ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი დარასელია: რა, 18 წლის ბიჭს ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია?

გიორგი დარასელია: რა, 18 წლის ბიჭს ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია?

"ფეხბურთელმა შემადგენლობაში მოხვედრა კონკურენციით უნდა დაიმსახუროს და არა დადგენილებით"
გიორგი დარასელია სეზონისთვის მზადების ეტაპს აჯამებს. ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი გუნდი ახალ ჩემპიონატს კარგ მდგომარეობაში ეგებება...

თუმცა დარასელიამ ინტერვიუ ერთი სამწუხარო ამბის კომენტარით დაიწყო:

- ორიოდე დღის წინ ჩვენი პრესსამსახურის თანამშრომელი აკაკი ჩიბურდანიძე დავკრძალეთ, რომელიც ქობულეთში ზღვაში დაიხრჩო. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ ახალგაზრდა კაცის ტრაგედიამ არ შეძრა. ამიტომ, სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, მინდა მის ოჯახს, ახლობლებსა და ქუთაისის "ტორპედოს" ასეთი სამაგალითო ახალგაზრდის გარდაცვალება მივუსამძიმრო. აკაკისნაირი ადამიანები ალამაზებენ ქვეყანას... ემოციებს ვერ ვიკავებ...

- ჩვენც ვუერთდებით ამ გულისტკივილს... "ტორპედო" ქუთაისში ვარჯიშობდა. ასე მომზადება რამდენად არის შესაძლებელი?

- ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვენ გვსურდა. ბაზაზე ვცხოვრობდით, კარგ მოედანზე ვვარჯიშობდით, კარგი იყო კვებაც და ბევრი საკონტროლო შეხვედრაც გავმართეთ. არანაირი პრობლემა არ გვიგრძნია. ერთი ისაა, რომ უცხოურ გუნდებთან არ გვითამაშია, ხელისშემშლელი პირობა კი მხოლოდ სიცხეები იყო, მეტი არაფერი. მაგრამ ისრაელში შეკრებები რომ მახსენდება, ჩვენ კიდევ სამოთხეში ვიყავით - იქ 40-45 გრადუს ტემპერატურაზეც გვივარჯიშია და ამას მიჩვეულები ვიყავით...

- შეკრებებზე ფეხბურთელები ახალ გარემოში რომ ვარჯიშობენ, ფსიქოლოგიური განტვირთვა ხდება და საინტერესოა, უცხოეთში წასვლა რატომ ვერ მოახერხეთ?

- რატომ და ეს წინასწარ დაგეგმილი არც გვქონდა.

- მიზეზი ფინანსების დაზოგვა იყო?

- ამის საშუალებასაც გამოვძებნიდით, მაგრამ დარჩენა ვამჯობინეთ. ქუთაისში ვარჯიში გვიჯობდა.

- შემადგენლობაზეც ვილაპარაკოთ. ამ ზაფხულს გუნდში საგრძნობი ცვლილებები კი მოხდა, მაგრამ მოთამაშეთა ბირთვი მაინც შეინარჩუნეთ...

- ჩვენც სწორედ ეს გვახარებს, რომ ძლიერი მოთამაშეები დავიმატეთ და ბირთვის შენარჩუნებაც მოვახერხეთ. მიმაჩნია, რომ ეს კლუბის წინსვლას ხელს შეუწყობს. არ დავმალავ, კიდევ ორი ფეხბურთელის მოყვანა გვსურდა, ვისაც საკმაოდ მაღალ დონეზე უთამაშია და გუნდში ადგილის დამკვიდრება შეეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

- შევიტყვეთ, რომ "ტორპედო" გულვერდ თომაშვილმა და თორნიკე შალიკაშვილმა დატოვეს. არადა, ისინი გუნდთან ერთად ემზადებოდნენ...

- მათთან თანამშრომლობის სურვილი გვქონდა, მაგრამ ეს ვეღარ ხერხდებოდა. ბიუჯეტი 25 მოთამაშეზე გვქონდა გაწერილი და კიდევ ორის მოყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხაროა, თომაშვილსა და შალიკაშვილს წასვლა ამის გამო რომ მოუხდათ...

თუმცა გუნდის კომპლექტაციით მაინც კმაყოფილი დავრჩი. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები და ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთაც საკმაოდ მაღალ დონეზე უთამაშიათ. ამ ორი კატეგორიის შერწყმით კარგი გუნდის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ეს ბიჭები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ, მაქსიმალურად იხარჯებოდნენ და მათთან მუშაობა გამიადვილდა.

- ალექსეი შევჩენკო, რომელიც გასულ სეზონში დაიმატეთ, გორის "დილაში" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ყველას აინტერესებს, რატომ შეელიეთ მას და არ მიეცით თავის გამოჩენის შანსი?

- ჩვენ ნამდვილად არ გაგვიშვია. საქმე ისაა, რომ შევჩენკო "ტორპედოში" იჯარით თამაშობდა და როცა ხელშეკრულება დაუსრულდა, წავიდა. გვითხრა, რომ თუ უკრაინაში გუნდს ვერ მოძებნიდა, დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ დროულად რომ არ შეგვეხმიანა, ჩავთვალეთ, რომ "ტორპედოში" თამაში აღარ სურდა და მერე უკვე "დილაში" გადავიდა. ეს ის პერიოდია, როცა გორში რევიშვილს ელოდნენ და სასწრაფოდ მისი შემცვლელის მოძებნა დასჭირდათ. ფეხბურთელმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და მისი გადარწმუნების საშუალება არ გვქონდა.

- მანამდე იყო "ტორპედოში", მაგრამ მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა...

- შევჩენკო ისეთ დროს ჩამოვიდა, როცა გუნდიც კარგად ათამაშდა და ჩვენი მეკარე - შეყრილაძეც. ასეთ დროს კი შემადგენლობის შეცვლა და მეკარის სკამზე დასმა გაუმართლებელი იქნებოდა. ისე, უკრაინელი ნიჭიერი ბიჭია და დიდი შანსი აქვს, კარგი მეკარე დადგეს. ბოლო ტურებში ამიტომაც დავაყენე. ის ტყუილად არ ჩამოგვიყვანია.

- ახლა "ტორპედოში" ლეგიონერი აღარც დარჩა...

- სხვათა შორის, განის ნაკრებში ნათამაშები 27 წლის თავდამსხმელის ჩამოყვანაზე ვფიქრობდით, მაგრამ ვერ მოხერხდა. კარგ ლეგიონერზე უარს არ ვიტყვით, მაგრამ ახლა ამ ვარიანტს არ განვიხილავთ. საქართველოში ძლიერი ფეხბურთელი არ ჩამოვა და საეჭვო ლეგიონერს, ჯობია, ისევ ჩვენს რესურსს მივხედოთ - ნიჭიერი ახალგაზრდები დავაწინაუროთ და გავზარდოთ.

რა თქმა უნდა, უცხოელებში ბევრი საინტერესო მოთამაშის არჩევა შეიძლება, მაგრამ ეს მაინც მკითხაობას ჰგავს, არ იცი, გუნდს და გარემოს როგორ შეეწყობა და გაამართლებს თუ არა. უცხოელს დიდი თანხა უნდა მისცე და თან ადგილობრივს 10 თავით უნდა სჯობდეს. ამიტომაც მირჩევნია, ისევ აქაურები ვათამაშო.

- აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილება - შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის ყოფნის აუცილებლობაზე, მოგეწონებოდათ...

- მე რომ 15-16 წლის მოთამაშე მომწონს, იმასაც სიამოვნებით და თამამად ვათამაშებ, მაგრამ მიუღებელია ისეთი მიდგომა, როდესაც ახალგაზრდების თამაშს აუცილებელ პირობად მიყენებენ. ფეხბურთელმა შემადგენლობაში მოხვედრა კონკურენციით უნდა დაიმსახუროს და არა დადგენილებით, სხვას თამაშით უნდა აჯობოს.

რა, 18 წლის ბიჭს გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია? მეც ასე ვიყავი, მაგრამ ამაში შეღავათი კი არ დამხმარებია, ეს ჩემი თამაშით დავიმსახურე. იქნებ 34 წლის ვეტერანი ახალგაზრდაზე მეტს დარბის. რა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? მაინც ახალგაზრდა დავაყენო და ამით საკუთარი ნაკლის გამოსწორების სურვილი წავართვა?

მაგალითად, ნერგაძე და ოდიკაძე ისეთი მონდომებულები არიან, მათზე უარი როგორ უნდა ვთქვა? ფეხბურთელი წლოვანებითა და პასპორტით არ უნდა განვსაზღვროთ. ასე რომ, ასეთი მიდგომის მომხრე არ ვარ.

- ახალ სეზონში "ტორპედოს" რა მიზნებს უსახავთ?

- ტრაბახი არ მიყვარს და არც კონკრეტულ მიზანს დავასახელებ. რაც შეიძლება წარმატებით უნდა ვითამაშოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. ყველა შეხვედრაში მეტოქესთან მოედანზე მხოლოდ მოგებისთვის უნდა გავიდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qutaiseli

caetrie qutaisidan sanam ar daasamare fexburti qutaisshi..

ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს

ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ

"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი

ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა

აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო

ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო

შესანიშნავი ამბავი - კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მისი დაბრუნების თარიღი ცნობილია

იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია

"ყველაზე მეტად მე ვიტანჯები" - ამორიმი წაგებული მანჩესტერული დერბის შემდეგ

"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს

დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს

სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში

ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს

[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში

[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ

"დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს" - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე

64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

დილა-დინამო (თბ) 2:0 - ჩემპიონმა ლიდერი შეცვალა [VIDEO]

ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში: ახლა ვიღას ველოდოთ?..

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა

გზა საქართველოდან უკრაინის ნაკრებამდე - შევჩენკო შევჩენკომ დააფასა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს