მძარცველებმა "მაკლარენის" პილოტი უცნობი აირით დააძინეს
ბრიტანულმა ტაბლოიდმა Sun-მა დაწერა იმ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, რომელიც კურორტ სან-ტროპეში დასვენებისას შეემთხვათ "მაკლარენის" პილოტს ჯენსონ ბატონსა და მის მეუღლეს ჯესიკა მიჩიბატას.

კერძოდ, ორი დღის წინ, ისინი გაურკვეველი აირით დააძინეს და გაქურდეს. ზარალი დაახლოებით 300 ათას გირვანქა სტერლინგს უტოლდება. დაკარგულ ნივთებს შორისაა ჯესიკა მიჩიბატას 250 ათასად შეფასებული საქორწინო ბეჭედი. ბატონის, მისი მეუღლისა და მათი სამი მეგობრის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ვარსკვლავური წყვილი იჯარით აღებულ სამსართულიან ვილაში ისვენებდა. საფრანგეთის პოლიცია დარწმუნებულია, რომ დასაძინებელი გაზი ვენტილაციის სისტემაში გაუშვეს. თურმე, ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის ამ რეგიონში. როგორც ამბობენ, სწორედ ასე ძარცვავენ მდიდარ დამსვენებლებს რუსული და რუმინული ბანდები.

"პოლიციელებმა დარწმუნებით განუცხადეს ჯენსონს, რომ ვენტილაციის სისტემაში უსუნო გაზი გაუშვეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ასეთ ხერხს დამნაშავეები სულ უფრო ხშირად მიმართავენ. ჯენსონსაც მიაჩნია, რომ სწორედ ასე მოხდა ყველაფერი.

მძარცველებმა თავდაყირა დააყენეს ის ოთახი, სადაც ბატონსა და მიჩიბატას ეძინათ, მაგრამ შეუმჩნეველნი დარჩნენ სწორედ ძლიერმოქმედი აირის გამო. მათ ღრმად ეძინათ, ისევე, როგორც ოჯახის სამ მეგობარს, რომლებიც სხვა ოთახებში იმყოფებოდნენ. დილით, მათ ძლიერი წყურვილის გრძნობით გაიღვიძეს და დაინახეს, რომ სახლში დიდი არეულობა იყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ დამნაშავე ორი იყო და ძარცვამდე ისინი რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ ვილას", - განაცხადა ბრიტანელი ავტომრბოლის წარმომადგენელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა