საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარემ "ზესტაფონის" წერილს უპასუხა
"ზესტაფონის" მეკარეთა ყოფილი დამრიგებლის, თამაზ ოდიკაძისა და ფეხბურთელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის საგა გრძელდება. 22 ივლისს "ზესტაფონმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც მცირეოდენი შემოკლებით შემოგთავაზეთ.

მხოლოდ საქართველოში: მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი!

შევეცადეთ, ყველა მხარის პოზიცია მიგვეწოდებინა მკითხველისთვის... თემასთან დაკავშირებით "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბესო აბაშიძემ:

"მე ობიექტურად მგონია, რომ ილია კოკაიას მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე ამის დამწერს.

მე ორი თვეა, რაც მინისტრის მოადგილე ვარ, მანამდე პრეზიდენტის აპარატში ვმუშაობდი. ფეხბურთისა და პოლიტიკის დაკავშირება ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა.

ჩვენი ორგანიზაცია, უფრო ზუსტად რომ ავხსნა, აწარმოებს დაახლოებით ისეთ საქმიანობას, როგორსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჩვენ ვართ საქართველოში Fif-PRO-ს წარმომადგენლები. ეს არის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც იცავს ფეხბურთელთა უფლებებს.

ჩვენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვიცავთ ფეხბურთელთა ინტერესებს. ჰკითხონ სხვადასხვა ფეხბურთელს - კვარაცხელიას, შაშიაშვილს, ჩისკოს, უსტარიცს, "გურიას", "დილასა" და "ზუგდიდის" მოთამაშეებს... თუ როდისმე რამე აგვიღია მათგან. ჩვენს ანგარიშზე თანხა არის ნული!

რაც შეეხება თამაზ ოდიკაძის საკითხს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თუ რამე პრეტენზია ჰქონდათ, მოსულიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა განხილვაში. უწყებაც კი არ ჩაიბარეს.

ჩემი საქმიანობის შესახებ კი მოუძიებიათ ინფორმაცია... აქვე დავამატებ, რომ ჩვენი სამინისტროდან შევდივარ საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობ საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა.

ამ წერილის დამწერზე უკეთ ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, სახელმწიფო უწყების პარალელურად ვიმუშაო ანაზღაურებად თანამდებობაზე...

"ზესტაფონის" ამბავი კი საწყენია, რადგან თუ გუნდი არ იქნება, ნაკლები ფეხბურთელი დასაქმდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaimeeeee
Jer kartuli ena astsavlet da mere danishnet ministris moadgiled,intelektze agarapers vambob,tserili tviton ambobs!
odala
როდისმე არა. ოდესმე. კაკაურიძე, არ გინდა ქართულის მასწავლებლად ამიყვანო? წერასაც გასწავლი. ნახევარი ცხოვრება შტატებში მაქვს გატარებული მაგრამ შენზე უკეთესად მაინც ვიცი ქართული.
giio
ბესო სშენს ორგანიზაციაში მინდა გაწევრიანება და თანამშრომლობა თუ რათქმაუნდა სურვილი გაგიჩნდა
გელა
ოჰოჰო რა შეწუხებულა - არა ვარ მე ის კაცი, ვინც ფულებს ღუნავსო! :)))))))
შაკო
ბესო აბაშიძე, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ერთხელ თუ მაინც ჩაგიხედავს უნდა იცოდე, რომ შენს მიერ ასოციაციაში მიღებული ანაზღაურება კანონდარღვევაა, კაი შენ არ იცი არ იცი შენმა დამნიშვნელმაც რო არ იცის მაგრა ტეხავს
zura
კოკაიას ინტელექტი ვიცით, ახლა შენიც გამოჩნდა.
1
ჰა:) ჰა:) ჰა:) ანგარიშზე არა, მაგრამ ჯიბეში?
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
აღმასკომის სხდომა: "გურია" რომ გააფრთხილეს, "ზუგდიდი" და "სიონი" დაავიწყდათ?
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ბესო აბაშიძე: ილია კოკაიას თავი რესტორანში ჰგონია...
მიხეილ აფხაზავა: იმედია, ამას ოდიკაძეც დაადასტურებს...
მხოლოდ საქართველოში: მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი!
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
აღმასკომი აქციის აკომპანემენტით - დაიბრუნებს "ზესტაფონი" საარჩევნო ხმას?
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
კესო ჩხიკვაძე: "ზესტაფონის" დავალიანება სფფ-ს რატომ უნდა დაკისრებოდა?
ლაშა დვალი: "შლიონსკში" ძალიან კარგად მიმიღეს
სფფ-ის აღმასკომმა დავით გენძეხაძეს სტადიონზე შესვლა აუკრძალა, "ზესტაფონს" გარიცხვით დაემუქრა
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული