ესპანელი ძველებურად ასპარეზობს
ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ინდიანაპოლისში განახლდა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი - გაიმართა მეათე ეტაპი. ამ რბოლაში, ტრადიციულად, ესპანელი პილოტები დომინირებენ, რომლებმაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ხუთჯერ მოიგეს ამერიკული გრან-პრი. გამონაკლისი არც წლევანდელი რბოლა ყოფილა.

სეზონის ჩაგდებული პირველი ნაწილის შემდეგ, აშკარად შედის ფორმაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარკ მარკესი. "ჰონდას" ლიდერმა ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და თანდათან იბრუნებს საჩემპიონო ამბიციებს, თუმცა ჯერ მაინც ბევრს აგებს ლიდერ ვალენტინო როსისთან.

მარკესი ინდიანაპოლისში უკვე ხუთი წელია დაუმარცხებელია. ჩემპიონმა ისევ წარუმატებელი სტარტი აიღო პოულიდან და წინ გაუშვა თანამემამულე "იამაჰადან", ხორხე ლორენსო. გარკვეული ხანი, ეს უკანასკნელი წარმატებით იგერიებდა "ჰონდას" პილოტის ყველა იერიშს, მაგრამ ფინიშამდე სამი წრით ადრე მაინც დანებდა.

მარკესისა და ლორენსოს უკან, შესანიშნავი რბოლა ჩაატარა იტალიელმა ვალენტინო როსიმ. ჩემპიონატის ლიდერმა მხოლოდ მერვე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ მესამე ადგილი დაიკავა. ლეგენდარულმა იტალიელმა, ჯერჯერობით, სეზონის ყველა რბოლა პოდიუმზე დაასრულა. გენერალურ კლასიფიკაციაში ის ცხრა ქულით უსწრებს თანაგუნდელ ლორენსოსა და 56 ქულით - მარკესს.

აშშ-ის გრან-პრი

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 41.55.371; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +0,688; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +5,966; 4. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +6,147; 5. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +21,528; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +21,751; 7. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - +30,378; 8. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - +31,607...

საერთო ჩათვლა

1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 195 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 186; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 139; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 129; 5. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 97; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 94; 7. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 80; 8. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 74...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა