ასათიანი საქართველოში ცხოვრებით ტკბება
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა ინტერვიუ rsport.ru-ს მისცა. ინტერვიუ დიდია, იქიდან მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის საინტერესო მომენტები ამოვიღეთ.

- რას საქმიანობთ ახლა?

- ვისვენებ.

- კი მაგრამ, ამდენი ხანი?

- ჩათვალეთ, რომ 2010 წლიდან ვისვენებ, რაც კარიერა დავასრულე. არაფრით ვარ დაკავებული, ვცხოვრობ ჩემთვის საქართველოში, დავდივარ ზღვაზე და სურამში.

- ფეხბურთთან რა გაკავშირებთ?

- ფეხბურთთან? არაფერი, ხომ გითხარით, ვისვენებ.

- ნუთუ ასეთი რთული იყო თქვენთვის ფეხბურთში ყოფნა, რომ ტრანსლაციებსაც არ უყურებთ?

- რთული იყო. "ლოკომოტივსა" და კიევის "დინამოში" თამაში მუდმივად ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაა, ბრძოლა ევროთასებისთვის, ყოველი მარცხი ძალიან მწარე გაკვეთილია. ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ კარიერის განმავლობაში მას სულ დაძაბული ვყავდი. ახლა ხანდახან მოყვარულებთან ერთად ბურთს ვაგორებ, მაგრამ ეს კარგია, ეს განტვირთვის მიზნით - აი, სერიოზულ ფეხბურთზე კი ლაპარაკიც კი არ მსურს.

- გული არ გწყდებათ, რომ ადრე დაანებეთ ფეხბურთს თავი?

- მე მაშინ წავედი, როცა ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. იმედი მქონდა, რომ კიევის "დინამოს" შემდეგ კიდევ ვიპოვიდი საჩემო ვარიანტს. გუნდებს იოლად ვერ ვიცვლიდი და გარემოს გამოცვლა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. მერე კი დრო უცბად გავიდა. აი, ასე აღმოვჩნდი ფეხბურთის გარეშე.

- არ გაქვთ იმის შეგრძნება, რომ კარიერაში ბოლო სიტყვა არ გითქვამთ?

- და იქნებ არც მითქვამს? შეიძლება მწვრთნელის როლში, მაგრამ კონკრეტულს ვერ ვიტყვი ვერაფერს. გეგმებიც არა მაქვს. ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული, ახლა კი, უბრალოდ, საქართველოში ცხოვრებით ვტკბები.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ ასათიანი ახლა 34 წლისაა. მან 29 წლის ასაკში დაანება ფეხბურთს თავი, კარიერა კი მხოლოდ სამ კლუბში გაატარა: ქუთაისის "ტორპედოში", მოსკოვის "ლოკომოტივსა" და კიევის "დინამოში".

Gela
დროზე უნდა დალაგდეს საქართველო და შემდეგ, აუცილებლად დაუბრუნდეს ფეხბურთს!
shoniagela@gmail.com
დროზე უნდა დალაგდეს საქართველო და შემდეგ, აუცილებლად დაუბრუნდეს ფეხბურთს!
giorgi
ნამდვილად გული მწყდება. ამ ბიჭს არ გაუმართლა რასაც ქვია, არადა ძალიან დიდი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. არაუშავს, ალბათ იტყვის თავის სიტყვას, გააკეთებს და თავს იპოვის სხვა ამპლუაში. ალალად ვუსურვებ ყოველგვარ სიკეთეს...
beqa
ვისვენებ ხაშურშიო :D :D
sake
კიდევ ერთი უდიდესი ნიჭისა და "ქართული" ხასიათის ნაზავი.
qwrwer
მაგარი კაცი!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში
სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან