21 წლის თბილისელმა ჩოგბურთელმა წარმატებას სტამბოლში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიაღწია
21 წლის თბილისელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა შარშან ყაზახეთში მოიგო თავისი პირველი 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი. წლეულს, გასულ უქმეებამდე სამჯერ მიაღწია მსგავს წარმატებას - ერთხელ თბილისსა და ორჯერ თურქეთში და აი, გუშინ, 9 აგვისტოს, კიდევ ერთხელ იზეიმა გამარჯვება: სტამბოლში დამთავრდა ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო შეჯიბრება (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

მეტრეველმა ზედიზედ დაამარცხა მასპინძელი ალპ სენტაი - 6:2, 6:4, იტალიელი ნიკოლო აპოსტოლიკო - 6:1, 6:1, ირლანდიელი დანიელ გლანსი - 6:1, 6:0, ავსტრალიელი ბრედლი მაუსლი - 3:6, 7:6, 6:1 და ფინალში გავიდა, სადაც ესპანელ ხორდი ვივესს დაუპირისპირდა.

პირველი ხელი ქართველმა ჩოგბურთელმა 6:2 მოიგო. მეორეში 5:2 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმის გამო ასპარეზობის დასრულება ვერ შეძლო. მთავარი პრიზი ჩვენებურს ერგო.

ამ კვირას მეტრეველი მინსკში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ჩაებმება მეშვიდე ნომრად. პირველ მეტოქედ რუსი ალექსანდრ ბუბლიკი ეყოლება. სანდრო ბუბლიკს წყვილებშიც ვერ ასცდა - უზბეკ სანჯარ ფაიზიევთან შეამხანაგებული სტარტზე ალექსანდრ ბუბლიკისა და ჯურაბესკ კარიმოვის ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

მინსკის ტურნირში მონაწილეობს გიორგი ჯავახიშვილიც, თუმცა იგი ერთეულთა შეჯიბრებას უკვე გამოეთიშა: საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველივე შეხვედრა მასპინძელ მიკალაი ჰალიაკთან ტრავმის გამო ვერ დაასრულა - 2:6, 1:4, არადა, მიხაილ ფუფიგინთან ერთად წყვილებში აქვს სათამაშო რუსების - ვიქტორ ბალუდას და ივან კალინინის დუეტთან.

რაც შეეხებათ ქალებს, თამარ ჭალაგანიძე ბურსაში 10.000-იან ტურნირში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
სამ შეხვედრას თუ მოიგებს... ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს აშშ-ის ღია პირველობას იწყებს
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
ქართველი ჩოგბურთელები: მინსკი, ბურსა და რეიტინგები
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ნიკოლოზ ბასილაშვილს ცინცინატის მასტერსზე სტარტი ფინიშად ექცა
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ბასილაშვილმა აშშ-ის ღიას საკვალიფიკაციო მოგებით დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
სოფიო შაფათავამ ბარსელონას ტურნირი მოგებით დაიწყო
სოფიო შაფათავა რუმინული ტურნირის წყვილთა ფინალშია