"ატლანტა ჰოქსმა" დუეინ უეიდისა და ლებრონ ჯეიმსის "მაიამი ჰიტთან" სტუმრად დამსახურებულად გაიმარჯვა
"ატლანტა ჰოქსმა" დუეინ უეიდისა და ლებრონ ჯეიმსის "მაიამი ჰიტთან" სტუმრად ითამაშა. მიმდინარე სეზონში მაიამელები აღმავლობით ასპარეზობენ და აღმოსავლეთის კონფერენციაშიც შესაბამისი ადგილი უჭირავთ - "ბოსტონის" შემდეგ მეორეები არიან (30 მოგება, 13 წაგება). თუმცა, ფლორიდელებს "ატლანტასთან" დაპირისპირებამდე ზედიზედ 3 მატჩი ჰქონდათ წაგებული და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის კარგი შანსი ჰქონდათ.

თავის მხრივ, ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ აღმოსავლეთის კონფერენციაში არავისზე ნაკლებები არიან, რისთვისაც "მაიამის" ძლევა კარგი ნაბიჯი იქნებოდა.

მწვრთნელის მიერ არჩეული სტრატეგია "ჰოქსის" კაპიტანმა ჯო ჯონსონმა გაახმოვანა:

- ვიცოდით, რომ უეიდი და ჯეიმსი ყოველთვის დიდ სამუშაოს ასრულებენ. როცა მათ სხვებიც სათანადოდ ეხმარებიან, "მაიამის" შეჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ვეცადეთ დანარჩენი კალათბურთელები მაქსიმალურად შეგვეზღუდა. გამოგვივიდა და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.

ჯონსონის სიტყვებს ფაქტებიც "ეხმიანება": ლებრონ ჯეიმსმა 34 ქულა ჩააგდო, დუეინ უეიდმა - 27, ხოლო სასტარტო ხუთეულის დანარჩენმა სამმა წევრმა ჯამში 2(!) ქულა მიითვალა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით "ატლანტაში" ერთ კალათბურთელს თავი არ გამოუდია, 19 ქულას ვერც ერთი ასცდა და სწორედ გუნდური თამაშის წყალობით "ჰოქსმა" პირველივე პერიოდიდან სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - ფაჩულიას ორქულიანის შემდეგ სტუმრები 19:8 დაწინაურდნენ.

ზაზა მოედანზე მეორე პერიოდის მერვე წუთამდე იყო და როცა სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა, ტაბლოზე "ჰოქსის" სასარგებლოდ 30:21 ეწერა. თუ მანამდე ლებრონი და დუეინი შეტევაში ბევრს აცილებდნენ, მეორე პერიოდის ბოლოს მიზანი გაისწორეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ - 35:34.

ზაზა ფაჩულიამ მესამე პერიოდშიც საკმარისად ითამაშა და მეოთხეშიც, საბოლოოდ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რაც 2011 წლის საუკეთესო მაჩვენებელია. ზაზას მწვრთნელისგან 23-ზე მეტი წუთი ბოლოს 3 დეკემბერს ერგო - "ფილადელფიასთან" 26 წუთი ითამაშა.

დავუბრუნდეთ შეხვედრის მსვლელობას. მეოთხე პერიოდის ბოლომდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 1:23 წუთით ადრე "ატლანტა" 3 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა ჯეიმსმა ერთმანეთს ხუთი ქულა მიაყოლა და - 77:75. სირენამდე 25 წამით ადრე ჯო ჯონსონმა დრიბლინგი ორქულიანით დააგვირგვინა და მატჩი ოვერტაიმში გაადიყვანა - 77:77.

დამატებით დროში ფაჩულიას აღარ უთამაშია. მისმა თანაგუნდელებმა ოვერტაიმი სამქულიანებით გახსნეს, თუმცა პასუხად ლებრონის შორეული ტყორცნები მიიღეს. შეხვედრის საკვანძო ეპიზოდი დამატებითი ხუთწუთეულის დასრულებამდე 34 წამით ადრე დაფიქსირდა - ჯოშ სმიტმა ინდივიდუალური გარღვევით "ჰოქსი" წინ გაიყვანა (91:89). დარჩენილ დროში ლებრონ ჯეიმსმა ძალიან შორი მანძილიდან ორი სამქულიანი სტყორცნა, ააცილა და გამარჯვება "ქარს"... უფრო სწორად "ქორს" ატლანტაში გაატანა - 93:89.

- სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, ჩვენი გულშემატკივარი ნამდვილად ისიამოვნებდა. ეს წლის თამაში იყო, - თქვა ნამატჩევს ზაზა ფაჩულიამ.

2011 წელს "ატლანტას" 8 მატჩიდან 7 აქვს მოგებული და აღმოსავლეთის კონფერენციაშიც ლიდერებს ეწევა. ჯორჯიელებს 28 მოგება, 15 წაგება აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან. მესამეადგილოსან "ჩიკაგოსაც" 28 გამარჯვება უწერია, თუმცა "ჰოქსზე" ერთით ნაკლები მარცხი აქვს. ეს ორი გუნდი ორი გამარჯვებით ჩამორჩება მეორეადგილოსან "მაიამის".

"ატლანტა" 21 იანვარს "ნიუ ორლეანს" უმასპინძლებს.

მაიამი-ატლანტა 89:93

ზაზა ფაჩულია: 22:57 წუთი, 4 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 4 ფოლი.

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:50 ზაზამ კოლინზი შეცვალა

00:49 ორქულიანი: 2ქ (19:8)

00:49 საჯარიმო: 1/0

00:36 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

00:13 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

00:12 ორქულიანი: არაზუსტი

II პერიოდი

09:53 ფოლი: 1

06:43 ორქულიანი: არაზუსტი

05:17 ფოლი: 2

04:37 ფოლი: 3

04:37 სმიტმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

07:00 ზაზამ კოლინზი შეცვალა

04:03 ორქულიანი: 4ქ (48:48)

02:18 ფოლი: 4

01:31 ჩაჭრა: 1 (ჯეიმსს ჩაუჭრა)

00:06 ბიბიმ ზაზა შეცვალა

IV პერიოდი

11:09 ორქულიანი: არაზუსტი

11:08 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

11:07 ორქულიანი: არაზუსტი

08:23 მოხსნა: შეტ-2, დაც-2

07:10 ჯონსონმა ზაზა შეცვალა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა