია: პირველი აგვისტოს შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" გადავა. შვედი ყოფილ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

13:30 კიევის "დინამო", შესაძლოა, თავისი ერთ-ერთი ლიდერის, იარმოლენკოს გარეშე დარჩეს. "სტოკ სიტი" მზად არის, უკრაინელ ნახევარმცველში 13,5 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, - წერს Daily Mirror-ი.

13:40 თურქული კლუბები აგრძელებენ ვარსკვლავებზე ნადირობას. Sky Sport Italia-სთვის ცნობილი გახდა, რომ "ანტალიასფორი" მზად არის, წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს ფრანჩესკო ტოტის.

13:47 არგენტინის ნაკრების მეკარემ, სერხიო რომერომ შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგები შეავსოს. იმავე Sky Sport Italia-მ დაწერა, რომ ინგლისელები რომეროს წელიწადში 2 მილიონ ევროს გადაუხდიან. არგენტინელი თავისუფალი აგენტია, რადგან პირველ ივლისს ამოეწურა კონტრაქტი "სამპდორიასთან".

14:05 "რივერ პლეიტისა" და კოლუმბიის ნაკრების ფორვარდი ტეიფილო გუტიერესი "სპორტინგის" მოთამაშე გახდა. ლისაბონური კლუბის ვებგვერდი წერს, რომ ფეხბურთელმა "3+1" სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

14:07 "დორტმუნდის" მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი "რომას" ინტერესთა სფეროში მოექცა. La Gazzetta dello Sport-მა გაარკვია, რომ რომაელებს შეუძლიათ გერმანელში 7-8 მილიონი ევროს გადახდა.

14:10 როგორც ჩანს, "ლივერპული" საბოლოოდ გახდა კრისტიან ბენტეკეს მფლობელი. ჟურნალისტები დეტალებს არკვევენ.

14:16 Le Parisien-ი იტყობინება, რომ პსჟ-მ კონტრაქტი უნდა გააფორმოს ბენჟამინ სტამბულისთან. ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

14:25 ხოსე ხურადოს შემდეგ "სპარტაკი", შესაძლოა, დატოვოს სერდარ ტასკიმ, რომლის შეძენა თურქეთის "ტრაბზონს" სურს. Fanatik-ი ვარაუდობს, რომ თურქული კლუბი მზად არის, მცველში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

14:40 "ინტერი" და "მილანი" მზად არიან ფეხბურთელების გაცვლისთვის. "როსონერის" იმედი აქვს, რომ ფრედი გუარინს მიიღებს, საპირისპირო მიმართულებით კი ალესიო ჩერჩი გაემგზავრება. Tuttosport-ს მიაჩნია, რომ გარიგება უახლოეს დროში გაფორმდება.

14:37 La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ მარიო გიოტცე კიდევ უფრო მიუახლოვდა ტურინს. გამოცემის ცნობით, ნახევარმცველმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები, რომლის მიხედვით, ხუთი წლით გახდება "იუვენტუსის" ფეხბურთელი სეზონში 6 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით. თუ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, "ბებერ სინიორას" რჩება "ბაიერნთან" კომპენსაციაზე მოლაპარაკება.

15:07 პსჟ ცენტრალურ მცველს ეძებს. ერთ-ერთი კანდიდატია "გალათასარაის" მცველი ალექს ტელესი, რომელმაც გასულ წელს, თურქეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე - ხუთი. პარიზელები მზად არიან, მოთამაშეში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

15:17 თითქმის ასი პროცენტით დადასტურებულია, რომ სამირ ჰანდანოვიჩი "ინტერში" დარჩება. La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის მეკარე იტალიურ კლუბთან ოთხი წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს და წელიწადში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

15:25 გარდა ამისა, "ინტერი" დაინტერესებულია გერმანული "სანკტ-პაულის" ვუნდერკინდით, 16 წლის სემ შრეკით. ცნობა თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. როგორც Bild-ი წერს, შრეკს "რეალი" და "ჩელსიც" აკვირდებიან.

15:39 Fichajes-ი იტყობინება, რომ "ლივერპული" ისევ ფიქრობს ასიერ ილიარამენდის შეძენას. "წითლები" ბასკ ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს იხდიან. თითქოს ბენიტესს არ სჭირდება ეს ფეხბურთელი, მაგრამ გუშინ, "რომასთან" ამხანაგურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა.

15:45 "რეალ სოსიედადს" სურს "ლივერპულიდან" ფაბიო ბორინის აყვანა. დევიდ მოიესი იტალიელს ალფრედ ფინბოგასონის შემცვლელად განიხილავს.

16:01 "ვალენსია" ტრავმირებული დიეგო ალვეშის შესაცვლელად "სპორტინგის" მეკარე რუი პატრისიოს მიადგა. 27 წლის პორტუგალიელის ფასი 15 მილიონი ევროა. ასევე განიხილება "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაგდებული ვიქტორ ვალდესის კანდიდატურა.

16:11 აქსელ ვიტსელი დაეხმარა "ზენიტს" რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "დინამოს" დამარცხებაში, მაგრამ უკვე ამ კვირას შესაძლოა, სხვა კლუბის მაისურში გამოეწყოს. "ჩელსიმ" მიაღწია "ზენიტთან" შეთანხმებას 23-მილიონიან ტრანსფერზე.

16:31 Kicker-ი წერს, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი "არსენალში" არ გადავა. ეს განაცხადა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

17:05 როგორც ჩანს, "ასტონ ვილა" გახდება ის კლუბი, რომელიც სათამაშო პრაქტიკას მისცემს ემანუელ ადებაიორს. "ტოტენჰემის" ფორვარდი კრისტიან ბენტეკეს შემცვლელად განიხილება.

17:28 ალექსანდრ ლაკაზეტმა გამორიცხა სხვა გუნდში გადასვლა. "შემიძლია ყველას ვუთხრა, რომ არ ვფიქრობ სხვა გუნდში გადასვლაზე. ამის შესახებ უკვე ვუთხარი "ლიონის" მწვრთნელსა და პრეზიდენტს", - განაცხადა ESPN-თან კომენტარში ფორვარდმა.

17:39 ედინ ჯეკო, რომელმაც კვირის ბოლოს უარი თქვა "რომაში" გადასვლაზე, შესაძლოა, ლონდონში აღმოჩნდეს. მას თავის რიგებში "არსენალი" ელოდება.

17:46 ჟურნალისტ ტანკრედი პალმიერის საიდუმლო ინფორმაცია აქვს - მარიო გომესი თურქეთის ჩემპიონატში მოთამაშე ვარსკვლავების სიას შეავსებს. "ბეშიქთაშს" დარჩენილი აქვს გერმანელთან კონტრაქტზე შეთანხმება.

18:03 "მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალ კვირას "ბარსელონას" პედროს შეძენის წინადადებით მიმართავს. ინგლისელები მზად არიან, 18-20 მილიონი გირვანქა გაიღონ.

18:23 Tuttosport-ი წერს, რომ რაფა ბენიტესს იმედი აქვს - მომავალ კვირას, "რეალის" ვარჯიშზე იხილოს ფერნანდო ლორენტე.

18:43 მოსკოვის "სპარტაკი" 6 მილიონ გირვანქას მიიღებს "უოტფორდისგან" ხოსე ხურადოს სანაცვლოდ. ესპანელი ახალ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 2.7 მილიონ გირვანქას მიიღებს.

18:54 "ვხედავ მას სხვა კლუბში. ეს შეიძლება იყოს იჯარა ან რაიმე სხვა წინადადება. ამ მომენტისთვის გვყავს აზარი, ვილიანი, ტრაორე, მოზესი და კუადრადო - ხუთი ადამიანი სამ პოზიციაზე. ამდენი მოთამაშე საჭირო არ არის", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ "ჩელსის" ტელეარხის ეთერში, რითაც მიანიშნა, რომ მოჰამედ სალაჰს ლონდონში აღარ ელიან. პორტუგალიელს ასევე არ სჭირდება ორიოლ რომეუ - მას ელოდება იჯარა "ლესტერში".

19:23 "ეინდჰოვენმა" შემადგენლობა შეავსო "ჰერენვეენის" ნახევარმცველით, ალბერტ გუდმუნდსონით. ისლანდიის ნაკრების 18 წლის მოთამაშემ ჰოლანდიის ჩემპიონთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

19:30 იმ შემთხვევაში, თუ იესპერ სილესენი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა სათამაშოდ, ამსტერდამის "აიაქსი" მის სანაცვლოდ მიიწვევს "არსენალის" მეკარეს, ვოიცეხ შჩესნის. ჰოლანდიურმა მხარემ უკვე მიმართა წინადადებით ლონდონელებს პოლონელის იჯარის თაობაზე.

19:58 "დნიპრო" გაძლიერდება ნახევარმცველ ფედერიკო მანკელოთი, - ამბობს არგენტინის "ინდეპენდიენტეს" გენერალური დირექტორი ექტორ მალდონადო. უკრაინული კლუბი 5 მილიონ ევროზე მეტს იხდის ფეხბურთელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ბოსნიისა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება აღარ შედგება
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 წლის ტოტი საფეხბურთო კარიერას ანახლებს და სერია A-ს გუნდიც ეპატიჟება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ევრო 2016-ის ამბები: ვისაც სურს, საფრანგეთის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასზე ითამაშოს, გააზიარეთ!
ამხ. მატჩები: სლოვაკეთის ნაკრებმა გერმანიას საქართველოს მსგავსად მოუგო [VIDEO]
ლუის ენრიკეს პედრო როდრიგესის "ბარსელონაში" დაბრუნება არ სურს
ედინ ჯეკო: იმედია, "ნაპოლი" ცოტას მოუკლებს
პედრომ კარიერის საუკეთესო წლები გაიხსენა - "ლაციომ" "ინტერი" დაამარცხა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
პედრო თავისუფალი აგენტის სტატუსით "იუვენტუსში" გადაბარგდება?
პედრო: თუ "ბარსელონა" დამიძახებს, ყველაფერს მივატოვებ
"ვინ გამაკვირვა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად?" - ტოტიმ ევროპირველობაზე ისაუბრა
ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა
ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓐ-ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ 3:0 - ᓗᓐᓛᓐᓛᓘ ᓜᓐᓑᓘᓯᓘ ᓛᓔᓠᓕᓔᓓᓤᓘᓜᓐᓚᓘᓡᓙᓔᓜ [VIDEO]