27 ივლისს კოპენჰაგენში მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც რიო დე ჟანეიროს ლიცენზიებსაც იძლევა
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გუშინ, 27 ივლისს დაიწყო მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც რიო დე ჟანეიროს ლიცენზიებსაც იძლევა.

მასში ძალიან კარგად ჩაება ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე, რომელმაც 654 ქულა დააგროვა და X ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მერვეზე აღმოჩნდნენ 1 918 ქულით, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, თუმცა ვინ დაგვთარსა, რომ გახარება არ გვიწერია - პლეი ოფის პირველივე წრეში ჩვენი მეტოქე მეცხრეზე გასული იტალია იქნება!

ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ეს შეხვედრა დღეს, იქაური დროით დილის 9 საათზე დაიწყება. ღმერთმა ნუ ქნას და, წაგების შემთხვევაში ჩვენებს დანიაში საგზურების მოპოვების კიდევ ერთი შანსი დარჩებათ - საგანგებო სალიცენზიო შეჯიბრება, რომელიც ტურნირის ბოლო დღეს, 31 ივლისს ჩატარდება. მასში ლიცენზირებული გუნდების წარმომადგენლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, საგზურს კი 8 საუკეთესო დაეპატრონება, თუმცა გუნდურში მოპოვება ბევრად უკეთესია - ასე ერთბაშად სამ ლიცენზიას გაინაღდებ, ცალკეულ შეჯიბრებებში ამდენის მოპოვება კი ბევრად რთულია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ურიგოდ არც ჩვენი მეორე ლიდერი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა გამოსულა, რომელმაც 640 ქულა დააგროვა (ბაქოსთან შედარებით, ეს 6-ით მეტია) და 29-ეა, იულია ლობჟანიძე კი 624 ქულით (-5 ბაქოსთან შედარებით) 67-ეა.

ვაჟებში ლაშა ფხაკაძემ 641 ქულა მოაგროვა და ზუსტად მე-40 ადგილზე გავიდა. არადა, ბაქოში მან პირადი რეკორდი 669-მდე გაზარდა და მეათე იყო! ის შედეგი ახლაც რომ გაემეორებინა, შესარჩევს მოიგებდა - რატომღაც დანიაში დაბალი მაჩვენებლებია და საკვალიფიკაციო იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაურო ნესპოლიმ მაგიური 666-ით მოიგო. ჯაბა მოსეშვილი 621-ით 112-ეა.

შერეულ წყვილებში ჩვენგან კვლავ ნარიმანიძისა და ფხაკაძის დუეტი გამოვა, რომლებსაც 1 295 ქულა დაუგროვდათ ჯამში, რაც მე-11 შედეგია.

პლეი ოფში ისინიც დღეს გამოვლენ და პირველ წრეში ვერონიკა მარჩენკოსა და მარკლიან ივაშკოს უკრაინულ დუეტს გაეჯიბრებიან. ამათში მოგებულს მომდევნო წრეში ვალეევა-ნესპოლის იტალიური წყვილი ელოდება - შეგახსენებთ, რომ ჩვენებმა მათთან ბაქოში შერეულის ფინალი წააგეს.

ქალთა პლეი ოფში სამივე ჩვენებური გავიდა, ამ ეტაპის პაექრობები კი ხვალ, 29 ივლისს გაიმართება. ესებუა პირველ წრეში პოლონელ მილენა ბარაკონსკას ხვდება, ნარიმანიძე - შვეიცარიელ ცელინ შობინგერს, ლობჟანიძე - ამერიკელ არიელ გიბილაროს.

ვაჟებში პლეი ოფში მხოლოდ ფხაკაძეა, რომელიც ასევე ხვალ ისვრის, მეტოქედ კი ეგვიპტელი აჰმედ ელ-ნემრი ერგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...