"ჩამოვიტანთ შეფუთულ, მსუბუქ მასალას და სტადიონს ისე ავაწყობთ, როგორც ბავშვები - "კონსტრუქტორს"
ფოტოზე: "ზვოლეს" სტადიონი

მოგეხენებათ, იაფი და ხარისხიანი ერთად ლამის შეუთავსებელი ცნებებია. მაგრამ ათასში ერთხელ გამონაკლისებიც არსებობს და დღეს ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით...

დიდი დროც არაა გასული, "ლელო" სტადიონების მშენებარე კომპანიაზე რომ წერდა. ლანჩხუთის "გურია" არენის რეკონსტრუქციის დასრულებას ბელგიური კომპანიის "ევროპიან ქონექშენის" დახმარებით წარმოუდგენლად დაბალ ფასად გეგმავდა.

მართალია, მაშინ საამისო ფული ვერ მოიძებნა და "ევგრაფი შევარდნაძეს" რეკონსტრუქცია ჯერაც გეგმაშია, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ევროპული კომპანია არენის რეაბილიტაციასა და აშენებას ქართველებს დაბალ ფასში სთავაზობდა, თანაც ისე, რომ უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.

"ევროპიან ქონექშენის" სამი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი ქართველია - ნიკოლოზ გაბრიჭიძე, რომელიც ამბობდა, რომ კომპანია "ევროპიან ქონექშენ" დაკავებულია დიზაინით, მშენებლობითა და ვებარქიტექტურით. ბელგიაში კი იმიტომ დაფუძნდნენ, რომ ევროკავშირის ცენტრია და სამშენებლო კომპანიებისთვის ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაა.

მათ რამდენიმე სტადიონი ააშენეს, ძირითადად - ჰოლანდიისა და ბელგიის პირველი ლიგის გუნდებისთვის.

ევროპაში დაფუძნებული გაბრიჭიძე საქართველოში ამ თემით იმიტომ დაინტერესდა, რომ ჩვენთან ახლა მწვავედ დგას ინფრასტრუქტურის პრობლემა და მიაჩნია, რომ მისი კომპანიის შემოთავაზება ზედგამოჭრილი იქნებოდა ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფოს, ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნიათ.

მოკლედ შეგახსენებთ, რომ სტადიონის ძალიან იაფად აშენება რეალურია და ამის კონკრეტული მაგალითებიც არის: მაგალითად, გაბრიჭიძის თქმით, მოედნის საფარის გარეშე 5-ათასიან სტადიონს 500-600 ათას ევროზე მეტი არ დასჭირდებოდა, 3-ათასიან ტრიბუნას - 300 ათასი. მაგრამ 5-ათასიანი სტადიონის აშენება ფუჭი საქმე იქნებოდა, რადგან უეფას სტანდარტით, ლიცენზირებული სტადიონის ტრიბუნების მინიმალური ტევადობა 8 ათასია.

"700-750 ათას ევროდ შესაძლებელია 7-8-ათასიანი ლიცენზირებული, სტანდარტული სტადიონის აშენება, სადაც ტრიბუნების 10 პროცენტი გადაიხურება და უეფას მატჩების გამართვა ჩვეულებრივი მოვლენა იქნება.

მესმის, ისეთ ფასს ვასახელებ, კითხვა იბადება ხარისხზე - მაგრამ ამ ტექნოლოგიით აშენებული არენები უეფას სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, კონსტრუქციები გამძლეცაა და უსაფრთხოც.

ჩვენი სამშენებლო მასალის ძირითადი მომმარაგებელია კომპანია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ იაფფასიან მასალებს გვაწვდის. ჩვენი პროექტის დაბალი ფასი გამოწვეულია არა დაბალი ხარისხის მასალებით, არამედ, კონსტრუქციის სიმარტივით და ეკონომიური მასალის გამოყენებით.

არ არის საჭირო "რასტვორის" გაზავება, ბეტონის ადგილზე მიტანა და სხვა ტრადიციული სამშენებლო სამუშაოები. ჩამოვიტანთ შეფუთულ, მსუბუქ მასალას და სტადიონს ისე ავაწყობთ, როგორც ბავშვები - "კონსტრუქტორს".

შეკვეთას თუ მივიღებთ, კონტრაქტში ჩავწერთ გარანტიას, რომ ჩვენი აშენებული სტადიონი უეფასგან ლიცენზიას მიიღებს და ევროტურნირების მატჩებს უმასპინძლებს", - ეს გაბრიჭიძის სიტყვებია.

ახლა დეტალებზე: "ევრო ქონექშენ" უზრუნველყოფს, რომ სტადიონი აკმაყოფილებდეს უეფას ყველა სტანდარტს (კატეგორია 4).

დაახლოებით 750.000 ევროდ შესაძლებელია აშენდეს სტადიონი რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

* დასაჯდომი ადგილი 8000-10000 მაყურებელისთვის, შესაბამისი რაოდენობა VIP BOX-ით და 500 VIP-ადგილით;

* 2 სატელევიზიო სტუდია, ერთი - მოედანზე ხედით; 3 კომენტატორის ბოქსი, პრესცენტრი და მედია სივრცე 100 კვ.მ; 10% ტრიბუნებისა - გადახურული;

* გასახდელები ორი გუნდისთვის, შხაპით - თითოეული 25 კაცზე გათვლილი;

* მსაჯების ოთახი, შხაპით და ტუალეტით; მსაჯებისა და მოთამაშეების იზოლირებული, უსაფრთხო დერეფანი;

* მედპერსონალის ოთახი;

* დელეგატების ოთახი, სადაც ტელეკომუნიკაციების მიყვანა იქნება საჭირო;

* საწყობი სივრცე სხვადასხვა ინვენტარის შესანახად, ერთი საფეხბურთო კარების ჩათვლით;

* დოპინგ-კონტროლის ოთახი (20 კვ.მ), ახლოს გასახდელებთან, ტუალეტით და შხაპით;

* შემოღობილი პარკინგი გუნდებისა და დელეგატებისთვის, სადაც ორი ავტობუსი და რვა მანქანა დაეტევა; VIP-პარკინგი;

* ყველა ტრიბუნასთან კვების ობიექტები, ადგილზე მიყვანილი წყლითა და კანალიზაციით; ტუალეტების საკმარისი რაოდენობა სტადიონის მთელ პერიმეტრზე; პანდუსები და ტუალეტები ინვალიდებისთვის;

* იზოლირებული სექტორი სტუმარი გუნდების გულშემატკივრებისთვის (საერთო ტევადობის 5%) და ასე შემდეგ.

რეკონსტრუქციისას შესაძლებელია არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება, რაც ფასების დაკლებას იწვევს.

ამ ტექნოლოგით ბევრი ცნობილი სტადიონი აშენდა - "დენ ჰააგის", "ზვოლეს", "გრონინგენის" "ევრობორგი", როტერდამის "სპარტას", "როდას", "როზენდაალის", "ბრედას", აგრეთვე, ჰოლანდიისა და ბელგიის დაბალი ლიგების გუნდებისთვის.

ანუ განვითარებულ ქვეყნებშიც მას სანდო ტექნოლოგიად თვლიან. ამას გარდა, იაფია და, ერთი შეხედვით, საქართველოში ამ კომპანიას დიდი შეკვეთები უნდა მიეღო.

წესით, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას თუ დაამტკიცებენ, მასშტაბური პროექტების ნუსხაში პრიორიტეტი სტადიონების რეაბილიტაცია იქნება. ცხადია, ევროდონეზე სტადიონის 750 ათას ევროდ აშენება მიმზიდველი წინადადებაა.

ვფიქრობთ, სახელმწიფო სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებით უნდა დაინტერესდეს, რადგან ფეხბურთის მომავალი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ეკონომიკურ და ეფექტურ ხარჯვაზეც იქნება დამოკიდებული. "ევრო ქონექშენმა" თანამშრომლობა რამდენიმე კლუბსა და მუნიციპალიტეტს შესთავაზეს კიდეც. მაგრამ დღემდე ერთი სტადიონიც ვერ ააშენეს.

თუ რატომ, ეს გაბრიჭიძისთვის გამოცანად რჩება:

"ქართული მედიიდან ვიგებ, რომ საქართველოში სტადიონების ნაწილობრივ მოწესრიგებაში 1-2 მილიონს ხარჯავენ, და ეს მაშინ, როცა სრული რეკონსტრუქციაა შესაძლებელი.

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. ამიტომ ვამბობ, ერთი სტადიონის აშენების საშუალება მოგვცენ და მერე შეგვაფასონ. იქნებ, ქვეყანამ ამით მართლაც დიდი ეკონომია მიიღოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

leqso
ვის რათ უნდა იაფი? ძვირი არ ჯობია?! რამდეჯერაც მეტია თანხა საჭირო მინიმალურზე, იმდენჯერ მეტის ჩადებაა შესაძლებელი, (რათქმა უნდა ჯიბეში)!
Bacho
წინასწარ გააცხადეს თანხა თუ რამდენი ჯდება ეგ სტადიონები და აბა რად უნდა რეზო არველაძეს ეგეთი საქმე თუ ხალტურა არ გააკეთა? დ შ
მავანი გულშემატკივარი
ავტორ, შენც რა გულუბრყვილოდ იძახი, აბა ისეთი .... როგორებიც არიან არველაძეები და დომენტა შენი აზრით მხოლოდ ხელფასის გულისთვის არიან ფედერაციაში? მოიძიეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც საუბარია სტადიონების რეკონსტრუქციისას ზედმეტად გადახდილ თანხებზე, ასევე მოიძიეთ ინფორმაცია დომენტას მიერ ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ბიუჯეტში სასწარაფოდ შეტანილ თანხებზე და ბევრ რამეს მიხვდებით უფრო, ასევე მოიძიეთ ინფორმაცია იმ კომპანიების მფლობელების შესახებ ვინც საქართველოში სტადიონების რეკონსტრუქციას ეწევა.
sss 21
გურიის სტადიონზე მისვლა მიხაროდა ისე სასიამოვნო იყო ახლოს სათამაშო მოედანი, მოკლედ იმდროისათვის ერთ ერთი საუკეთესო იყო. ახალი კი მსოფლიოშიო ყველაზე N1 ბანძი სტადიონია.მთელი მსოფლიოს რკინაბეტონი შ..... იმას ვიც ასე მოიქცა.!!!!
dato
მერაბ ეგ არაა სწორი ინფორმაცია.ეგ პროექტი რომ განახორციელო ზემოდან უნდა დახარჯო მინიმუმ ერთი მაგდენი. განატება 1 პროჟექტორი ღირს 1200 ევრო როცა მინიმუმ 100 ცალი გჭირდება და საერთოდ ელექტროსისტემა რომ მოაწყო ნორმალიურად თავისი სუსტი დენებით ეგ დაჯდება ნახევარი მილიონი.მაგას დაამატე ის მინდორი,წყალი კანალიზაცია და ა.შ.რა მანდ არაა გათვალისწინებული. მანქანას რომ აკეტებ ზარა გააკეთო და მოტორი არ გაუკეთო იგეთი პონტია დაახლოებიტ
tornike
ფულის მოტეხვის პონტი არაა და აბა ისე როგორ.. აპ აპ აპ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა