ბალტიის ლიგაზე ცინცაძის "ტარტუ როკმა", ქართველი ლეგიონერის კარგი თამაშით, "ვალმეირასთან" მატჩში 59:54 გაიმარჯვა

ბალტიის ლიგაზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ლატვიაში "ვალმეირასთან" დაცვით მატჩში 59:54 გაიმარჯვა.

შეხვედრის საწყის სამ პერიოდში ვალმეირელებმა იმდენად კარგად ითამაშეს, რომ ლატვიელი გულშემატკივრები თავისი გუნდის წარმატებაში დაარწმუნეს. მეოთხე პერიოდის დასაწყისში "ვალმეირა" 10 ქულით დაწინაურდა - 47:37. სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ "როკერები", პაადეს შორეულ ტყორცნას სოკმაც სამქულიანი მიამატა და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.

ამას მოჰყვა დორონინისა და ეზიუკვუს ორქულიანები და ანგარიში გათანაბრდა - 47:47. ამასობაში მოედანს საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე დაუბრუნდა და თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა - დაძაბულ ბრძოლაში ბურთი ხელთ მოიგდო და საჯარიმოს ხაზიდან ერთიც არ აუცილებია. საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ვალმეირელები იძულებულნი გახდნენ ცინცაძეზე განზრახ ჯარიმა აეღოთ. ქართველმა გამთამაშებელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და "როკი" 4 ქულით წინ გაიყვანა - 57:53. სირენამდე 4 წამი რჩებოდა, როცა გარბანსმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა და ბოლო იერიშის წამოწყება ისევ გიორგიმ ითავა. მასზე კვლავ დაჯარიმდნენ და უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა - 59:54. დარჩენილ ორ წამში ხუთქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელი იყო - "ტარტუ როკმა" მეათე გამარჯვება მოიპოვა.

"ვალმეირასთან" მატჩში ცინცაძის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 25 წუთში 7 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. მან წესები 3-ჯერ დაარღვია, ხოლო მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ. "როკერთაგან" ყველაზე მეტი ვეიდემანმა ჩააგდო - 20 ქულა.

ამ მოგებით "ტარტუ როკი" ბალტიის ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მას 10 მოგება და 5 წაგება აქვს. მეორეა ლიტვური "რუდუპისი" - 10 გამარჯვება, 4 მარცხი, ხოლო მოგება-წაგებათა მაჩვენებლის შეფარდებით უკეთეს მდგომარეობაშია "ვეფ რიგა" - 11 გამარჯვება, 2 მარცხი. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ბალტიის ლიგის ჯგუფურ ტურნირში არ მონაწილეობს ორი გრანდი - "ჟალგირისი" და "რიტასი". ისინი გათამაშებაში პლეი ოფებიდან ჩაერთვებიან.

"ტარტუს" მორიგი შეხვედრა 21 იანვარს იგეგმება - ბალტიის თასზე მეორეადგილოსან "რუდუპისს" უმასპინძლებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა