დაიქუხებს ლონდონის "არსენალი" ახალ სეზონში?
არსენ ვენგერი სულ მალე "არსენალთან" ერთად მორიგ აღმართს შეუყვება. ბოლო წლებში ეს აღმართები ძალიან ბევრია, ტიტულები კი ძალიან ცოტა. ძირითადად, თასები.

ვენგერს აკრიტიკებს ყველა, ვისაც არ ეზარება. ხშირად ეს კრიტიკა გადამეტებულია, არცთუ იშვიათად კი - სამართლიანი. სამწვრთნელო კარიერის რაღაც ეტაპზე ვენგერს დაავიწყდა, რომ ის მხოლოდ მწვრთნელია. უფრო ზუსტად, გაახსენდა, რომ მენეჯერიცაა. მან გაყიდა ბევრი დიდი ფეხბურთელი, იყიდა ახლები და სანამ ისინი დაფრთიანდებოდნენ, ისევ გაყიდა.

ასე ტიტულებს ვერ მოიგებ.

სამაგიეროდ, არსენ ვენგერმა მილიონობით გირვანქა მოუტანა "არსენალს" და ამასთან ერთად, ეს ისე გააკეთა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილი არასოდეს დაუკარგავს.

ბოლო წლებია, "არსენალი" იზრდება. მთლად ასფურცელასავით ვერა, მაგრამ მაინც. იზრდება, მაგრამ პრემიერლიგის ტიტულისათვის მაინც ვერ მომწიფდა. ახალი "არსენალი" საინტერესო პრეტენდენტი ჩანს. მთლად ტიერი ანრის გუნდივით მაგარი ვერა, მაგრამ ყოჩაღი...

შემადგენლობა

ვენგერს ჰყავს შემადგენლობა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, მოიგოს პრემიერლიგა. "არსენალის" მთავარი ნაკლი არასტაბილურობაა. თუ ვენგერი მოახერხებს და გუნდს ამ თვისებას შესძენს, "მეთოფეებს" ტიტულის მოგების ისეთივე შანსი ექნებათ, როგორიც "ჩელსის" და "სიტის". ეს გუნდები თავიანთ მოსაგებს სწორედ სტაბილურობით იგებენ.

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება ვენგერის გუნდს? ჩვენ შეგვიძლია, წარსულის აჩრდილები გამოვიხმოთ და ვთქვათ, რომ განსაკუთრებით სამი ფეხბურთელი დაამშვენებდათ "ემირეითსის" ბინადრებს.

დენის ბერგკამპი, პატრიკ ვიეირა და ტიერი ანრი - ეს ტრიო რომ ჰყავდეს, ვენგერი პრემიერლიგას მოიგებდა. იქნებ, ჩემპიონთა ლიგასაც... ახლა კი ოცნებას ცოტა ხნით დავეხსნათ და რეალობას დავუბრუნდეთ.

ვენგერს აუცილებლად სჭირდება ერთი მცველი, ერთი ნახევარმცველი და ერთი ფორვარდი. ყველა კლასიანი ფეხბურთელი. ეს შემადგენლობის სიღრმეს გაზრდის და კონკურენციასთან ერთად, ლონდონელთა თამაშში მეტ სტაბილურობასაც შეიტანს.

შეუფასებელი შენაძენი

საერთოდ, ჟოზე მოურინიო ძალიან იშვიათად ცდება. განსაკუთრებით, ეს იმ საფეხბურთო ამბებს ეხება, რომლებიც მინდვრის გარეთ ვითარდება. შეცდომა იყო ეს თუ არა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია - მოურინიომ ვენგერს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, პეტრ ჩეხი დაუთმო.

"ჩელსი" ჩეხის გაშვებით არ დაიქცევა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა არჩევანი ტიბო კურტუას სასარგებლოდ გააკეთა. ტიბო ახალგაზრდაა და პროგრესირებს. ჩეხი ახალგაზრდა აღარაა, მაგრამ მისგან რეგრესი შორსაა. დღევანდელ ფეხბურთში უფრო ახალგაზრდებს ენდობიან.

სამაგიეროდ, ჩეხი ძალიან გააძლიერებს "არსენალს". გასაგებია, რომ შჩესნი და ოსპინა კარგი მეკარეები არიან, მაგრამ ჩეხი საუკეთესოა. მას შეუძლია, არნახული "სეივი" შემოგვთავაზოს და ამით დამაჯერებლობა გადასდოს მთელ დაცვას. ჩვენ გვინახავს "ჩელსის" არაერთი მატჩი, რომელიც ჩეხ მეკარეს პირადად მოუგია.

დასკვნა: ვენგერმა მაგრად იმარჯვა. მან გუნდისათვის შეუდარებელი შენაძენი გააკეთა და "არსენალი" აუცილებლად მოიმკის ამ ტრანსფერის შედეგს...

ტრავმები, ტრავმები...

მოვლენებს წინ უნდა გავუსწროთ და ვთქვათ, რომ "არსენალი" ვერც ვერაფერს მოიგებს, თუ ამ პრობლემას არ მიხედა. ალბათ, მიხვდით, საითაც ვუარაკებთ. ვგულისხმობთ ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას. ამ ტრადიციის მიხედვით, ინგლისურ კლუბს ყველა მნიშვნელოვანი თამაშის წინ თუ ნაკლებმნიშვნელოვან მატჩამდე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული.

არ ვიცით, ეს ვის ან რას უნდა დაბრალდეს, თუმცა ვეჭვობთ, ეს შემთხვევითობა იყოს. ასეა თუ ისე, "არსენალი" თავისი დიდი პოტენციის ნახევარს მაინც კარგავს. რაღა შორს წავიდეთ, სწორედ ამ მიზეზით ვერ ხერხდება ორი უნიჭიერესი ფეხბურთელის, უოლკოტისა და ოქსლეიდ-ჩემბერლენის უდიდესი საფეხბურთო ნიჭის მინდორზე გადატანა.

ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა დათვლა - "არსენალის" რამდენმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა გასულ სეზონში. არ არსებობს იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ტრავმირებულიც კი თამაშობდა და აქედან გამომდინარე, ბევრით ვერაფრით ეხმარებოდა გუნდს.

მწვრთნელი

ვენგერს მოსწყინდა ამდენი კრიტიკა. ის კარსმომდგარ სეზონში ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ პრემიერლიგა მოიგოს. ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი აზრია - ეს ის ძეხვია, რომელსაც ლონდონელები ვერ შესწვდებიან...

შეიძლება, არსენ ვენგერი გიყვარდეს ან არ გიყვარდეს. შეიძლება, ნერვებს გიშლიდეს მისი სატრანსფერო პოლიტიკა, მაგრამ ფაქტია - ვენგერის ფეხბურთი არის ფეხბურთი, რომელიც არავის ჰგავს. მისი გაწვრთნილი გუნდი სხვა არც ერთი მწვრთნელის დამოძღვრილში არ აგერევა.

აქედან გამომდინარეა, რომ ფრანგს ძალიან ბევრს პატიობენ. ბევრი იმედგაცრუებისა და უშედეგობის მიუხედავად, ის მაინც მილიონების კერპი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებელია.

ვიყოთ სამართლიანები - ის, რაც ვენგერმა "არსენალისათვის" გააკეთა, ბევრ მწვრთნელს არ გაუკეთებია თავისი გუნდისათვის. იმიტომ უყვართ ფრანგი სერ ალექს ფერგიუსონსა და ფაბიო კაპელოს, პეპ გვარდიოლასა და იუპ ჰაინკესს...

ლიდერი

"არსენალში" ახლა ბევრი კარგი ფეხბურთელია. ამის მიუხედავად, გუნდს სჭირდება ლიდერი, რომელიც ბიჭებს დიდი მიზნებისაკენ გაუძღვება. ვინ შეიძლება იყოს ასეთი?!

გავრისკავთ და ვიტყვით - თუ ბოლომდე გამოავლენს თავის პოტენციალს, მაშინ გუნდის ლიდერობა ნაღდად შეუძლია ჩილელ ალექსის სანჩესს. სანჩესის კლასი ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა, მათ შორის, არც "ბარსელონაში". გასული სეზონის მეტი წილი სამხრეთამერიკელმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ იყო ჩავარდნა და ეს ჩავარდნა ზუსტად იმ დროს დაემთხვა, როცა "არსენალი" ვერ ბრწყინავდა.

ვინ უნდა მოუმატოს

თუ "არსენალი" ტიტულის მოპოვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს, აუცილებლად მოუმატებს გერმანელი ვარსკვლავი მესუთ იოზილი. ეს ორი გარემოება ერთმანეთისგან დაუშორებელია.

"რეალიდან" წასვლის შემდეგ მესუთი თითქოს საკუთარ აჩრდილს ჰგავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელს გული ამოაცალეს და ახლა იგი უგულოდ თამაშობს. ამ შემთხვევაში თავისი სიტყვა ვენგერმა უნდა თქვას. სწორედ მან უნდა მოძებნოს მოტივაცია უნიჭიერესი ალემანისათვის...

ეპილოგის მაგიერ

ჩვენი წერილი ფორმალურად აქ მთავრდება, მაგრამ უპრიანია, იგი სეზონის ბოლოს დასრულდეს, რადგან სწორედ მაშინ გამოჩნდება, რას მოიმკის "არსენალი".

ვისურვოთ, რომ ძველმა თოფმა კიდევ დაიქუხოს. ვენგერი ამას იმსახურებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
მადრიდის "რეალს" ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
"ეს შეცდომა იქნება" - ფიგუ მოურინიოს "რეალში" დაბრუნების წინააღმდეგია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი