როგორც იქნა - დი მარია პსჟ-შია
13:09 ხაზი გადაესვა წინა დღეს გამოცხადებულ ჭორებს ალექსანდრ ლაკაზეტის ინგლისში სავარაუდო გამგზავრების შესახებ. ფორვარდი სულ მალე მოაწერს ხელს "ლიონთან" ახალ კონტრაქტს. ლაკაზეტის ხელფასი წელიწადში 4.2 მილიონი იქნება.

13:23 "ლიონი" და "ტოტენჰემი" მოლაპარაკებებს აწარმოებენ კლინტონ ნ'ჟიეს თაობაზე. ინგლისელები 12 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ "ლიონს" 15 მილიონი დააკმაყოფილებს.

13:48 "იუვენტუსი" ასრულებს მადრიდის "ატლეტიკოდან" გილერმე სიკეირას ტრანსფერს. ლაპარაკია იჯარაზე. ასევე, "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ტურინელებს ისევ აინტერესებთ მარიო გიოტცე.

13:50 ალესიო რომანიოლი მხოლოდ ინგლისელებს არ აინტერესებთ. "მილანმა" ახალი წინადადება მოამზადა "რომასთვის" მცველის ტრანსფერზე.

13:52 რომაელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი - მატია დესტრო სულ მალე აღმოჩნდება "ბოლონიაში". ლაპარაკია იჯარაზე.

13:55 "ვესტ ჰემი" ეღირსა რაულ ხიმენესის ტრანსფერს. "ატლეტიკოს" ფორვარდი ლონდონში იჯარის წესით ითამაშებს.

14:03 შემდგარი ტრანსფერი: "ნიუკასლმა" გაიფორმა "ნორსჰემპტონის" 19 წლის ფორვარდი ივან ტონი. ამ ბიჭს პირველ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, შარშან კი 10 გოლი გაიტანა.

14:05 სერჟ გნაბრი იჯარით "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა. ფორვარდი "არსენალში" მცირე სათამაშო დროს იღებს და ასეთი გადაწყვეტილება მისთვის იდეალურია.

14:12 შემდგარი ტრანსფერი: იან მ'ვილა ოფიციალურად გახდა "სანდერლენდის" ფეხბურთელი. იჯარა - სეზონის ბოლომდე.

14:29 როგორც ჩანს, ადებაიორის ტრანსფერი "ასტონ ვილაში" ჩაიშალა.

14:34 "ევერტონი" უახლოეს საათებში გააფორმებს ჯეიმს მაკარტისთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს.

14:42 შემდგარი ტრანსფერი: ელჯერო ელია - "ვერდერიდან" "ფეიენოორდში". კონტრაქტი ორწლიანია.

14:45 "მანჩესტერ იუნაიტედმა" ისევ დაადასტურა ჰარი კეინისადმი ინტერესი. ვან გაალი და კომპანია "ტოტენჰემს" უტევს ამ გუნდებს შორის მატჩის წინ.

15:25 "მანჩესტერ სიტიმ" გოდინს დაუმიზნა. "ქალაქელები" მზად არიან "ატლეტიკოს" 40 მილიონი გადაუხადონ.

15:39 Tuttosport-ი იტყობინება, რომ კეისუკე ჰონდა, შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს სათამაშოდ, კერძოდ, "ტოტენჰემში" ან "ევერტონში". იაპონელს მიაჩნია, რომ "მილანის" მთავარ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩს ის არ სჭირდება.

16:02 "არსენალი" მსხვილ თამაშს ეწევა. Daily Star-ი წერს, რომ კლუბი ამზადებს 60-მილიონიან წინადადებას ბენზემასა და ჩერიშევის წყვილად შესაძენად.

16:07 შემდგარი ტრანსფერი: ჟაკ ზუამ "აიაჩოს" შემადგენლობა შეავსო. ადრე სენეგალელი "ბაზელში" გამოდიოდა, მაგრამ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბის გარეშე დარჩა. ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი ორწლიანია.

16:50 ფაბრისიო კოლოჩინი ერთი წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს "ნიუკასლთან".

17:06 შემდგარი ტრანსფერი: როგორც იქნა, დასრულდა ანხელ დი მარიას გიჟური ეპოპეა. "პარი სენ-ჟერმენმა" ოფიციალურად დაადასტურა არგენტინელის შეძენა. დასახელდა თანხაც - 44.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

17:18 "ასტონ ვილამ" აარონ ლენონის შეძენა ჩაიფიქრა. ბირმინგემელები 5 მილიონს უხდიან "ტოტენჰემს".

18:00 "რომა" მუშაობს" ადრიანოს ტრანსფერზე. რომაელები 4 მილიონ ევროს სთავაზობენ "ბარსელონას", რომელსაც 8 მილიონი უნდა.

19:08 დარენ ემბროუზმა "კრისტალ პალასი" პირველი ლიგის ბინადარი "კოლჩესტერით" შეცვალა.

19:48 ლუკაშ ფაბიანსკიმ 2019 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი "სუონსისთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ანხელ დი მარიამ ახსნა, რატომ სჯობია მისი აზრით ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
ნაკრებში ასრულებს, "ბენფიკაში" რჩება - დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები