"თანამეგობრობის თასის" მეოთხედფინალში ბაქოს "ინტერმა" ერევნის "მიკა" 4:0 დაამარცხა
გუშინ პეტერბურგში "თანამეგობრობის თასის" ყველაზე დაძაბული და პრინციპული შეხვედრა გაიმართა: მეოთხედფინალში აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქოს "ინტერი" სომხეთის წარმომადგენელ ერევნის "მიკას" დაუპირისპირდა. ჩვენი მეზობლების ურთიერთობებიდან გამომდინარე, შეხვედრა სპორტული დაპირისპირების ფარგლებს გასცდა და პეტერბურგის სპორტული კომპლექსი ხალხით გაიჭედა, უმრავლესობა აზერბაიჯანელი იყო.

ტურნირის ისტორიაში ამ ქვეყნების კლუბები ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ. პირველად 2005 წელს ბაქოს "ნეფთჩიმ" ერევნის "პიუნიკი" 2:0 დაამარცხა. მაშინ თამაში კინაღამ დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდა. რამდენიმე სომეხმა გულშემატკივარმა აზერბაიჯანის დროშაზე საკუთარი ქვეყნისა გადაკიდა, მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებმა ერთმანეთზე გაიწიეს. არავინ უწყის, რა დატრიალდებოდა, სამართალდამცავები რომ არ ჩარეულიყვნენ.

2006 წელს "ნეფთჩი"-"პიუნიკის" ნახევარფინალი სომხების უარის გამო ჩაიშალა. მათ მოსკოვი დატოვეს, რაც უსაფრთხოების მოსაზრებით ახსნეს. ამის გამო ტურნირის ორგანიზატორებმა სომხური კლუბი დასაჯეს და 2007 წლის გათამაშებაში არ დაუშვეს.

იყო ვარაუდი, რომ მატჩი ამჯერადაც ჩაიშლებოდა, მაგრამ შიში არ გამართლდა. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ისე განლაგდნენ, მოწინააღმდეგეთა გულშემატკივრების კონტაქტი რომ გამორიცხილიყო.

სპორტული თვალსაზრისით, აზერბაიჯანის ჩემპიონი სომხურ კლუბს კლასით სჯობდა. ამის მიუხედავად, მსგავსი პრინციპული შეხვედრის შედეგის გამოცნობა ძალიან რთულია - აქ მთავარი ფსიქოლოგიური მომზადებაა, კლასი კი ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება. ასეთი პარადოქსები მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიას ბევრი ახსოვს.

თუმცა კახა ცხადაძის "ინტერმა" კარლსონსის (37, 59), ლევინისა (23) და კრუგლოვის (51) გოლებით "მიკა" იოლად დაამარცხა - 4:0. ქართველებიდან არავის გაუტანია, თუმცა ყველამ ითამაშა - გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი და დავით ოდიკაძე ძირითადში იყვნენ, კახა მჟავანაძე და ბაჩანა ცხადაძე კი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდნენ. აღსანიშნავია, რომ მსაჯს ერთი ყვითელი ბარათიც არ უჩვენებია.

მატჩის შემდეგ აზერბაიჯანელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ცხადია გახარებული იყო "ინტერის" მწვრთნელი ცხადაძე: "მართალია, "ინტერში" ბევრი არააზერბაიჯენელია, მაგრამ აზერბაიჯანელი ხალხის ტკივილი თითოეულ მათგანს ესმოდა და მატჩის მნიშვნელობის ახსნა არ დამჭირვებია. ჩვენი ამოცანა იყო, პირველივე ტაიმში გაგვეტანა და ეს მოვახერხეთ. მიხარია, რომ უკვე მეოთხე მატჩია, ბურთი არ გაგვიშვია. ახლა უკვე ნახევარფინალისთვის უნდა მოვემზადოთ, სადაც სერიოზული მეტოქე გველის."

გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, მით უფრო, პრინციპულ მეტოქესთან. და კიდევ - ამ გამარჯვების შემდეგ ცოტა ხნით მაინც იყუჩებენ ქართველთა წარუმატებლობაზე ჩასაფრებულები.

აღსანიშნავია "მიკას" მწვრთნელ არმენ შახგელდიანის ღირსეული საქცელი, რომელმაც მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგეს და ქართველ კოლეგას გამარჯვება მიულოცა.

ნახევარფინალში "ინტერი" 21 იანვარს მასპინძელ "ზენიტს" შეხვედება, მეორე ნახევარფინალში კი "სკონტო"-"შახტარი"(ბელარუსი) დაწყვილდნენ.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა