ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩემპიონმა გულშემატკივრები ანერვიულა

ჩემპიონმა გულშემატკივრები ანერვიულა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მოქმედ ჩემპიონს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ფრანგ ჟილ სიმონთან მოგება გაუჭირდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე დღე არ გავა, რომ მაყურებელმა ფავორიტის მონაწილეობით ერთი სუპერმატჩი არ იხილოს. ამჯერად საკუთარი გულშემატკივარი მსოფლიოს მეორე ჩოგანმა და მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ანერვიულა. "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონს მეტოქედ ფრანგი ჟილ სიმონი ჰყავდა, რომელთანაც აქამდე ორიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული. ორივე მარცხი 2008 წელს დაფიქსირდა, როცა სიმონი რეიტინგის საუკეთესო ათეულში შედიოდა.

ამჯერად ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ფედერერი იოლად გამოასწორებდა მისთვის უსიამოვნო სტატისტიკას, მით უმეტეს, რომ როჯერმა ძალიან დამაჯერებლად აიღო სასტარტო გეიმები - 6:2, 6:3. მაგრამ მესამე პარტია მისთვის კოშმარულად დაიწყო - სიმონმა ზედიზედ სამი ბრეიკი გააკეთა! მართალია, შვეიცარიელმა ამ დროის განმავლობაში მეტოქის ორი მოწოდება აიღო, მაგრამ მაინც ერთი ბრეიკით ჩამორჩებოდა მეტოქეს. მეშვიდე გეიმიდან მეტოქეებმა მოწოდება დაალაგეს და სეტი სიმონს დარჩა - 6:4.

შემდეგი პარტიის დასაწყისში ფრანგს ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ფედერერი გადარჩა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, როცა სიმონმა როჯერის მოწოდებაზე მაქსიმალურად მოინდომა და 40:0 დაწინაურდა. ფედერერმა ორი საფრთხე მოიგერია, მაგრამ მესამეზე პირველი ბურთი ვერ მოაწოდა, მეორე კი სუსტი გამოუვიდა და სიმონმა გადამწყვეტი ქულა იოლად აიღო. მეათე გეიმში შვეიცარიელმა თანაფარდობის აღდგენა სცადა, მაგრამ ამისთვის ერთი ბრეიკ-პოინტი საკმარისი არ აღმოჩნდა.

გადამწყვეტ სეტში თავიდან თანაბარი თამაში წავიდა, 2:2-ზე კი ფედერერმა ბრეიკ-პოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამის შემდეგ სიმონი ყველანაირად ცდილობდა წინ გასულ მეტოქეს დაწეოდა, მაგრამ მთელს სეტში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია, მის გეიმებზე კი სულ დიდი ბრძოლა იყო. ამ ბრძოლაში მას ხუთი მატჩბოლის მოგერიება მოუწია, მაგრამ მეექვსეს ვერაფერი მოუხერხა და ფედერერმა ეისით დაუსვა წერტილი შეხვედრას.

"ჟილი - შესანიშნავი მოთამაშეა. ვიცოდი, რომ მასთან რთული მატჩი მექნებოდა... მესამე პარტიიდან გაცილებით უკეთ დაიწყო თამაში, მე კი ბევრი საკუთარი მოწოდება წავაგე, რამაც ძალიან გამაკვირვა. იმედი მქონდა, რომ ჟილს მეხუთე სეტში ძალები აღარ ეყოფოდა, რადგან გასულ კვირას სიდნეის ტურნირი მოიგო. მე კი ბოლო პარტიაში ძალები მოვიკრიბე და გამარჯვებას მივაღწიე", - განაცხადა ფედერერმა ინტერვიუში.

საინტერესოა, რომ მომდევნო ორ ეტაპზე როჯერს ისევ განუთესავ ჩოგბურთელებთან მოუწევს შეხვედრა - თითქოს მისი მეტოქეები სპეციალურად უკვალავენ გზას ჩემპიონს. მესამე წრეში მას ქსავიე მალისე შეხვდება, რომელმაც ალბერტ მონტანიესი (25) გაანადგურა, მეოთხეში - ტომი რობრედოსა და სერგეი სტახოვსკის წყვილში უძლიერესი დაელოდება.

რაც შეეხება მამაკაცთა გუშინდელი პროგრამის სხვა მატჩებს, სენსაცია არ მომხდარა. ლიდერებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა (3) და ტომაშ ბერდიხმა (6) ფედერერზე დამაჯერებლად გაიარეს მეორე წრის ბარიერი, თუმცა თავიანთ მეტოქეებს თითო სეტი დაუთმეს.

სამაგიეროდ, ქალთა ბადეში გამოეთიშა ბრძოლას რამდენიმე განთესილი. გუშინ რუსმა ჩოგბურთელებმა კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზეს - ანა ივანოვიჩის მძლეველ ეკატერინა მაკაროვას მიბაძა 21 წლის ვესნა მანასიევამ, რომელმაც ტურნირის მე-15 ნომერი, ფრანგი მარიონ ბარტოლი დაამარცხა. მართალია, ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან გასულმა ჩოგბურთელმა 30 უნებლიე და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მეტოქეზე ზუსტი იყო, მესამე სეტი კი საერთოდ "მშრალი" ანგარიშით მოიგო - 3:6, 6:3, 6:0. მესამე წრეში მანასიევას მეტოქე ანასტასია სევასტოვა იქნება - კიდევ ერთი ჩოგბურთელი, რომელმაც განთესილი გამოთიშა ბრძოლას - 21-ე ნომერი იანინა ვიკმაიერი ლატვიელმა ორი სეტში დაამარცხა - 6:4, 6:2.

ბელგიელისა და ფრანგის ბედი გაიზიარეს ესტონელმა კაია კანეპიმ (20) და ბულგარელმა ცვეტანა პირონკოვამ (32) .

გვარიანად ანერვიულა თავისი გულშემატკვირები ამერიკელმა ვენუს უილიამსმა - ის სამი საათი ებრძოდა სანდრა ზახვალოვას, ქარიან ამინდსა და უსიამოვნო ტრავმას. მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს კორტზე ექიმის გამოძახება და ერთსეტიანი ჩამორჩენის ლიკვიდირება მოუწია და ვეტერანმა მაინც გაძლო - 6:7(6), 6:0, 6:4.

ასევე რთული მატჩი ჰქონდა გუშინ მარია შარაპოვას. ფრანგმა ვირჟინ რაზანომ რუსს ბევრი პრობლემა შეუქმნა. მარიას 0:3-დან და 0:40-დან მოუწია პირველი სეტის გადარჩენა, რომელიც საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და შარაპოვამ ტაი-ბრეიკზე მოიგო.

მეორე სეტშიც გოგონები ერთმანეთის მოწოდებებს აქტიურად იღებდნენ და საკუთარზე არც ისე წარმატებით თამაშობდნენ. გადამწყვეტი გახდა მეცხრე გეიმი მარიას მოწოდებაზე. ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში - "თანაბარი". შარაპოვამ ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მესამე მატჩბოლიდან მოიპოვა 1/16 ფინალში თამაშის უფლება.

გაცილებით დამაჯერებლად ითამაშეს გუშინ სხვა ფავორიტებმა - ჟუსტინ ანენმა (11), კაროლინ ვოზნიაცკიმ (1), ვიქტორია აზარენკამ (8) და ნა ლიმ (9). მათ შეუერთდა იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე (6), თუმცა მას ზედიზედ მეორე სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია. როლან გაროსის ჩემპიონმა ნაკლებად ცნობილ კანადელ რებეკა მარინოს მესამე სეტი 9:7 მოუგო.

II წრე

კაცები

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 4:6, 6:2, 6:3, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 28)-ადრიან მანარინო (საფ) 6:3, 7:6(4), 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:4, 6:3, 0:6, 6:3; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 9)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 2:6, 4:6, 6:4, 7:6, 6:0; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 14)-იგორ ანდრეევი (რუს) 7:5, 2:6, 4:6, 7:6(10), 7:5; ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 17)-ბენუა პერი (საფ) 6:3, 6:7(2), 6:4, 7:6(5); ვიქტორ ტროიცკი (სერ, 29)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:4, 6:2, 1:6, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-ივან დოდიგი (ხორ) 7:5, 6:7(8), 6:0, 6:2; ენდი როდიკი (აშშ, 8)-იგორ კუნიცინი (რუს) 7:6(7), 6:2, 6:3; რობინ ჰაასე (ჰოლ)-ხუან მონაკო (არგ, 26) 6:4, 6:4, 3:6, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 7:5, 6:3, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 12)-ფედერიკო ჟილი (პორ) 6:4, 6:3, 1:6, 6:2; ტომი რობრედო (ესპ)-მარდი ფიში (აშშ, 16) 1:6, 6:3, 6:3, 6:3; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 6:3, 6:4, 6:4; ქსავიერ მალისე (ბელ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ, 25) 6:4, 6:0, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ჟილ სიმონი (საფ) 6:2, 6:3, 4:6, 4:6, 5:3.

ქალები

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ვანია კინგი (აშშ) 6:1, 6:0; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 29)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:1, 4:6, 6:2; ანასტასია სევასტოვა (ლატ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 21) 6:4, 6:2; ვესნა მანასიევა (რუს)-მარიონ ბარტოლი (საფ, 15) 3:6, 6:3, 6:0; ჟუსტინ ანენი (11)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:1, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 23)-არანჩა რუსი (ჰოლ) 6:1, 6:4; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32) 6:4, 6:1; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-რებეკა მარინო (კან) 6:3, 5:7, 9:7; ვენუს უილიამსი (აშშ, 4)-სანდა ზახვალოვა (ჩეხ) 6:7(6), 6:0, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 30)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 2:6, 7:5, 6:0; ჯულია გორჯესი (გერ)-კაია კანეპი (ესტ, 20) 6:4, 3:6, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 14)-ვირჟინ რაზანო (საფ) 7:6(3), 6:3; ნა ლი (ჩინ, 9)-ევგენია როდინა (რუს) 6:3, 6:2; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 7:6(3), 6:1; შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-რეჯინა კულიკოვა (რუს) 6:4, 4:6, 7:5; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:4, 6:4.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა