საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და ზუგდიდში დაბრუნდეს.

როგორც ზვიად სიჭინავამ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ფეხბურთში.

"დავრჩები თუ არა ფეხბურთში? არ ვიცი. თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე. ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი".

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, იგი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარს დაუჭერს ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო 250 მილიონ ლარს ანდობს.

"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში 250 მილიონი ლარის ჩადება იგეგმება! მე არა ვარ ქართული ფეხბურთის მტერი და მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო ამხელა თანხას ანდობს.

რეალური პროექტია თუ არა? ამის გადამოწმება მარტივია: სექტემბერში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევა და როცა წავიკითხავ, რომ 2016 წელს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონია განსაზღვრული, ორივე ხელით დავუჭერ მხარს სახელმწიფოს ფავორიტ კანდიდატს.

ბიუჯეტში 250 მილიონის ამბავს რომ წავიკითხავ და მეტყვიან, სახელმწიფო ამ თანხას პეტრე პეტრიაშვილს ანდობსო, მაშინვე პეტრე პეტრიაშვილის დროშას დავიჭერ!

მე ვერაფერი გავაკეთე? მხარს ვუჭერ კაცს, რომელიც 250 მილიონს მოიტანს ქართულ ფეხბურთში! როცა ეს ყველაფერი დაზუსტებით იქნება გადაწყვეტილი, პრეზიდენტობის სხვა მსურველებს ვურჩევ, კაცობა გამოიჩინონ და კანდიდატურა მოხსნან. სახელმწიფო მე ნამდვილად არ მანდობს 250 მილიონს", - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, სუპერთასის შემდეგ უეფა-სთან ანგარიშს გაასწორებს, აგვისტოს ბოლოსთვის კი აღმასკომს მოიწვევს და არჩევნები დაინიშნება".

vova
ვის ამადლი თავს დომენტ, დაზირე ფეხბურთი სულ, ქვეყანას პატრონი არ ყავს თორე შენ ...
irakli
წადიიიიიიით!!!!!!!!!!!!
beso
250 milioni ara ixvi, romeli dapireba sheasrules ro es sheasrulon? qocatyuilebis fandia unicho, mova seqtemberi da naxavt ra 250 milioni iqneba. qveyana tavze engevat am parazitebs sada aqvt magdeni fuli
1
წადით, გრცხვენოდეთ ხმას რომ იღებთ. რა გააკეთეთ? ნეკრებიც და საკლუბო ფეხბურთიც ისეთ დონემდე ჩაძირეთ, სადაც არასოდეს ყოფილა.
irakli apkhaidze
ზუგდიდში მიდის და იქ აპირებს საფეხბურთო საქმიანობას, უკვე შეკვეთილი აქვს კოტეჯების მშენებლობა.

ვირეშმაკობს დუროვის გაწვრთნილი. თუ ბიუჯეტში ჩაიწერა და მერე სიჭინავა–არველაძე გავიდა, ბიუჯეტს ამ მიზეზით შეცვლიან? დავიჯერო მადენი არ ესმის? არა, უბრალოდ ვირეშმაკობს :–)
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 7 კანდიდატი მიიღებს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
დავით ლორთქიფანიძე: სიჭინავა საპრეზიდენტო ვადას 9-10 თვით იხანგრძლივებს
ვლადიმერ ბოისა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ტელეკომპანია "იმედი": სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მერაბ ჟორდანია აპირებს