ზენიტმა 15 მილიონი გაამზადა

სანკტ პეტერბურგის „ზენიტი“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას დუბაიში გადის და სწორედ დუბაიდან გავრცელდა ის ინფორმაცია, რომელიც მერე მთელ საფეხბურთო გერმანიას მოედო: რუსეთის ჩემპიონ „კიოლნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის, ლუკას პოდოლსკის გადაბირება უნდა. 25 წლის პოლდით დაინტერესება „ზენიტის“ სპორტულმა დირექტორმა იგორ კორნეევმა დაადასტურა.

„რაკი ამბობენ, რომ ჩვენ პოდოლსკის შეძენა გვინდა, ესე იგი, ასეცაა. პოდოლსკი ძალიან მაგარი თავდამსხმელია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „კიოლნთან“ მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვიწყია,“ - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია „ზენიტის“ დაინტერესების შესახებ თვითონ პოდოლსკიმაც დაადასტურა: ვიცი, რომ რუსებს ჩემი ყიდვა უნდათ, მაგრამ მეტი არც არაფერი მაქვს სათქმელიო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ზენიტი“ მზადაა „კიოლნს“ 15 მილიონი ევრო გადაუხადოს, ოღონდ, პეტერბურგელებს ლუკასი ახლავე სურთ, რადგან ძალიან უნდათ, რომ ახალი სეზონი გერმანელი თავდამსხმელით დაიწყონ (რუსეთის ჩემპიონატი სტარტს მარტში აიღებს). კიოლნელებს პოლდი რა თქმა უნდა არ ეთმობათ და იანვარში მის გაყიდვას გამორიცხავენ, მაგრამ აქ სხვა რამეცაა გასათვალისწინებელი: პოდოლსკის „თხებთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე კი აკავშირებს, მაგრამ თუ „კიოლნი“ ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში გავარდება (ამის დიდი შანსია, რადგან „თხები“ 18 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა), ლუკასს გუნდის დატოვება 5 მილიონ ევროდ შეეძლება. ასე რომ, რისკის გათვალისწინებით, „კიოლნს“ პოლდის გაყიდვა ახლა უფრო უღირს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა