მან ის დრო აჩვენა, რომელიც ოქროსთვის საკმარისია
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, სპორტულ სამყაროს ახსენებს თავს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, ლეგენდარული ამერიკელი მაიკლ ფელპსი. წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი დისკვალიფიკაციის გამო არ გამოდის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

თუმცა გულხელდაკრეფილი არ არის და უკვე ინტენსიურად ემზადება 2016 წლის ოლიმპიადისთვის. როგორც ჩანს, ფელპსი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

ორი დღის წინ, მაიკლმა არაოფიციალურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა - 1.52,54. შედარებისთვის, სამი დღის წინ, ყაზანში პლანეტის პირველობაზე ეს დისციპლინა გაცილებით უარეს დროში (1.53,48) მოიგო უნგრელმა ლასლო ჩეხმა.

"გაისად, დიდი მხიარულება გველოდება. მინდოდა ყაზანში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, მაგრამ, ახლა, მოხარული ვარ, რომ აქ ვარ", - განაცხადა ფელპსმა.

ცნობისთვის, 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე 200 მეტრი ბატერფლაი სამხრეთაფრიკელმა ჩად ლე კომ მოიგო შედეგით - 1.52,96. მაშინ ფელპსი მეორე ადგილზე გავიდა ხუთი მეასედი წამის ჩამორჩენით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Marca: XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები - ფელპსი პირველია, მესი მეშვიდე, რონალდო მეათე
მაიკლ ფელპსი სუიციდს აპირებდა: სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით კარგია, ვიდრე ოქროს მედლის მოგება
ოლიმპიზმი: ვარსკვლავთცვენა Sports Illustrated-ისთვის
მაიკლ ფელპსმა ზვიგენთან წააგო [VIDEO]
მაიკლ ფელპსმა 2,5 მილიონად ვილა იყიდა
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება