ჩიპოლინოსი არ იყოს, ჩვენ ჯერ კანფეტის კი არა, მხოლოდ მისი ქაღალდის დაგემოვნების უფლება გვაქვს
ფოტოზე: "დილამ" 300 ათასი ევრო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ მონაწილეობაში მიიღო

წლევანდელი ევროსეზონი ქართული კლუბებისთვის, დამოუკიდებლობის პერიოდიდან, ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გასახსენებელი იქნება. ჩვენი ოთხივე წარმომადგენელი ტურნირებს პირველივე ცდიდან გამოეთიშა.

ვფიქრობთ, მკითხველს დააინტერესებს, წლევანდელი გათამაშებიდან რომელმა კლუბმა რა შემოსავალი მიიღო. არ არის ლამაზი სხვის ჯიბეში ფულის თვლა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართული კლუბები ევროპაში ქვეყანას წარმოადგენენ...

ტრადიციულად, უეფამ წლეულსაც ევროტურნირებზე კვოტა 4 ქართულ კლუბზე გამოყო. საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩემპიონი სერბეთის საუკეთესო გუნდმა, ბელგრადის "პარტიზანმა" ორი შეხვედრის ჯამში დაამარცხა, სახელმწიფო კლუბის ფონზე გორელთა ბიუჯეტი გვარიანად შეივსო.

მოდი დავთვალოთ - ჩემპიონობისთვის "დილას" ფეხბურთის ფედერაციიდან 250 ათასი ლარი (ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულებისთვის 600-ათასლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო) დაერიცხა. გარდა ამისა, ოქროს მედლის მოპოვება გორულ კლუბს უეფამაც დაუფასა - ესეც შენი 250 ათასი ევრო.

პლუს ამას, 300 ათასი ევრო "დილამ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ მონაწილეობაში მიიღო.

უცნობია, რა თანხა დაერიცხებათ გორელებს "პარტიზანთან" საშინაო მატჩის სატელევიზიო უფლებისა და ბილეთების გაყიდვით. ამიტომ, რაც ვიცით, ის დავთვალოთ - 550 ათასი ევრო (ბოლო კურსით, დაახლოებით, 1.369 მილიონი ლარი) და 250 ათასი ლარი დაახლოებით 1.619 მილიონი ლარია.

კლუბისთვის, რომლის ბიუჯეტიც 2 მილიონი ლარია, დაგვეთანხმებით, ეს სოლიდური შემოსავალია.

რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონს მეტის მიღებაც შეეძლო, "პარტიზანი" რომ დაემარცხებინა - III საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრისთვის გორის "დილა" კიდევ 400 ათასი ევროთი გამდიდრდებოდა. დანარჩენზე ლაპარაკიც კი სინანულს იწვევს - უკვე III ეტაპის მომგები და ლიგის პლეი-ოფში გასული კლუბი კიდევ 3 მილიონს მიუკაკუნებდა, ჯგუფურ სტადიაზე მოხვედრით კი ქართული კლუბისთვის ასტრონომიულ თანხას - 14 მილიონს.

...ცოტა წავიოცნებეთ. ჩიპოლინოსი არ იყოს, ჩვენ ჯერ კანფეტის კი არა, მხოლოდ მისი ქაღალდის დაგემოვნების უფლება გვაქვს.

ახლა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ნათამაშებ კლუბებზეც (თბილისის "დინამო", "ცხინვალი", ბათუმის "დინამო") ვთქვათ. ყველა მათგანმა მხოლოდ მონაწილეობაში 200-200 ათასი ევრო მიიღო (დაახლოებით, 450 ათასი ლარი). აქვე ვიტყვით, რომ ამ სამეულის სატელევიზიო შემოსავლებიც უცნობია.

კვიპროსულ "ომონიასთან" შეხვედრის გარდა, ბათუმის "დინამომ" სფფ-ს საპრიზო ფონდიდან 150 ათასი ლარი ვიცე-ჩემპიონობისთვის მიიღო. ანუ ზღვისპირელთა ბიუჯეტი (სატელევიზიო უფლებისა და ბილეთების გაყიდვისგან მიღებული შემოსავლების გამოკლებით) 600 ათასი ლარით შეივსო.

აზერბაიჯანულ "გაბალასთან" დამარცხებულმა თბილისის "დინამომ" უმაღლეს ლიგაში დაკავებული მესამე ადგილისთვის 100 ათასი მოიპოვა, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის აღებისთვის კიდევ - 100 ათასი ლარი. ანუ "დინამო" 650 ათას ლარს მიიღებს.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისური კლუბი სატელევიზიო რეიტინგში ყველა დანარჩენ ქართულ კლუბს უსწრებს, მისი სატელევიზიო ტარიფები სხვებისას საგრძნობლად აღემატება, თუმცა, უცნობია, აზერბაიჯანში მატჩის ტრანსლირებითა და ბილეთების რეალიზებით "დინამომ" რა ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ევროსეზონიდან ყველაზე ნაკლები მოგება "ბოტოშანთან" წაგებულ "ცხინვალს" შერჩა. კლუბს მხოლოდ 200 ათასი ევრო დაერიცხება, თუ არ გავითვალისწინებთ თბილისური მატჩის რუმინეთში ტრანსლირებისთვის მიღებულ ტელეშემოსავალს. მას ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული 600-ათასლარიანი საპრიზო ფონდიდან თეთრიც არ შეხვდა - ვერც სამეულში მოხვდა და ვერც თასს დაეუფლა.

არადა, ევროპალიგის მონაწილეებსაც მეტი შემოსავლის მიღება შეეძლოთ, რადგან წლეულს უეფამ სამონაწილეო პრემიალურები ამ ტურნირშიც გაზარდა - მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე 210 ათასს მიიღებს, მესამეში გასული - 220 ათასს, ხოლო პლეი-ოფში მოხვედრილი - 230 ათასს. ეს ჯამში 860 ათასი ევროა. ჯგუფურ ეტაპზე გასვლით კი ბიუჯეტი 3.26 მილიონი ევროთი ივსება.

როგორც ზემოთ ვთქვით, ჩვენთვის იქამდე ჯერ კიდევ შორია. სიტყვა "გამდიდრდაც" პირობითია, რადგან ის, რაც ჩვენ დღეს დავთვალეთ, ევროპული კლუბებისთვის მზესუმზირის ფულია.

მოკლედ, კიდევ ერთხელ შევხედოთ ამ ზაფხულის მონაგარს:

კლუბი თანხა (ლარ)

დილა 1,619 მლნ

დინამო თბ 0,650 მლნ

დინამო ბთ 0,600 მლნ

ცხინვალი 0,450 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერაბი
გულშემატკივრის საპასუხოდ. "დილას"ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია დაინტერესებულია კარგი გუნდის ჩამოყალიბებით,ამიტომ თანხის განკარგვა გამჭვირვალედ ხდება და ეგ ყველაფერი ფულის მითვისების თაობაზე მე ჭორიკანების მოგონილი მგონია.
Unknown
დინამომ შემდეგი ევროსეზონისთვის 2-3 კარგი ლეგიონერი უნდა დაიმატოს,თორემ ამ შემადგენლობით შორს ვერ გააგცევს
გულშემატკივარი
გორის "დილას" მიღებული შემოსავლიდან(1 619 000)ტუღუში,ხორგუაშვილი და ჯუღელი რამდენს აწაპნიან?არსებობს ეჭვები რომ ასე იქნება. ნეტა გუნდს რამდენს დაუტოვებენ საარსებოთ?
svani_7
ერთმა კლუბმაც რომ შეყოს თავი ჯგუფურ ეტაპზე მერე ყველაფერი აეწყობა იმ კლუბს და საერთოდ ძალიან წაადგება ''ქართულ ფეხბურთს'' )) ოღონდ გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე ევროპალიგის მაინც ნებისმიერი გუნდი და მეტი არაფერი მინდა ))
გუჯა კახაძე
ფიზმომზადების პრობლემა რომ არა ეს თანხა ბევრად მეტი იქნებოდა და აღარც სახელმწიფოს დახმარება დასჭირდებოდათ. მიხედეთ ფიზმომზადებას!
temo
Am pulid shesadzlebelia sakmaod kargi gundiS gaketeba tu moindomes da cesivrad imushaves
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა