2015-16 წლების საკალათბურთო სეზონი კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო საკლუბო სეზონს გვპირდება
როგორც ცხოვრების სხვა არაერთ სფეროში, კალათბურთშიც არაერთი დონე არსებობს - სამოყვარულოდან დაწყებული, უმაღლესი დონით დამთავრებული.

ევროპული მასშტაბით, ევროლიგა ტოპ-დონეა, საქართველოს ჩემპიონატი მასთან შედარებით ქვემოთაა. ამიტომ გემოვნებიან ქართველ გულშემატკივარს ბოლო დროს ორ წელიწადში ერთხელ უწევდა თბილისის სპორტის სასახლეში უმაღლესი ხარისხის კალათბურთის ნახვა - საქართველოს ნაკრების და მისი მეტოქეების შესრულებით, ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე.

2015-16 წლების საკალათბურთო სეზონი კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო საკლუბო სეზონს გვპირდება: 19 ივლისს გადაწყდა, რომ ვითიბი ლიგაზე ითამაშებს "ვითა" და დაუპირისპირდება აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო კლუბებს - ცსკა-ს (რუსეთი), "ცმოკი-მინსკს" (ბელორუსი), "კალევს" (ესტონეთი), "ბიზონსს" (ფინეთი), "ლოკომოტივ-ყუბანს" (რუსეთი), "ნიჟნი ნოვგოროდს" (რუსეთი), "უნიქსს" (რუსეთი), "ასტანას" (ყაზახეთი), "ზენიტს" (რუსეთი), "ხიმკის" (რუსეთი), "კრასნი ოქტიაბრს" (რუსეთი), "ნიმბურკს" (ჩეხეთი), "ავტოდორს" (რუსეთი), "ენისეის" (რუსეთი), ვეფ-ს (ლატვია).

ამ გუნდებიდან ზოგი პარალელურად ევროლიგაზე ითამაშებს, ზოგი - ევროთასზე, ზოგიც ევროჩელენჯზე. ასე რომ, სპორტის სასახლეში მისულ გულშემატკივარს კალათბურთის ხარისხზე საფიქრალი ნამდვილად არ ექნება.

"ვითას" ვითიბი ლიგაში ჩართვის გადაწყვეტილება ლიგის ხელმძღვანელობამ 19 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. ქართულმა გუნდმა "კრასნიე კრილიას" ადგილი დაიკავა, რომლის დარბაზი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ვითელებს მოსკოვის "დინამოს" სახით ღირსეული კონკურენტი კი ჰყავდათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც ჩვენ სასარგებლოდ მიიღეს.

ესეც ასე, კალათბურთი დაგვიბრუნდა, მაგრამ როგორ, რა გუნდით დავუხვდებით თბილისში ცსკა-ს და მის მსგავს კლუბებს? - აი, მთავარი შეკითხვა. შემადგენლობაზე კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვით, მხოლოდ იმის დაწერა შეგვიძლია, რომ გუნდში ითამაშებს ამერიკის კოლეჯების ლიგიდან დაბრუნებული, საკმაოდ მომძლავრებული ლევან შენგელია.

მწვრთნელი ვინ იქნება? ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე გვაქვს - "ვითას" პაველ გოოგე გაწვრთნის. კალათბურთის ქართველ ქომაგს იგი ბათუმის "ბასკოდან" ემახსოვრება, ზღვისპირელებს 2001-02 წლების სეზონში წვრთნიდა და ჩემპიონის ტიტულიც მოაპოვებინა.

სხვათა შორის, საქართველოდან იგი მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა და გამოცდილი დუშან ივკოვიჩის თანაშემწედ მუშაობდა. სწორედ მაშინ გადავიდა ცსკა-ში გიორგი ცინცაძე.

ბოლო სეზონში გოოგე "ალტაიბასკეტში" მოღვაწეობდა კონსულტანტად. ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ შემადგენლობას შეარჩევს "ვითასთვის" და როგორ მოახერხებს ახალთახალი გუნდის შეკვრა-შეკავშირებას.

მანამდე მოგახსენებთ, რომ ვითიბი ლიგა ოქტომბერში დაიწყება. 16 გუნდი მიმოსვლით ითამაშებს რეგულარულ ეტაპს, ხოლო საუკეთესო 8 გუნდი მეოთხედფინალის საგზურს მიიღებს. საპლეიოფო სერია მაისში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

oto
დზან კარგიიიი
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
იგორ კოკოშკოვი სერბეთის ნაკრებს არ გაწვრთნის
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
პაველ გოოგე: სიტუაცია სპორტის სასახლეში სინათლის ჩაქრობამაც დაამძიმა [VIDEO]
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ვითა" დღეს მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდება
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
პაველ გოოგე: მინდა, "ვითას" მატჩების შემდეგ ქომაგმა ამაყად დატოვოს დარბაზი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ნიმბურკი-ვითა 111:51 - მიზეზის ძიება რთული არ არის
ვითიბი ლიგის კვირის მოთამაშედ "ვითას" ლეგიონერი დანიელ ბეჟარანო დასახელდა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
"ვითას" პრეზიდენტი: რაც ჩვენ გადავიტანეთ, ადამიანი ვერ გაუძლებდა
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა
ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
ბექა წივწივაძე: ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი
ვითა-კრასნი ოქტიაბრის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარია
ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. E ჯგუფი: უკრაინული სენსაცია
იგორ კოკოშკოვი სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად...
დიდი ალბათობით, ვითიბი ლიგაზე "კრასნიე კრილიას" ქართული "ვითა" შეცვლის
ვითა-უნიქსი 76:104 - ლენგფორდის სოლო [VIDEO]
კომპლიმენტი სერბთა მწვრთნელისგან: კოკოშკოვის გუნდი ქების ღირსია!
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
სერბეთმა ლიდერი დაკარგა
ვითა-ლოკომოტივი 63:76 - ღონე და გამოცდილება [VIDEO]
დუშან ივკოვიჩი ლეგენდად გამოცხადდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
"ვითას" მწვრთნელი: განაცხადისთვის კალათბურთელებს ძლივს ვაგროვებთ [VIDEO]
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ვითა-ცსკა-ს მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10-20 ლარია
"ვითას" 19 წლის მცველი ვითიბი ლიგის 5 "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს" შორის მოხვდა
"ვითა" "კრასნი ოქტიაბრთან" დამარცხდა
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს