საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სუფთა არჩევნების პირობას დებს
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ მასმედიის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილეს.

პრესკონფერენციის მთავარი თემა ახლახან სანკტ-პეტერბურგში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა იყო, თუმცა მსჯელობა სხვა, არაერთ საინტერესო საკითხზეც შედგა...

კახა ცხადაძე:

- როცა მეექვსე კალათაში ხარ, ასარჩევად ვერ გექნება საქმე. წილისყრა რომ დასრულდა, მაშინაც ვთქვი და ახლაც იმავეს ვამბობ - ჩვენს ჯგუფში თავი მოიყარეს თანაბარი დონისა და ძალის გუნდებმა. არ არის გრანდი და ეს კარგია...

მე ველაპარაკე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და სჯერათ, რომ შესაძლებელია, მიზანს მივაღწიოთ. ჩვენი პროგრამა-მინიმუმი მესამე ადგილია...

მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს ჰქონდეთ სათამაშო პრაქტიკა. ეს განაპირობებს იმას, რომ შევძლებთ, მიზანს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები გუნდები. ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა კარგი შედეგები აქვთ ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს...

ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ახლა ისეთ დღეშია, რომ მისი შველა არის ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი. ცხადია, ამას დრო სჭირდება...

რევაზ არველაძე:

- კახა ცხადაძის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას ვეთანხმები. ჩვენ არანაირად არ შევიჭრებით ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაში. ერთი ვიცი - კახა ცხადაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა...

იმედი მაქვს, ჩვენს ფეხბურთელებს ექნებათ სათამაშო პრაქტიკა. გარდა ამისა, ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მათში არის დიდი პოტენციალი. ისინი კარგად თამაშობენ...

კახა ცხადაძე:

- მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი მისაღებია საქართველოს ნაკრებისთვის. ჩვენ ჩვენი საქმე თავად უნდა გავაკეთოთ და ისიც ფაქტია, რომ ყველა მოწინააღმდეგესთან უნდა ვიბრძოლოთ...

ამ შესარჩევში ჩვენ გვაქვს მატჩები შოტლანდიასა და ირლანდიასთან. ეს თამაშები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გერმანიასთან საგარეო შეხვედრამდე ვაჩვენოთ შედეგი და ამასთან ერთად, აიწიოს საქართველოს ნაკრების სათამაშო დონემ...

ჩვენი პროგრამა-მინიმუმი რაც არის, ზემოთ ვთქვი. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია, მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში ვიბრძოლოთ მეორე ადგილისთვის. საერთოდ, როცა შესარჩევი ციკლი ან ტურნირი იწყება, ფეხბურთელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარკვეული მიზანი.

რევაზ არველაძე:

- მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის დროს ვესაუბრე მიშელ პლატინის. კმაყოფილია თუ არა უეფას პრეზიდენტი თბილისური სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობით, ამას ის, ალბათ, სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ იტყვის...

უეფა მიმდინარე სამუშაოებს აკვირდება და ვიცით, რომ კმაყოფილია. წინ დიდი ზეიმი გველის. ვიყავი სტადიონზე და ვნახე, რამხელა ენთუზიაზმით მიმდინარეობს სამუშაოები. საქართველოს შესწევს ძალა, ღირსეულად უმასპინძლოს სუპერთასს...

ორივე გუნდი ჩამოვა საბრძოლო შემადგენლობით. ჩვენ საშუალება გვექნება, ვნახოთ არაერთი ვარსკვლავი. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საქართველოს კიდევ ექნება შანსი, უმასპინძლოს არაერთ საერთაშორისო წარმომადგენლობით ტურნირს...

რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებს, გვაქვს მჭიდრო კავშირი უეფასთან და სწორედ მათი აზრი იყო, რომ არჩევნების თარიღი სუპერთასის მატჩის შემდეგ დანიშნულიყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება სუფთად და გამჭვირვალედ.

ბოლოს კი, ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თბილისში დღეს, 10 აგვისტოს ჩამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოთარი
ნუთუ არ შეიძლება ასეთი რამ,რომ ჩვენთვის სულ ცალკე კალათა იყოს?ჩვენ მარტონი,ა?რას იტყვით ხალხნო?...კალათაში კი არა ქვევრში ვართ ჩვენ:(((
saba-s
წადი ბიძია ... ცხელა ძალიან
maria
რა ბოგმიანები ხართ რა დაგიშავათ არველაძეებმა თქვენც ქონდეთ ასეთ ცნობილი გბარები რა ბოროტები ხართ მე ვამაყობ მაგათი გვარით ბოროტები და ბოგმები ხართ ხალხო რა გჭირთ
ჯიგარი იმერი
არველაძე კაი რა ნუ დააშტერე ხალხი , ბოლო ბოლო წადი რა სახლში ბრეჟნევი ხო არა ხარ ბიჯო, ამდენი ხალხის სიძულვილი გაქვს და კიდე იაღლიშს ნუ გაბედავ, თორემ ვატყობ არ შეგრჩება წაღებული და ვაი არ დაგემართოს ფეხბურთის დამაქცევარო.
saba
თურქეთში მოუყევიო :Dდდდდდდდდდდდდდდდდდ ამას გონია შოთა არველაძე ლაპარაკობს. ჯერ გაერკვიეთ და მერე წერეთ კომენტარები :დდდდდდ. აქ ისეთები იწერება გეგონება არველაძის წასვლით ეშველება ქართულ ფეხბურთს :დ
Unknown
პლატინის იმედი აკვს, ასე მგონია
fanat
მესამე ადგილი რა ცემი შაბანაა??
GRRR
არველაძე ეგ ზღაპრები თურქისტანში მოუყევი... და წადი მოცილდი ქართულ ფეხბურთს
კარ
კარგი და მე5 კალათში ვყოფილიყავით მერე?
goi
არვალაძე მოსცილდი ქართულ ფეხბურთს......
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ნიგერიას 2018 წლის მუნდიალზე არ დაუშვებენ?
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
[დღის ინტერვიუ] "თუ საქართველოში ალექს ფერგიუსონი ჩამოვა, პირველი მე მივესალმები"
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, არგენტინის ნაკრებს ბრაზილიასა და კოლუმბიასთან არ დაეხმაროს
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა: არგენტინამ ვერც ამჯერად მოიგო [VIDEO]
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
ფიფას პრეზიდენტს მსოფლოის ჩემპიონატის მატჩებზე ქალი არბიტრების დანიშვნა სურს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ამერიკელი სენატორი რუსეთისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს