შედეგი მოულოდნელი გახლდათ, "მეთოფეების" ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი თამაშის ფონზე
"არსენალს" საკუთარ "ემირატებზე" ბურთის ფლობა 62% ჰქონდა და "ვესტ ჰემთან" ლონდონურ დერბიში მეტოქის კარში 22-ჯერ დაარტყა, მაგრამ მაინც დამარცხდა და თან ისე, რომ გოლიც კი ვერ გაიტანა.

შედეგი, ცხადია, მოულოდნელი გახლდათ, მით უფრო, "მეთოფეების" ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი თამაშის ფონზე, რის გამოც ბევრი სერიოზულად საუბრობდა და საუბრობს არსენ ვენგერის გუნდის რეალურ საჩემპიონო შანსებზე.

"შესაბამისი რეაქცია უნდა მოვახდინოთ. "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში, ალბათ, ზედმეტად ვნერვიულობდით. შესაძლოა, ბიჭებმა საკუთარი თავი ზედმეტი წნეხის ქვეშ მოაქციეს.

ეს ფსიქოლოგიური დარტყმა და მტკივნეული მარცხი გახლდათ, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს და სწორი დასკვნები გაგვაკეთებინოს. ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა. დამაჯერებლად ვერც შეტევაში ვითამაშეთ და ვერც დაცვაში. ისე კი, როდესაც შეხვედრის მოგებას ვერ ახერხებ, იმაზე მაინც უნდა იზრუნო, რომ არ დამარცხდე, რაც ჩვენ ვერ შევძელით", - თქვა ვენგერმა.

"ჩაქუჩებთან" მარცხმა კარგი მასალა მისცა "მეთოფეთა" ფანებისა და ფეხბურთის სპეციალისტების იმ ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "არსენალს" ჯერ კიდევ გვარიანად სჭირდება შემადგენლობის გადახალისება-გაძლიერება. განსაკუთრებით კი თავდასხმაშია სიახლე და ახალი ფორვარდი საჭირო.

თუმცა ვენგერი "პირველ ჩვენებას" არ ცვლის და ამბობს, რომ ამჟამინდელი შემადგენლობითაც კმაყოფილია და არსებული რესურსის გამოყენებითაც უნდა მოდიოდეს შედეგი. თუმცა ამ წაგების მერე მუსიე არსენი ისეთივე ომახიანი ვეღარ იყო და ვეღარ ამბობდა - შეხედეთ, როგორ დავფარფატებთ და რა მრავალმხრივები ვართ შეტევაშიო. თვითტკბობის ხარისხმა და დოზამ იკლო.

"მირჩევნია, ვიფიქრო და სწორედ ასე ვფიქრობ, რომ ტრანსფერების საჭიროებასა და ახალ ფეხბურთელებზე გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ და პასუხისმგებლებიც ჩვენ ვართ და არა მედია.

ხოლო, როდესაც პროფესიონალი ხარ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო და გამართლება თუ გამოსავალი სხვა რამეში არ უნდა ეძიო. საჭიროა დაფიქრება და გააზრება იმისა, რომ საკმარისად კარგები არ ვიყავით. მომავალში უკეთ უნდა ვითამაშოთ და იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ", - დასძინა ვენგერმა.

"ვესტ ჰემს" კი ქების მეტი არაფერი ეკუთვნის. "ჩაქუჩების" ექსფეხბურთელმა სლავენ ბილიჩმა, პრემიერლიგაში თავისი სამწვრთნელო კარიერა ასეთი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო. თანაც, ხორვატმა თავიდანვე რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, სარისკოც კი... და ხაზი გაუსვა, რომ სემ ალარდაისის პერიოდთან შედარებით, რაღაც-რაღაცების შეცვლას აპირებს.

ენერგიულმა და ექსცენტრიკულმა ხორვატმა სპეციალისტმა მიგვანიშნა, რომ მაურო სარატეს მეტი სათამაშო დრო და შანსი მიეცემა. არგენტინელმაც ბილიჩს ნდობა გაუმართლა და გოლი გაიტანა.

მეორე ბურთი მშვენივრად მოთამაშე შეიხუ კუიატეს აქტივშია. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ახალწვეულმა დიმიტრი პაიემ და 16 წლის დებიუტანტმა ჰარის ოქსფორდმა. გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე, ევროპის ხუთ უძლიერეს საკლუბო ჩემპიონატს თუ გავითვალისწინებთ, პაიეზე მეტი საგოლე პასი მხოლოდ ვოლფსბურგელ კევინ დე ბრუინს (20) აქვს გაკეთებული, დიმიტრის აქტივში კი 18 საგოლე გადაცემაა. ფრანგმა "ვესტ ჰემშიც" კარგად დაიწყო.

რაც შეეხება ოქსფორდს, ის ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ექსევერტონელის, ჟოზე ბაქსტერის შემდეგ პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც მინდორზე გასულა.

ბილიჩი და არა მარტო ის ნორჩი ტალანტით აღფრთოვანებული გახლდათ.

"მეკითხებოდნენ - დარწმუნებული ხარ, რომ ის 16 წლისაა? ეს ერთგვარი რისკი იყო, მაგრამ მჯეროდა მისი და ცდად ღირდა. გვჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც მცველების წინ იმოქმედებდა და საჭიროების შემთხვევაში, მესამე ცენტრალური მცველი გახდებოდა, მაგრამ, ამავდროულად, ბურთთან "შენობით" იქნებოდა და წინაც წავიდოდა. ძალიან ვამაყობ ჰარისით. ფურცელზე 16 წლისაა, მაგრამ იგი ამ ახალი თაობის წევრია და უკვე მაღალ დონეზე თამაშობს.

ვიცი, რომ კარგი გუნდი გვყავს, ეს ბიჭებმაც იციან, მაგრამ საკითხავი იყო - რამდენად გამოვიდოდა მინდორზე ამის ჩვენება. მიხარია, რომ პოტენციალი გამოვავლინეთ", - აღნიშნა ბილიჩმა.

ალბათ, ისიც იცით, რომ ლონდონურ დერბიში პეტრ ჩეხმა დამაჯერებლად ვერ ითამაშა და დამნაშავე იყო პირველი გაშვებული გოლისას - კარიდან ცუდად გამოვიდა და კუიატს გაატანინა. ვენგერმა ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა და ვეტერან ჩეხ გოლკიპერზე ცუდი არაფერი უთქვამს.

თავად პეტრის კომენტარი კი ასეთი გახლდათ: "თითქოს ეს სცენარში არ უნდა ყოფილიყო და სამწუხაროა, რომ პრემიერლიგის ახალი სეზონი ასე დაიწყო - შეცდომით და უქულოდ. თუმცა ახლა მომავალ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ და მოვემზადოთ".

"ჩაქუჩებს" "არსენალთან" მიჯრით 9 წაგება ჰქონდათ და 2007 წლის შემდეგ "ემირატებზე" არ გაემარჯვათ, როდესაც "მეთოფეებს" ახალ სტადიონზე პირველი მარცხი აგემეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
უკრაინის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ბილიჩი დანიშნონ
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
"სტოკის" გაწვრთნას სლავენ ბილიჩს სთავაზობენ
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მოიესმა შვიდთვიანი კონტრაქტი, ხოლო ბილიჩმა 2 მილიონი მიიღო
ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი "მილანშიც" რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"ვესტ ბრომვიჩმა" სლავენ ბილიჩი გადააყენა