ეს სეზონი უელსელის უნდა იყოს
გარეთ ბეილი მესამე სეზონს იწყებს მადრიდის "რეალში". უელსელი ხან დიდებულია, ხან კარგი. გულშემატკივარს უნდა, რომ ბეილი სულ დიდებული იყოს. როგორც "ტოტენჰემში" თამაშის ბოლო პერიოდში იყო. არ გამოდის, მაგრამ 26 წლის უელსელს ეს შეუძლია.

კიდევ, რა?

ბეილი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. ვისზე ვიტყვით ხელაღებით, რომ უელსელს ნაღდად სჯობს? ალბათ, ასეთი ფეხბურთელი სულ რამდენიმეა. მათ შორის - მესი და რონალდო.

ორი სეზონის განმავლობაში ბეილმა შეძლო და ადგილი დაიმკვიდრა "რეალის" ძირითადში. შეძლო და ჩაატარა შთამბეჭდავი მატჩების სერია. გაიტანა ბევრი მნიშვნელოვანი გოლი. არაერთხელ იკისრა ასისტენტობა. გაიბრწყინა ელ კლასიკოში. მაშ, კიდევ რა უნდა ქნას ბრიტანელმა?

როცა შენგან სასწაულებს ელიან

მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელისგან ქომაგი სასწაულებს ელის, რადგან ბეილმა გვიჩვენა, რომ ხანდახან ისეთი რამეების ჩადენა შეუძლია მინდორზე, რაც სხვას არავის ძალუძს.

ეს "ხანდახან" პროცესში უნდა გადაიზარდოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბეილმა ყველა თამაში ერთნაირად ძლიერად უნდა ჩაატაროს. სხვანაირად არ შეიძლება - ის ხომ "რეალის" ფეხბურთელია.

ბევრს ჰგონია, რომ მესამე სეზონი "რეალში" - ეს ბეილის სეზონი უნდა იყოს. ამ პოსტულატს აქვს თავისი მყარი არგუმენტები და ახლა შევეცდებით, ჩამოვთვალოთ ისინი.

ბეილისათვის ადაპტაციის პერიოდი საბოლოოდ დასრულდა. სხვა დროსა და სხვა ვითარებაში ახალ გუნდში ადაპტაციას ორი წელი არ უნდა, მაგრამ ჩვენ ხომ მადრიდის "რეალზე" ვწერთ და ვსაუბრობთ - გუნდზე, რომელიც აბსოლუტურად განყენებულად დგას მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში.

ბეილმა ახლა უკვე იცის ესპანური ენა. ყოველ შემთხვევაში, იმ დონეზე მაინც იცის, რომ პარტნიორებთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდეს. ეს კი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.

რონალდოს ფაქტორი

არ ვიცით, როგორ და რას ფიქრობს თავად გარეთი, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ასე ჩანს: მის თამაშს "რეალში" გვარიან დაღს ასვამს კრიშტიანო რონალდოს სიდიადე. სანამ კრიშტიანო "სამეფო კლუბშია", ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ამ გუნდის უდავო ლიდერი,

არადა, ბეილსაც ლიდერობა უნდა. რატომ იყო ის "ტოტენჰემში" გამორჩეული? ფეხბურთელები ძალიან ხშირად სწორედ მას ეძებდნენ, პასებით ამარაგებდნენ. ახლა უელსელი ჩივის, "რეალში" პარტნიორები პასს მე რომ მსურს, იმ სიხშირით არ მაძლევენო.

ვითომ, ორი გენიოსი ერთ გუნდში ვერ მოთავსდება? რატომაც არა?! "რეალს" ერთად იმდენი ვარსკვლავი აუტანია, რომ ამათაც როგორმე აიტანს. მთავარია, ზედმეტმა ამბიციებმა გუნდური სული არ ჩაყლაპოს.

არ უნდა წავიდეს!

სულ ცინცხალი ამბავია, 29 ივლისისა: "მანჩესტერ იუნაიტედი" ვინ იცის, მერამდენედ ცდილობს უელსელის გადაბირებას. "ოლდ ტრაფორდზე" ჯერ კიდევ დადის სერ ალექს ფერგიუსონი და მისი ნააზრევის ექო მძლავრია. ფერგის ბეილი მოსწონს. ბეილი ვან გაალსაც მოსწონს. და საერთოდ, თუ ფეხბურთი გიყვარს, გარეთის თამაშიც უნდა მოგწონდეს.

ისევ თემას მივუბრუნდეთ. "იუნაიტედი" მორიგ მსუყე წინადადებას ამზადებს "რეალისათვის". ბეილი "იუნაიტედს" ძალიან სჭირდება. რონალდოს დაბრუნება ჯერ არ გამოდის და ბეილი მაინც უნდა გამოვიდეს.

უარი და მხოლოდ უარი - ჯერ ეს ისმის "რეალიდან", მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს რას გაუგებ - აქ ფული ყველაფერს წყვეტს და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ - მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება.

"იუნაიტედმა" "ბაიერნისაგან" თომას მიულერის ყიდვა მოინდომა, მაგრამ მიუნხენელებმა ქოში უკუღმა ჰყარეს - "ბაიერნის" ფანობის გული ჯერაც გაბზარულია "მანჩესტერში" ბასტიან შვაინშტაიგერის გაყიდვით და ახლა მათ კიდევ ერთ იარას ვერავინ დაუმატებს.

დარჩა ბეილი. არადა, ახლა წასვლა არ ივარგებს. სწორედ მესამე სეზონი უნდა იქცეს ბეილის სეზონად "რეალში". გვგონია, რომ ბეილის ორი წელი "სამეფო კლუბში" ჟურნალი იყო და კინო ახლა უნდა დაიწყოს. თუ მთავარი მსახიობი წავიდა, კინო აღარ შედგება.

"რეალი" და "იუნაიტედი" კი უელსელს ვერ იყოფენ. ორივე ძალუმად თავისკენ ექაჩება. "რეალის" უპირატესობა კონტრაქტია. "მანჩესტერისა" ის, რომ ბეილს ხშირად ენატება სახლი, ზოგადად ნისლიანი ალბიონი და ასე ახლობელი პრემიერლიგა.

ერის იმედი

ბეილი უელსის ფეხბურთში დიდ ისტორიას წერს. უელსს ჰყავდა ვარსკვლავები, მაგრამ დიდი ტურნირებისკენ მიმავალ მატარებელს ვერაფრით ახტებოდა. რაღა შორს წავიდეთ, რაიან გიგზმა ისე დაამთავრა კარიერა, რომ დიდ ტურნირზე არ უთამაშია. გიგზი ინგლისელი იყო და მამის ურჯუკობის გამო ირჩია უელსი. ეს სხვა ამბავია და იქნებ, ცალკე წერილადაც ღირდეს...

უელსი თითქმის გასულია ევროპის ჩემპიონატზე და ეს უკვე დიდი ამბავია. ბეილი ერის იმედი და ნაკრების უდავო ლიდერია. მის გვერდით სხვა ბიჭებიც ყოჩაღად არიან - აარონ რემზი, ჯო ალენი, ეშლი უილიამსი...

უელსს კარგი შემადგენლობა მოუგროვდა, თუმცა ბავშვმაც კი იცის, რომ ბეილის გარეშე ეს წარმატება არ იქნებოდა.

"ბეილი დიდია" - მღერიან უელსის ნაკრების გულშემატკივრები. ის მართლაც დიდია, მაგრამ დიადი რომ გახდეს, საამისოდ ცოტაც უნდა მოუმატოს. არადა, "რეალსა" სჭირდება კიდევ უფრო უკეთესი ბეილი.

სჭირდება, რადგან გასულ სეზონში "სამეფო კლუბმა" ვერც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ვერც ესპანეთის ჩემპიონატი. აღარ დავწერთ, ვინ მოიგო ეს ჯილდოები - "რეალის" ფანები გაგვიბრაზდებიან...

უელსელი პანტერა შორს უნდა გადახტეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ქალებზე ძალადობის გამო გიგზი უელსის ნაკრებიდან მოკვეთეს
გიგზი: ზიდანს ბეილზე ვერ ვესაუბრე, ინგლისური კარგად არ იცის...
"შეშლილი ხარ, ნაგავი ადამიანი ხარ და დედობას არ იმსახურებ" - გიგზის სასამართლო გრძელდება, ყოფილა მეუღლემ სკანდალური ჩანაწერები გამოაშკარავა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
"ევერტონი" აღარ ხუმრობს, ბეილისა და რემზის ყიდვას აპირებს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
[VIDEO] პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ნორვეგიას მოუგო - დანიამ უელსი დაამარცხა
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
პრემიერლიგა. ტურის სიმბოლური ნაკრები: პარდიუს ბიჭები რჩეულებში
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ტომას ვერმალენი 3 თვე იუქმებს
მეგობარი ქალის ცემაში დადანაშაულებული გიგზი 3 მატჩით გადააყენეს
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
მ/ჩ 2018. VI ტური. D ჯგუფი: ერთნაირი სცენარით... [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მეტოქე უელსი: გარეთ ბეილი თბილისში ვერ ითამაშებს?
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
ასოციაციის თასი. ფინალი: ლამაზი აკორდი ორმაგი რეკორდით... [VIDEO]
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ევრო 2016. 1/4 ფინალი: უელსის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
რონალდოს გატანილი არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსს მაინც მოუგო
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
ბეილმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
წარმოგიდგენთ ლონდონის "არსენალის" ახალ პრეზიდენტს
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ბეილი მოდის! როგორი განწყობით ესტუმრებიან უელსელები თბილისს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"იუვენტუსმა" "ინტერს" სძლია - რონალდომ მე-1 000 მატჩი ჩაატარა [VIDEO]