იტალიის თასის მერვედფინალური პაექრობები მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს და ტრადიცია არც ოთხშაბათის შეხვედრებში დაირღვა

იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის პაექრობები მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს და ტრადიცია არც ოთხშაბათს გამართულ შეხვედრებში დაირღვა. რომის ოლიმპიურ სტადიონზე დედაქალაქური დერბი გაიმართა, გენუაში კი "სამპდორიამ" "უდინეზე" მიიღო. მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ერთ პაექრობაში ირკვევა და შესაბამისად, ორივე თამაში მეტად დაძაბული და დრამატული გამოდგა.

რომა-ლაციო 2:1

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - ნ. ბურდისო, მექსე, ჯუანი, რიისე - დე როსი, ბრიგი, გრეკო (46. მენეზი) - სიმპლისიო - ბორიელო, ადრიანო (46. ვუჩინიჩი).

ლაციო (4-3-1-2): ბერნი - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ - ლედესმა, ბროკი (81. ბრეშიანო), გონსალესი (86. მაური) - ერნანესი - კოზაკი (75. ფლოკარი), სარატე.

გოლები: 1:0 ბორიელო (53-პენ.), 1:1 ერნანესი (56-პენ.), 2:1 სიმპილისიო (77).

იტალიის თასის თამაშები ძირითადად ნახევრადცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა არა მაშინ, როდესაც ერთმანეთის პირისპირ რომაული გუნდები დგანან. თითქმის გადაჭედილ ოლიმპიკოზე "ჯალოროსის" გულშემატკივრები ჭარბობდნენ, რადგან ფორმალური მასპინძელი სწორედ კლაუდიო რანიერის გუნდი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ექსპერტები გუნდებს დაახლოებით თანაბარ შანსებს ანიჭებდნენ და თუ თამაშის მიმდინარეობს გავითვალისწინებთ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. თამაში მართლაც რომ თანაბარი გამოვიდა, უბრალოიდ "რომამ" დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ ითამაშა და ერთით მეტი გოლი გაუტანა მეტოქეს.

არადა, "ლაციო" რევანშისტულად იყო განწყობილი - ჯერ კიდევ მეთექვსმეტედფინალის წინ თქვა ედუარდო რეიამ, წინ "რომასთან" ჯახი გველის, ამ ეტაპზე ფეხი არ უნდა დაგვიცდეს, რათა ვენდეტა ავიღოთო. თუ კი ვერ ხვდებით რომელ ვენდეტაზეა საუბარი, შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "რომამ" ერთხელ უკვე დაამარცხა თანაქალაქელი.

მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ გოლებზე გავამახვილებთ ყურადღებას და აქვე აღვნიშნავთ, რომ სამიდან ორი შედეგიანი დარტყმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან განხორციელდა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ნომინალურმა მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს და ეს მისია თავის თავზე მარკო ბორიელომ აიღო. სულ მალე, მატჩის არბიტრმა "ლაციალეც" დაასაჩუქრა, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად ერნანესმა შეასრულა. ამ უკანასკნელს კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა იღბალმა ზურგი აქცია. სამაგიეროდ, ფაბიო სიმპლისიოს გაუღიმა ფორტუნამ, მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა. თუმცა, ყველაფერს იღბალს ნუ მივაწერთ, ფაბიომ მთლიანობაში შესანიშნავად ითამაშა და ალბათ დაიმსახურა კიდეც გადამწყვეტი გოლის ავტორობა.

მატჩის შემდეგ, "ლაციოს" თავკაცი საშინელ განწყობაზე გახლდათ, მოვუსმინოთ ედი რეიას: "ვერ გეტყვით რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ დერბიში "რომას" ყოველთვის უმართლებს. ადრეც არაერთხელ შემიმჩნევია, რომ ყველა სადავო ეპიზოდი "ჯალოროსის" სასარგებლოდ წყდება.

ვერაფრით ვხვდები რატომ დაინდო არბიტრმა ჟუანი, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში აშკარად გასაძევებელი იყო მოედნიდან. იმედგაცრუებული ვარ, რადგან უსამართლობას ვერასდროს ვეგუები."

სამპდორია-უდინეზე 1:1 (დ.დ. 2:2 - პენ. 7:6)

სამპდორია (4-4-2): ჟუნიორ კოსტა - დესენა, გასტალდელო (52. ვოლტა), ლუკინი, ციგლერი - მანინი, პალომბო (93. პოცი), პოლი, გუბერტი - მაკედა (73. ტისონე), პაცინი.

უდინეზე (3-5-2): ბელარდი - ანჯელა (39. არმერო), ზაპატა, კოდა - გუარდადო, ბადუ (75. ისლა), ინლერი, აბდი, პასკუალე - დენისი, დი ნატალე (46. სანჩესი).

გაძევება: დესენა (99).

გოლები: 1:0 მაკედა (32), 1:1 ისლა (90), 1:2 დენისი (92), 2:2 პაცინი (109-პენ.).

"სტადიო მარასიზე" გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშა. სერია A-ს ბოლო პაექრობები "უდინეზემ" შესანიშნავად ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია - იგივეს ვერ ვიტყვით "სამპდორიაზე", მაგრამ საკუთარ მოედანზე ეს გუნდი ყოველთვის სახიფათოა. ამიტომ, ამ სათასო ბატალიის წინ ფავორიტის დასახელება ერთობ რთული საქმე გახლდათ.

გენუელთა მთავარმა მწვრთნელმა "უდინეზესთან" პაექრობა ძირითადი შემადგენლობით წარმართა, რაც ნამდვილად არ გახლდათ გასაკვირი. "სამპდორიას" პოზიციები სერია A-ში არც თუ სახარბიელოა, თასზე წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებს. "სამპას" რიგებში ერთადერთი რეზერვისტი მეკარე ჟულიორ კოსტა გახლდათ და სწორედ მისმა შესანიშნავმა თამაშმა გაიყვანა გენუური გუნდი თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე.

ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა და თავი "სამპას" ახალბედა ფორვარდმა, ფედერიკო მაკედამ გამოიჩინა - გოლი მართლაც საოცარი გამოვიდა, მარცხენა ფეხით დაარტყა, ბურთი მარჯვენაზე მოხვდა და რეკოშეტის ეფექტით ჩაეშვა უდინელთა კარის ბადეში. თუ მაინც ვერ მიხვდით როგორ გაიტანა მაკედამ, უმჯობესია გოლი საკუთარი თვალით იხილოთ, რადგან მისი ზუსტად აღწერა ერთობ რთული საქმე გახლავთ. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სტუმრებმა გამათანაბრებელი გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ისლამ მეურვე მოხდენილი მოძრაობით ჩამოიშორა და ჟუნიორ კოსტა უშანსოდ დატოვა.

დამატებითი დრო ახალი დაწყებული იყო, როდესაც დენისმა თავური დარტყმით კიდევ ერთხელ შეარხია გენუელთა კარის ბადე და "უდინეზე" დააწინაურა. სულ მალე დესენას უმტყუნა ნერვებმა, ერთ-ერთ ეპიზოდში არბიტრი ცინიკური ტაშით "დააჯილდოვა" და გაძევებულ იქნა მოედნიდან.

გენუელები უმძიმეს" ვითარებაში აღმოჩნდნენ, თუმცა არ გატყდნენ და 109-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ჯამპაოლო პაცინის თერთმეტმეტრიანის დარტყმის საშუალება მიეცა და შანსი ხელიდან არ გაუშვა, 2:2. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა - სტეფანო გუბერტის საჯარიმო დარტყმა ხარიხამ აისხლიტა, იმავე პაცინიმ კი დამატებაზე ვერ ივარგა.

სამაგიეროდ, "სამპას" კიპერმა ივარგა თერთმეტმეტრიანების სერიაში და გუნდი მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიყვანა - ჟუნიორ კოსტამ "უდინელთა" ორი დარტყმული მოიგერია, რაც გამარჯვებულის გამოსავლენად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა