ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ტერორისტი, ამწიოკებელი, მოუსვენარი... - პრემიერლიგა დაიწყო

ტერორისტი, ამწიოკებელი, მოუსვენარი... - პრემიერლიგა დაიწყო

პრემიერლიგა ჩვეული რიხით დაიწყო - დრამატული მატჩებით, სენსაციებით, ეფექტური მომენტებითა და გოლებით
პრემიერლიგა ჩვეული რიხით დაიწყო - დრამატული მატჩებით, სენსაციებით, ეფექტური მომენტებითა და გოლებით.

რაც მთავარია, მაღალი ტემპითა და უხვგოლიანობით. 10 შეხვედრაში 30 ბურთი გავიდა - საშუალოდ მატჩში სამი. ჩვენ კი შაბათ-კვირის ბატალიებზე დაყრდნობით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებს გთავაზობთ (BBC-ის ვერსია).

მეკარე

ადრიანი (ვესტ ჰემი)

"ჩაქუჩების" ესპანელმა მეკარემ ოლივიე ჟირუს სისხლი გაუშრო და ალექსის სანჩესსაც რთული ბურთი აუღო. ადრიანი რომ არა, "ვესტ ჰემს" "არსენალთან" სენსაციური გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდებოდა. მართალია, "ჩაქუჩების" მცველებიც არ გაისარჯნენ ცუდად და "მეთოფეები" ადრიანს ხშირად ვერ აწუხებდნენ, მაგრამ ის მაინც ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა.

მცველები

უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი)

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პირველ ტურში სწორედ ახალზელანდიელი გახლდათ. მცველი, რომელიც "ვესტ ჰემიდან" წასვლას აპირებდა, ჯერჯერობით გუნდში რჩება და ეს "ჩაქუჩებს" უნდა უხაროდეთ. უინსტონი ფორმაშია და თავისუფლად შეუძლია, დაცვის ბურჯობა ითავოს, რაც "არსენალის" მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შემტევების წინააღმდეგაც გამოაჩინა.

კრის სმოლინგი (მანჩესტერი)

"მანჩესტერ იუნაიტედს" საოცრად არ უთამაშია და მოგების მიუხედავად, მაინც ცოტა მძიმედ დაიწყო. "წითელი ეშმაკებიდან" ბევრი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება. მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა და კლუბის ფანებმა იტალიელი ახალწვეული მატეო დარმიანი გამოარჩიეს - მან მართლაც კარგად ითამაშა. ახალბედებისგან განსხვავებით, გუნდის ერთ-ერთი ძველი სახე კრის სმოლინგი, დინჯად და დამაჯერებლად აკეთებდა თავის საქმეს. იგი მშვენივრად გამოიყურებოდა და თუ ასე გააგრძელა, მწვრთნელს საიმედო დასაყრდენად მოევლინება.

მიკა რიჩარდსი (ასტ. ვილა)

"ფიორენტინაში" გატარებული პერიოდის მერე მიკა რიჩარდსი ინგლისში დაბრუნდა. "მანჩესტერ სიტის" ყოფილი უკანახაზელი "ასტონ ვილას" შეუერთდა და როგორც ჩანს, გააძლიერებს კიდეც ბირმინგემელებს. რიჩარდსი ისევ ჯანზეა და მაღალ დონეზე თამაში ძალუძს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ "ბორნმუთთან" შეხვედრა იხილოთ. ტიმ შერვუდმა იგი ტყუილად არ გააკაპიტნა.

ნახევარმცველები

როს ბარკლი (ევერტონი)

"უოტფორდის" კარში შესანიშნავი გოლით როს ბარკლიმ ის ფეხბურთელი გაგვახსენა, რომელზეც დაახლოებით ორი წლის წინათ ძალიან ბევრს საუბრობდნენ. წინა სეზონი ახალგაზრდა მოთამაშეს ჩაუვარდა და ეს მის გადაღლილობას დაბრალდა. ამ სეზონში კი ბარკლიმ თავისი პოტენციალი უნდა გამოავლინოს.

იოან კაბაი (კრ. პალასი)

მართლაც საინტერესო და უცნაურია - როგორ დაარწმუნა ალან პარდიუმ იოან კაბაი, რომ ის "პარი სენ ჟერმენიდან" "კრისტალ პალასში" გადასულიყო. ისინი ერთად "ნიუკასლში" მუშაობდნენ და ძველმა მეგობრობამაც იქონია გავლენა. თანაც, ჩანს, რომ კაბაი "არწივებში" უქმად ყოფნისთვის არ მისულა. მან "ნორვიჩის" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა.

ფილიპე კოუტინიო (ლივერპ.)

"ბრიტანიაზე" წაგებული 1:6 "ლივერპულს" მწარედ ახსოვდა და ბრენდან როჯერსიც საფრთხილეს იჩენდა. შეიძლება ფილიპე კოუტინიოს პასიურობაც ამას დავაბრალოთ, თანაც გუნდი გადაწყობის პროცესშია, ბევრი ცვლილებაა და სიტუაციის დალაგებას, შესაძლოა, დრო დასჭირდეს. იქამდე კი მერსისაიდელებმა შეიძლება იმდენი ქულა დაკარგონ, რომ მერე გვიანი იყოს... როჯერსის ბიჭები "სტოკთანაც" ვერ იგებდნენ, სანამ კოუტინიომ საუცხოო გოლი არ გაიტანა. ბრაზილიელს საგრძნობი პროგრესი აქვს და თუ სტაბილურად თამაშს შეძლებს, პატარა კოუტინიო დიდი ძალა იქნება.

შეიხუ კუიატე (ვესტ ჰემი)

ეს მძლავრი ნახევარმცველი წინა სეზონშიც კარგი იყო და მას სემ ალარდაისიც აქტიურად იყენებდა, მაგრამ სლავენ ბილიჩის ხელში, როგორც ჩანს, მეტი თავისუფლება ექნება. ყველა სიკეთესთან ერთად, კუიატემ "არსენალს" ძალიან მნიშვნელოვანი გოლიც გაუტანა.

თავდამსხმელები

რიად მაჰრეზი (ლესტერი)

ალჟირელმა "სანდერლენდის" დაცვის ხაზი ააწიოკა და დუბლის გარდა, თავის გუნდს კიდევ დიდი სარგებელი მოუტანა. მაჰრეზს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო - თუნდაც იმ ეპიზოდის გახსენება კმარა, როდესაც ბურთი ძელს გაარტყა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იგი ნელ-ნელა იხვეწება და უფრო პროდუქტიული ხდება. ტექნიკა და სისწრაფე არასდროს აკლდა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტში მოიკოჭლებდა. ახლა ის და ჯეიმი ვარდი შეუჩერებლები არიან.

ბაფეტიმბი გომისი (სუონსი)

ბაფეს წინა სეზონშიც არა უშავდა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, გაცილებით მეტის შემოთავაზებას აპირებს. ფრანგმა მოქმედი ჩემპიონის, "ჩელსის" დაცვა დაატერორა. ამას თუ "სუონსის" სხვა ახალ შემტევებსაც დავუმატებთ... "თეთრი გედების" წინა ხაზი ძალიან მძლავრი და საშიში ხდება.

ჯეფერსონ მონტერო (სუონსი)

ახალი შემტევები იქით იყოს და... ძველებიდან მხოლოდ გომისი არ არის გამოსარჩევი. მოუსვენარი ჯეფერსონ მონტერო, შესაძლოა, ღამის კოშმარებში ახლაც ესიზმრება კალუმ ჩემბერსს, რომელიც ეკვადორელმა წინა სეზონში აბუჩად აიგდო. ახლა მან "ჩელსისთანაც" გაიბრწყინა და ეტყობა, რომ პრემიერლიგას ბოლომდე აუღო ალღო, დაღვინდა და კიდევ არაერთ შთამბეჭდავ მატჩს შემოგვთავაზებს.

P.S. სიმბოლური ნაკრებები ყოველთვის სიმბოლურია და იქ მოხვედრას ბევრი სხვაც იმსახურებს.

რთულია, მთელი ტურიდან მხოლოდ 11 მოთამაშე გამოარჩიო. ამჯერადაც, მარკ ოლბრაიტონმა, დიმიტრი პაიემ, უკვე ნახსენებმა მატეო დარმიანმა და კიდევ არაერთმა ფეხბურთელმა მშვენივრად ითამაშეს, მაგრამ... ყველა თერთმეტეულში ვერ მოხვდება.

ისიც აღვნიშნოთ, რომ ეს სიმბოლური უიქენდის მატჩების მიხედვითაა შედგენილი, თორემ ორშაბათის შეხვედრას თუ გავითვალისწინებთ, დავიდ სილვა და განსაკუთრებით, იაია ტურე სიმბოლურში აუცილებლად იქნებოდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა

"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს