საქართველოს ნაკრების ცენტრი ეროვნული გუნდის შესახებ საუბრობს
საქართველოს ნაკრები ორიოდე დღის წინათ სლოვენიიდან დაბრუნდა, სადაც ორი საფუძვლიანი შეკრებაც გაიარა და ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. გუნდის შესახებ ცენტრ გიორგი შერმადინს ვკითხეთ. არის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი - მან კონტრაქტი გააფორმა ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "ანდორასთან".

სლოვენია

- კარგი შეკრება გავიარეთ. ყველა პირობა გვქონდა მაღალ დონეზე მოსამზადებლად. კარგი კვება, კარგი ვარჯიშები, კარგი ძილი... ხელშეწყობა ნამდვილად არ გვაკლდა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ოფიციალური შეხვედრებისთვის ჩვენ მზადყოფნაზე შესაბამისად აისახება.

ბოსნია

- ევროპის ჩემპიონატის წინ ყველა საკონტროლო თამაში სასარგებლოა. შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ კალათბურთელი რომ ხარ, მაინც ყველა შეხვედრის მოგება გინდა. ეს ბოსნიასთან პირველ დაპირისპირებაში გამოგვივიდა, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და შედეგსაც დამაჯერებელი თამაშით მივაღწიეთ. თუმცა, ეს სეზონის პირველი მატჩი იყო და შეცდომებიც უხვად გვქონდა, შეტევაშიც ბევრი აგვიცდა... მეორე მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ბოსნიის ნაკრები ტელეტოვიჩისა და დედოვიჩის არყოფნაშიც სერიოზული გუნდია და ევრობასკეტზე პლეი ოფში გამსვლელ კანდიდატთა შორის თამამად შეგვიძლია მივაწეროთ. დაცვაში შეცდომებმა მეორე შეხვედრაში კიდევ უფრო იმატა და საბოლოოდ დავმარცხდით, თუმცა ორივე მატჩი კარგი გაკვეთილი იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირებების წინ.

იტალია

- ჯერ ესტონეთს ვეთამაშებით, შემდეგ ლატვიას, ბოლო დარტყმა იტალიას უნდა მივაყენოთ...

ვფიქრობ, ტურნირის გამარჯვებულის ვინაობას სწორედ საქართველო-იტალიის დაპირისპირება გაარკვევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე ორივე მატჩს იოლად მოვიგებთ - ესტონეთიცა და ლატვიაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებია და დალაგებულ კალათბურთს თამაშობენ. ძალიან რთული იქნება, თუმცა გვაქვს როგორც საკუთარი თავის, ასევე გულშემატკივრის იმედი.

მართალია, იტალიაც ძლიერია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი დამარცხებაც შეიძლება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იტალიის ნაკრები ევრობასკეტზე სამეულის გუნდია. არც მალავენ - ოლიმპიადის საგზურის მოპოვება გვსურსო.

სწორედ ამიტომ ჩამოდის სათამაშოდ NBA-ს ოთხი კალათბურთელით. ვნახოთ, ჯერ ჩვენ რას დაგვაკლებენ, შემდეგ ევრობასკეტზე როგორ ითამაშებენ.

საქართველო

- ჩვენი საევრობასკეტო მიზნები ნელ-ნელა გამოიკვეთება. დღეს მერვედფინალსა თუ მეოთხედფინალში გასვლაზე ვერ ვიმსჯელებ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაგვიტარებია. ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ნათელია - დავამარცხოთ ჰოლანდია. პლეი ოფისკენ მიმავალ გზაზე ევრობასკეტის გახსნით მატჩში უნდა გავიმარჯვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ძალიან გართულდება.

თუ მსოფლიოსთვის საქართველოს ჩვენება გვსურს, ეს წლეულს უნდა გავაკეთოთ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შემადგენლობა უკვე მომწიფებულია მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად, მეორეც - 2017 წლის შემდეგ ევრობასკეტი ორ წელიწადში ერთხელ აღარ გაიმართება, ძირეულად იცვლება საკალათბურთო სისტემა...

ესპანეთი

- სლოვენიაში, სანაკრებო შეკრებაზე ყოფნისას ჩემმა მენეჯერმა ლევან მიქელაძემ დამირეკა და მითხრა, რომ "ანდორას" ხელმძღვანელობას ჩემი გადაყვანის სურვილი ჰქონდა. ლევანს საკუთარი მოსაზრებაც გავანდე - ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი მეც მაქვს-მეთქი. ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდა და ერთწლიანი კონტრაქტიც გავაფორმე. გასულ სეზონშიც ვნახე "ანდორას" მატჩები. თავიდან თითქოს აუტსაიდერი იყო, მაგრამ გუნდური თამაშით ბევრი ძლიერი მეტოქე დაამარცხა. მწვრთნელიც კარგი ჰყავდათ და იმედი მაქვს, სისტემა არც წლეულს შეიცვლება.

კარგად მახსენდება ესპანეთის ჩემპიონატში, "სარაგოსაში" გატარებული რამდენიმე თვე - გუნდურად ვთამაშობდით და მეც საკმარისად ვიტვირთებოდი. საერთოდ, საშუალო დონის გუნდები, რომლებსაც ვარსკვლავები არ ჰყავთ, წარმატების მიღწევას სწორედ გუნდური თამაშით ცდილობენ, პასებიც არ აგვიანებს. ხოლო ცენტრისთვის რას ნიშნავს პასი, თავად მოგეხსენებათ.

გასულ სეზონში "კანტუ" ამერიკელი, ინდივიდუალისტი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული და ნამდვილად არ იყო იოლი ასეთ გუნდში საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა