ტრადიციულ ტურნირში უმაღლესი და ქვედა ლიგების ათი გუნდი მიიღებს მონაწილეობას

აფხაზეთში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნის, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი წევრის, ზაზა ბენდელიანის სახელობის დასკვნითი ტურნირი დღეს დაიწყება. გათამაშება ცხინვალის "სპარტაკისა" და მარტვილის "მერანის" მატჩით გაიხსნება, რომელიც ურეკში "სპორტკომპლექს "კოლხიდას" ბაზაზე 15 საათზე დაიწყება.

"ბენდელას თასის" ორგანიზატორები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" არიან. გათამაშებას მხარში უდგას ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული დავით კირკიტაძე, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და ეს გათამაშებაც აქვს მოგებული.

ტრადიციული ტურნირი ამჯერად მეოცედ ტარდება და მასში უმაღლესი და ქვედა ლიგების ათი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის გეოგრაფია გაფართოვდა და თბილისის გარდა, რუსთავს, ზესტაფონს და ურეკს მოიცავს. დედაქალაქში მატჩები "ნორჩი დინამოს" სპორტკომპლექს "შატილში" (ყოფილი "სიხარული" თემქაზე) და 35-ე საფეხბურთო სკოლაში ჩატარდება. ტურნირის ჩატარებიდან შემოსული თანხა ვეტერან ფეხბურთელებს და სხვა საქველმოქმდო საქმიანობას მოხმარდებათ.

გუშინ გათამაშების წილისყრა ჩატარდა და ათი გუნდი ორ ჯგუფში განაწილდა:

A ჯგუფი: მარტვილის "მერანი", ხაშურის "ივერია", ცხინვალის "სპარტაკი", თსუ, "ზესტაფონი".

B ჯგუფი: "გაგრა", "ვიტ ჯორჯია", "ზოოვეტი", რუსთავის "იმედი", თბილისის "დინამო".

ჯგუფიდან ორი გამარჯვებული გადის ნახევარფინალში. ნახევარფინალური მატჩები 4 თებერვალს ჩატარდება, ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის კი 6 თებერვალს გაიმართება.

აღსანიშნავია ის, რომ ტურნირის რეგლამენტში არაერთი სიახლეა. მოგება, ჩვეულებრივ 3 ქულაა, მაგრამ თუ გუნდი 3 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგებს, მას 4 ქულა დაეწერება. ჯგუფურ ეტაპზე არც ერთი თამაში ფრედ არ დამთავრდება, გამარჯვებულს პირდაპირ პენალტების სერია გამოავლენს, რომელში გამარჯვებულს 2 ქულა დაეწერება და ა. შ.

"ბენდელას თასზე" "ზესტაფონი", "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" სარეზერვო გუნდებს გამოიყვანენ.

"საიუბილეო, მეოცე ტურნირია და გვინდა, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდეს. ვინაიდან ქართული გუნდები სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადებიან. კლუბების უმეტესობას კი უჭირს და გადავწყვიტეთ, მათ ტერიტორიული პრინციპით ეასპარეზათ. სპარინგმატჩები ყველას უნდა და "ბენდელას თასზე" მონაწილეობა გუნდებისთვისაც სასურველია. ტურნირი საინტერესო იქნება და იმედი გვაქვს მატჩებს გულშემატკივარი არ მოაკლდება", - გვითხრა შეჯიბრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა