"ცხინვალმა" გოგიტა გოგუას კარი გაუღო, მაგრამ...
"ცხინვალი" მომავალი ეროვნული ჩემპიონატისთვის სამზადისს აგრძელებს.

რა და როგორ იყო რუმინულ "ბოტოშანთან" საევროპალიგო მატჩებში, ყველამ კარგად ვიცით. წაგება, თქმა არ უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება...

გვესაუბრება "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა:

- როგორ ემზადებით მომავალი სეზონისთვის?

- მოგეხსენებათ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ წავედით უცხოურ შეკრებაზე. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებისთვის "ცხინვალი" თბილისის ზღვაზე ემზადება. ვითამაშეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა...

- რა ცვლილებებია გუნდში?

- როგორც იცით, წავიდა კილასონია. მან გადაწყვიტა, "სიონში" გაეგრძელებინა კარიერა. დანარჩენი ფეხბურთელები, რომლებიც "ბოტოშანთან" ვათამაშეთ, ისევ გუნდში არიან და ემზადებიან. რამდენიმე მოთამაშესთან მიდის მოლაპარაკება და, მოდით, ამის თაობაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა მათი საკითხი გადაწყდება.

- ვიცით, "ცხინვალთან" ერთად ვარჯიშობს გოგიტა გოგუაც. არის შანსი, რომ საქართველოს ნაკრების წევრი დაიმატოთ?

- ჩვენი გუნდი ყოველთვის შეუწყობს ხელს იმ მოთამაშეებს, რომლებიც ეროვნული ნაკრების გუნდის კანდიდატები არიან და რაღაც ეტაპზე სჭირდებათ სათამაშო პრაქტიკა. აქვე ვიტყვი, რომ გოგუასთვის "ცხინვალის" კარი ღიაა, თუმცა, რამდენადაც ვიცი, მას უნდა, რომ უკეთეს ჩემპიონატში, უფრო ძლიერ გუნდში ითამაშოს. გოგიტას მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები და მისი ეს მისწრაფება ჩემთვის გასაგებია.

- წეღან ფინანსური მდგომარეობა ახსენეთ და ამაზეც გკითხავთ - როგორი იქნება "ცხინვალის" დაფინანსება მომავალ სეზონში?

- რეალურად, ჩვენ ისე ვითამაშეთ ევროპალიგაზე, შეკრებაც კი არ გაგვივლია. იქ სულ სხვა მოთხოვნებია... 6 მილიონი დახარჯა "ბოტოშანმა" ტრანსფერებზე ერთ თვეში და რთულია, მას ასიათასიანი გუნდით მოუგო. არადა, გულშემატკივარს ეს არ აინტერესებს. ის მართალია - მოდის სტადიონზე და უნდა იხილოს თავისი გუნდის კარგი თამაში, გამარჯვება...

საერთოდ, ქომაგი ყოველთვის მართალია. აგერ, ჯერ სეზონი არ დაწყებულა და უკვე რამდენიმე ჩვენს ფეხბურთელს უნდა გუნდიდან წასვლა. როგორ უნდა შევაკავოთ ისინი ასეთი მწირი დაფინანსების პირობებში?

კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს და აქვე ვიტყვით - რომ არა მათი თანადგომა, სავარჯიშო ადგილების მონახვაც კი გაჭირდებოდა. მომავალ სეზონში ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება, იქნება ის კონტინგენტი, რომელიც ფეხბურთის სათამაშოდაა მოწადინებული.

- ამბობენ, რომ შესაძლოა, "ცხინვალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კაჭარავამაც დატოვოს გუნდი...

- საერთოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელების უმრავლესობას წასვლა უნდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის მწარე რეალობა. რაც შეეხება კონკრეტულად ნიკას, მართლაც არის ვარიანტები, მაგრამ მოდით, ჯერ ნუ ვიჩქარებთ... როცა რეალური იქნება კონტრაქტის გაფორმება, ყველაფერს მაშინ გაიგებთ.

- შევიტყვეთ, რომ ლაპარაკია რუსულ ინტერესზე...

- არ დაგიმალავთ, "როსტოვის" მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს ძალიან მოსწონს ნიკას თამაში და შეკრებაზეც ჰყავდა წაყვანილი, მაგრამ... ვნახოთ... "როსტოვი" ერთადერთი ვარიანტი არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

555
ეს ვითომ მწვრთნელი, როგორ აპიარებს თავის უნიჭო შვილს, თურმე ტაციაობა ყოფილა "ფეხბურთელზე", რომელიც ფეხბურთის გაგებაში არ არის ნიჭის ნატამალიც არ აქვს, თუ დაეცა ბურთი თავზე..........
vasia
კონსტანტინე-ს. კი, მარტალი ხარ, მაგრამ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი რეგიონი, ხაბაროვსკი კრაი გამოგრჩა. დადიდ ხმები, რომ ჩვენი ფუტბალისტები მალე კამცატკის კრაისაც აითვისებენ. მოკლედ მსოფლიო ტერიტორიის მექვსედი ათვისებული გვაქვს. ეტო ოჩენ ხარაშო, პრავდა!!
gozig
ამხანაგო gizog, ლაგოდეხის ნაკრების ბაზა "ძალიან კარგ მდგომარეობაშია", ისევე როგორც სხვა საკითხები (მაგ. კრიმინალი). ნაკრები არა გვყავს თორემ, ბაზების მეტი რაა!!!
კონსტანტინე
კაროჩე, რასტოვი,კრასნადარსკი კრაი,მახაჩკალა,ხარკოვი,ზაპოროჟიე,ბაქო,გროზნო,სასწაული საფეხბურთო გეოგრაფია გვაქვს
gizog
იქნებ ფედერაციიდან გვითხრას ვინმემ, რა მდგომარეობაშია ნაკრების ლაგოდეხის ბაზა. დიდი პიარი ჰქონდა, ინვესტიციები ჩაიდო. როგორც აცხადებდნენ და იქ შეკრება გავლილი არც ერთი გუნდი არ მახსენდება. გთხოვთ გამოგვეხმაუროთ ბატონებო.
გიო
წარმატებები ნიკა
Iberia
შვილის პოპულარიზაცია?!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა