ქართველ მშვილდოსანს, სულ ცოტა, ერთი ზუსტი გასროლა დააკლდა კარიერის ყველაზე ხმაურიან გამარჯვებამდე...
ხათუნა ნარიმანიძეს, სულ ცოტა, ერთი ზუსტი გასროლა დააკლდა კარიერის ყველაზე ხმაურიან გამარჯვებამდე და დანიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლამდე - სამი სეტის შემდეგ სამხრეთკორეელთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ბო ბაე კის 4:2 უგებდა, მეოთხე კი 28:27 წააგო...

თან პირველი ორი გასროლის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო - პირველი ისარი ორივემ 10-იანში გაარტყა, მეორე ცხრიანში, მესამეში კი ანგარიში 9:8 აღმოჩნდა მეტოქის სასარგებლოდ, რითაც მან სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ნარიმანიძეს პირველ სეტშიც შეეძლო წარმატების მოპოვება, რომელსაც 2 გასროლის შემდეგ 20:19 აგებდა, მეტოქემ კი 8-იანში გაარტყა, თუმცა მასაც მოეცარა ხელი და მხოლოდ 7-იანი! ეს სეტი ქართველმა 26:28 დათმო, მაგრამ ამან თითქოს გამოაფხიზლა და მომდევნო ორში 28:25; 29:27 იმარჯვა. ამ სერიაში, ანუ 9 გასროლიდან ჩვენებურმა ხუთჯერ მოარტყა 10-იანში, ოღონდ არა უბრალოდ წრეში, არამედ პირდაპირ ცენტრში!

ზოგადად, 30 ივლისს მან ბევრჯერ გაარტყა ათიანში, თუმცა ყველაზე საჭირო მომენტში უმტყუნა მიზანმა.

ქართველმა მეოთხე სეტიც მაქსიმალური ქულით დაიწყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ბოლო ისარი არცთუ ზუსტად ისროლა. აი, გადამწყვეტ, მეხუთე სეტში კი, ეტყობა, ნერვიულობამაც დარია ხელი და სამივე გასროლაში 8-იანი მოინადავლა, როცა კორეელმა ორჯერ 10-იანში გაარტყა. სეტიც მან მოიგო - 29:24. ასე გამოეთიშა ნარიმანიძე მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან.

გუშინდელი დღე შეჯიბრებას შემორჩენილმა ქართულმა დუეტმა წარმატებით დაიწყო. ისინი 1/16-ფინალში გავიდნენ, სადაც უფრო დიდი სენსაცია ქრისტინე ესებუამ შემოგვთავაზა - საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხეზე გასული ჩინელი ჯუემან ჭუ 7:3 დაამარცხა.

ამ წარმატებას მან სათავე პირველივე სეტში ჩაუყარა, როცა ზედიზედ ორი 10-იანი მოინადავლა და საბოლოოდ 29:28 იმარჯვა. მეორე ჩინელმა მოიგო - 29:25, მესამე კი ფრედ დასრულდა - 28:28 და ანგარიშიც კი 3:3 იყო. თუმცა ამის შემდეგ ჩვენს ვიცე-ჩემპიონს ინიციატივა არ დაუთმია და 10-იანებით "დაცხრილა" მეტოქე - 6-დან 4 ისარი ამ ნიშნულში გაარტყა, მეხუთე სეტში კი სამივეში მაქსიმალური შედეგი ჰქონდა: 28:27; 30:25 მის სასარგებლოდ.

ნარიმანიძემ იმავე ეტაპზე პირწმინდად დაჯაბნა იტალიელი გვანდელინა სარტორი - 28:27; 28:25; 29:27 და 6:0 საერთო ანგარიშით. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე მან მესამედ მოუგო იტალიელ სპორტსმენს გუნდურისა და შერეული წყვილების შემდეგ.

ქართული დუეტი მერვედფინალში დაიშალა - ესებუა ინდოელ ლაქშმირანი მაჯისთან სამივე პერიოდში დამარცხდა, ანუ 0:6 წააგო და ნარიმანიძე კენტად დარჩა, რომელმაც ინდონეზიელ იკა იულიანა როჩმავატის 7:3 სძლია.

ქართველმა პირველ სეტში 29:26 მოგების შემდეგ ცოტა მოუკლო და ჯერ ფრედ დაასრულა სროლები - 27:27, მერე კი საერთოდ წააგო - 30:27. თუმცა ამან გამოაცოცხლა და გადამწყვეტ მეოთხე სეტში სამივე ისარი 10-იანში გაარტყა. ეს ძალიან საშური იყო, რადგან კარგი სროლის მიუხედავად, მეტოქეც ფეხდაფეხ მისდევდა - პირველი ორი ისარი იმანაც 10-იანში "დასვა", თუმცა მეოთხეში ოდნავ დააცილა და ერთი ქულა დაკარგა - 30:29 ნარიმანიძის სასარგებლოდ, რომელმაც საერთო ანგარიში 5:3 გახადა. მას უპირატესობა არც მეხუთეში დაუთმია, რომელიც 10-იანით დაიწყო, რითაც მეტოქე საბოლოოდ გატეხა და სამიზნე სერიოზულად გაუმრუდდა - 28:24.

მეოთხედფინალში ნარიმანიძის დასანან წაგებაზე უკვე გითხარით, ქალთა ტურნირი კი აზიელთა კარნახით წარიმართა - ნახევარფინალში თითო ინდოელი, ტაივანელი და ორი კორეელი გავიდნენ. ნარიმანიძე საკვალიფიკაციოში ათეულში შესული ერთადერთი ევროპელი რომ იყო, თავის დროზე გაცნობეთ, მეოთხედფინალში კი მასთან ერთად ევროპელთაგან მხოლოდ უკრაინელი ვერონიკა მარჩენკო გავიდა...

ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა აშშ-ში გადასული ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი).

2 აგვისტოს ფინალში ოქროს მედლისთვის კორეელი კი და ინდონეზიელი ში-ჩია ლინი იასპარეზებენ, ბრინჯაოსთვის - მეორე კორეელი, მისუნ ჩოი და ესებუას მძლეველი ინდოელი მაჯი.

საბედნიეროდ, ამ წაგებით ჩვენებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი არ დამთავრებულა - დღეს, 31 ივლისს, ლაშა ფხაკაძე საგანგებო სალიცენზიო ტურნირში გამოვა და მეოთხედფინალში გასვლას შეეცდება, რაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიას მოუტანს; 2 აგვისტოს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს კი ის და ნარიმანიძე შერეულ წყვილებში ჩინურ დუეტს - ზემოხსენებულ ჭუს და ხეოსონ გუს გაეჯიბრებიან ბრინჯაოს მედლისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრებმა გუნდური ტურნირის პირველ წრეში იტალია გამოაგდო, რითაც რიო დე ჟანეიროს ლიცენზიებიც გაინაღდა - პირადშიც და გუნდურშიც. ისინი საბოლოოდ მეხუთეზე გავიდნენ, გაისად კი ბრაზილიაში ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში სამი მონაწილით გამოვლენ.

ვნახოთ, ისტორიაში პირველად დაემატება თუ არა მათ ვაჟი ოლიმპიელი მშვილდოსანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
ცნობილი ქართველი მშვილდოსანი ESPN-ისთვის გაშიშვლდა [+PHOTO]
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...