პორტუგალიელის დემარში თამაშის შემდეგ
"არსენალმა" ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის სუპერთასი, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კონკრეტულად ის ფაქტია, რომ არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიო დაამარცხა, რასაც ვერაფრით ახერხებდა. ფრანგმა ეს მე-14 ცდიდან გააკეთა.

"მეთოფეებს" "ჩელსისთვის" 506 წუთი არ გაეტანათ და ნავსის გატეხვა ალექს-ოქსლეიდ-ჩემბერლენმა შეძლო, რომელმაც თეო უოლკოტის პასის მერე უძლიერესად დაარტყა შორეულ "ცხრიანში". საბოლოო ჯამში, ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა, მაგრამ მომენტები კიდევ მრავლად თუ არა, საკმარისად იყო იმისთვის, რომ ერთსაც გაეტანა და მეორესაც. მაგალითად, "ლურჯების" მხრიდან მალევე შეეძლო გათანაბრება რამირესს.

"არსენალი" რამდენჯერმე ახალმა მეკარემ, "ჩელსიდან" მიყვანილმა პეტრ ჩეხმაც გადაარჩინა, ვეტერანი ყოფილ კლუბს პირველად დაუპირისპირდა და წარმატებულადაც.

"მეთოფეებს" ალექსის სანჩესი რომ არ ეყოლებოდათ, წინასწარ იყო ცნობილი, მაგრამ ვენგერი ოლივიე ჟირუს სათადარიგოთა სკამზე რომ დატოვებდა, ამას ალბათ, ბევრი ვერ ივარაუდებდა. ვთქვათ იმაზეც, რომ ჯეკ უილშირმა მიიღო ტრავმა.

თავდამსხმელად ფრანგმა მწვრთნელმა თეო უოლკოტი დააყენა, რომელსაც ოქსლეიდ-ჩემბერლენი და მესუთ იოზილი ეხმარებოდნენ. "არსენალი" ფრთხილობდა და თითქოს, ბურთი უფრო მეტოქეს ეჭირა და ინიციატივაც "ჩელსისი" გახლდათ, მაგრამ ზუსტი დარტყმა "არსენალს" მეტი ჰქონდა და არც სახიფათო მომენტი შეუქმნია ნაკლები.

"ჩელსის" დანაკლისს რაც შეეხება, არ იყო დიეგო კოშტა, რომელმაც მომჯობინება ვერ მოასწრო. ლოიკ რემი ძირითადში მოხვდა, ხოლო რადამელ ფალკაო შეცვლაზე შევიდა.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. იგი ძალიან აქტიური და მწვავე იყო, ბევრს მოძრაობდა და იმ 77 წუთის განმავლობაში, რაც მინდორზე გაატარა, სერიოზული სარგებელი მოუტანა "არსენალს".

"მართლაც განსაკუთრებულად სასიამოვნოა ითამაშო "უემბლიზე" და მოიგო. ბოლო პერიოდში ეს კარგად გამოგვდის და გვსურდა სერია გაგვეგრძელებინა. ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ. პირადად მახარებს ის ფაქტიც, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე. არ მახსენდება შემთხვევა, რომ "უემბლიზე" წამეგოს. იმედია, ასე გაგრძელდება. ჩვენთვის დიდი და მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომლის მოგებაც ძალიან გვინდოდა, ჩვენი მწვრთნელისთვის და ჩვენი ფანებისთვის. ამ სეზონში უფრო მეტი გოლის გატანა მინდა, მიზნად ამას ვისახავ. მიხარია, რომ კარგად დავიწყე" - თქვა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა.

არსენ ვენგერი: "მინდვრის საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ გახლდათ და ფიზმომზადების კუთხით გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. თავს სოლიდურად ვიცავდით, წინასასეზონო პერიოდი მშვენივრად ჩავატარეთ. სასიხარულოა ისიც, რომ ამჟამად სერიოზული ტრავმები გუნდს არ აწუხებს, ჯეკ უილშირის გამოკლებით, რომელიც ახლახან დავკარგეთ".

"ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. ინიციატივა "ჩელსის" ჰქონდა, ბურთს და მატჩს ვაკონტროლებდით. "არსენალი" თავს 10 კაცით იცავდა. მეტოქე მთელი გუნდით საკუთარ კართან გახლდათ განლაგებული და ორგანიზებულად გამოიყურებოდა, რასაც ვულოცავ. "არსენალს" ერთი-ორი მომენტი ჰქონდა, კონტრშეტევაზე. მეტოქემ ასეთი ტაქტიკა არჩია და ხელი იმან შეუწყო, რომ არაფრისგან უცებ მოახერხა დაწინაურება. მომავალი სეზონი პრემიერლიგაში ძალიან რთული და დაძაბული იქნება, რადგან კონკურენტები უფრო მოძლიერდნენ, მათ დიდი თანხები დახარჯეს. ჩვენ იგივე შემადგენლობა გვყავს და საინტერესო ბრძოლა გველოდება" - აღნიშნა მოურინიომ.

პორტუგალიელი იმასაც ამბობს, მოსამზადებელ პერიოდში მატჩის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო და პრინციპში, მართალია, ამ პერიოდში მწვრთნელები სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებენ და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებასა და ფეხბურთელების გახურება-ტონუსში მოყვანაზე ფიქრობენ.

თუმცა "ჩელსის" თამაშში მაინც არ იყო რაღაც ისე. დასკვნების კეთება ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტია, "განსაკუთრებული" სეზონს წაგებით იწყებს, წაგება კი მას ძალიან არ უყვარს. "ჩელსიმ" 4 სატესტო მატჩი ჩაატარა და ძირითად დროში ვერც ერთი ვერ მოიგო, ბურთების სხვაობა კი -3 გამოუვიდა. "არსენალმა" კი 5 ამხანაგური გამართა და 5-ივე მოიგო, ბურთების სხვაობა - +14. თითქოს, მოურინიოც თავს იზღვევდა, ცოტა ხნის წინ თქვა, ჯერ საკმარისი დრო არ გასულა იმისთვის, რომ კარგად მოვმზადებულიყავით, ამიტომ "უემბლიზე" გასამართი შეხვედრაც მოსამზადებელი გამოდის, მაგრამ ტიტულის ბედი წყდება და სხვაგვარი განწყობით ვითამაშებთო.

ვენგერსა და მოურინიოს შორის დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობაა და ბოლო პერიოდში მოურინიო ცდილობდა, ვენგერი სიტყვების ომში ჩაეთრია, რაც ნაწილობრივ გამოუვიდა. მათ იქამდელ კონფლიქტებსა და ერთმანეთზე გაკეთებულ კომენტარებს ახლა სათითაოდ ნუ გავიხსენებთ, სამაგიეროდ, ახალი რაც მოხდა, იმაზე ვისაუბროთ:

მატჩის შემდეგ ჟოზემ და არსენმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. ვენგერი უმალვე საზეიმოდ წავიდა, ხოლო შემდგომ მოურინიო ნაზეიმარ "მეთოფეებს" სპეციალურად ელოდებოდა და სათითაოდ ულოცავდა მათ, ზოგს უბრალოდ ხელს ართმევდა, ზოგს ეხვეოდა (მაგალითად, ყოფილ შეგირდ ჩეხს). ზოგი კმაყოფილი და პატივისცემით პასუხობდა, ზოგიც ზრდილობის გულისთვის. აი, ვენგერი კი მოუმ არ შეიმჩნია და არც მუსიე არსენმა ჟოზე, მათ ერთმანეთს ჩაუარეს.

"არსენალმა" წინა სეზონის ბოლო პერიოდი ბრწყინვალედ ჩაატარა, ბოლო 27 მატჩიდან 20-ში იმარჯვა, მოგების პროცენტული მაჩვენებელი 74% ჰქონდა, "ჩელსის" 58%-თან შედარებით. "მეთოფეებისთვის" ახალი სეზონის სტარტი ომახიანი და იმედისმომცემია. "მეთოფეებს" 11-წლიანი პაუზის მერე პრემიერლიგის მოგება უნდათ და ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან ეს პრინციპული გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი წარმატება და გვარიანი სტიმულის მიმცემია, განსაკუთრებით, პირადად ვენგერისთვის.

სტატისტიკა

* "არსენალს" რეკონსტრუქცია ჩატარებულ, ანუ "ახალ უემბლიზე" 8 ჩატარებული მატჩიდან, რვავეში მინიმუმ, ერთი გოლი აქვს გატანილი.

* ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა "არსენალის" მაისურით მე-13 გოლი გაიტანა, ეს გახლდათ პირველი ბურთი, რომელიც მან "ემირატებს" მიღმა გაიტანა.

* თეო უოლკოტმა მეტოქის ნახევარზე მხოლოდ 3 პასი გააკეთა და აქედან ერთი საგოლე გადაცემა იყო.

* ოლივიე ჟირუმ "არსენალის" მხრიდან ყველაზე მეტჯერ (3-ჯერ) დაარტყა მეტოქის კარში, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა მინდორზე.

* ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც "ჩელსიმ" ინგლისის სუპერთასი მოიგო, შემდეგ ჩემპიონიც გახდა.

* ეს იყო პირველი შემთხვევა 14 ცდიდან, როდესაც "ლურჯებმა" "ახალ უემბლიზე" გოლი ვერ გაიტანეს.

არსენალი-ჩელსი 1:0

გოლი: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (24)

არსენალი (4-3-3): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი, კასორლა, რემზი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (77. არტეტა), იოზილი (82. გიბსი), უოლკოტი (66. ჟირუ)

ჩელსი (4-3-3): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი (82. მოზესი), ასპილიკუეტა (69. ზუმა) - რამირესი (54. ოსკარი), მატიჩი - ვილიანი, აზარი, ფაბრეგასი - რემი (46. ფალკაო)

გაფრთხილება: კოკლენი – ასპილიკუეტა

მაყურებელი: 85 437

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
რადამელ ფალკაოს მამა ჩოგბურთის თამაშისას გარდაიცვალა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ვენგერს გიბსი ჩემბერლენზე მეტად დაენანა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა
ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ფალკაო ევროპის კონტინენტს ტოვებს - ვეტერან კოლუმბიელს მექსიკაში უხმობენ
რადამელ ფალკაოს ქანდაკება რონალდოსა და ბეილისაზე უარესია
ტრანსფერ-online: 30 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"ჩელსი" კიდევ ხუთ ფეხბურთელს იყიდის
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ფალკაოს უნდა კარიერა ბექჰემის გუნდში დაასრულოს
"ლივერპულმა" ჩემბერლენის ტრანსფერი დაადასტურა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ოქსლეიდ-ჩემბერლენი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს