სალუქვაძეს მარიბორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა
სლოვენიურ მარიბორში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, სადაც ნინო სალუქვაძეს სულ ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე, მაგრამ, სამაგიეროდ, სეზონის მთავარი ამოცანა შეასრულა - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ჩვენებურმა უკრაინელ ოლენა კოსტევიჩთან წააგო და მეოთხეზე გავიდა.

სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 585 ქულით დაასრულა. არადა. წლეულს ამ დისტანციაზე მსოფლიოს არც ერთ თასზე ასეთი შედეგი არ ჰქონია. მეტიც - საგრძნობლად ჩამორჩა ამ მაჩვენებელს. პირველი უკრაინელთა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კოსტევიჩი იყო 587 ქულით, ვისაც თითოქულიანი სხვაობით კვალში ევროპის ვიცე-ჩემპიონები ედგნენ - რუსი იულია ალიპოვა 586-ით და ბულგარელი ანტოანეტა ბონევა 585-ით. ბულგარელმა ჩვენებურს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო, თუმცა რომელ ადგილზე გავიდოდა სალუქვაძე, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნახევარფინალში საკვალიფიკაციოს შედეგები უქმდება და ყველაფერი ნულიდან იწყება.

მთავარია, რომ ნახევარფინალში გავიდა...

ქართველმა ჩუბინმა უფრო ძლიერად შეჯიბრების მეორე ნახევარი - სწრაფი სროლები ჩაატარა, როცა ცალკეული სერიები 98, 99 და 99 ქულით დაასრულა. პირველი სამი სერიიდან მხოლოდ მეორე ჩააგდო, რომელიც 94-ით დაასრულა, დანარჩენებში კი 98 და 97 ჰქონდა. საბოლოოდ, ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა და ახლა აღარც იმ ერთ ჩაგდებულ სერიას ენიჭება დიდი მნიშვნელობა...

სალუქვაძემ ნახევარფინალშიც კარგად ისროლა და იქაც მოწინავე ოთხეულში დამკვიდრდა, კვლავ მეოთხე ადგილით, რითაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო. მან 13 ქულა დააგროვა, მის წინ კი 16-იანთა სამეული აღმოჩნდა: კოსტევიჩი, ბელორუსი ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის პრიზიორი ვიქტორია ჩაიკა და უნგრელი ევროპის ვერცხლისმედალოსანი სოფია ჩონკა.

დამატებით სროლაში უფრო ზუსტნი ჩონკა და ჩაიკა აღმოჩნდნენ, რომლებმაც მთავარი ფინალის საგზური და ოქროსთვის ბრძოლის უფლება მიიღეს, კოსტევიჩს კი ბრინჯაოსთვის გარჯა შერჩა ხელთ. თუმცა იქვე ისიც გაირკვა, რომ სალუქვაძე საგზურს მიიღებდა იმის მიუხედავად, თუ როგორ განაწილდებოდა საბოლოო ადგილები, რადგან ამ კვარტეტიდან ჩაიკას და კოსტევიჩს უკვე ჰქონდათ ლიცენზიები, ანუ აქ გათვალისწინებულ ორ კვოტას უნგრელი და ქართველი მიიღებდნენ.

სალუქვაძისთვის ეს მერვე ოლიმპიური თამაშებია, რითიც რეკორდსმენია არა მარტო საქართველოში, არამედ ამ სახეობაშიც - მსოფლიოს მასშტაბით.

ოქროს მედლისთვის პაექრობაში ჩონკამ 8:6 მოუგო ჩაიკას, კოსტევიჩმა კი 7:5 აჯობა ჩვენებურს. სალუქვაძეს რომ მოეგო, ეს მისთვის მეხუთე ევროპული ბრინჯაო იქნებოდა, სულ კი მე-12 ევროპული მედალი - ჯერჯერობით 3 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო აქვს. ეს მხოლოდ უფროსებში და თანაც მხოლოდ პირადში, თორემ ახალგაზრდებში ან გუნდურში მოპოვებული ჯილდოები სხვაა. სამაგიეროდ, სალუქვაძემ რიოში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

დედას დიდად არც შვილი ჩამორჩა - ცოტნე მაჭავარიანი ახალგაზრდებში მეხუთეზე გავიდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპი 538 ქულით დაასრულა და მერვე ადგილზე აღმოჩნდა, ანუ ფინალში ბოლო მონაწილედ შევიდა. იქ გამოსვლა 126.1 ქულით დაასრულა და მეხუთეზე დარჩა, ჩემპიონი კი ბულგარელი ალექსანდრ ტოდოროვი გახდა 186,2 ქულით.

ვერცხლი რუსმა ანტონ ზანინმა დაისაკუთრა 182.7-ით, ბრინჯაო კი მისმა თანაგუნდელმა ალექსანდრ ბასარიევმა ირგუნა 163.4-ით.

ვაჟებში იასპარეზა ლევან ქადაგიძემაც, რომელიც 538 ქულით 34-ზე გავიდა. ევროპის ჩემპიონი უბერებელი პორტუგალიელი, 51 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჟოაო კოსტა გახდა 188.8 ქულით. აღსანიშნავია, რომ მან მესამედ მოიგო ევროპის პირველობა, ივნისში კი ბაქოში მეორე იყო ევროპულ თამაშებზე.

ვერცხლი 187.4-ით კარიერაში მეორედ დაისაკუთრა იტალიელმა ფრანჩესკო ბრუნომ, მესამეზე კი რუსი სერგეი ჩერვიაკოვი გავიდა 168.6-ით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზ უ რ ა
ლეგენდაა ეს ქალი...
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ცოტნე მაჭავარიანი დედის კვალზე
ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ
დედა-შვილი ოლიმპიადაზე - ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ლიცენზია მოიპოვა!