თურქულმა კლუბმა თითქმის გაიფორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ მოძულებული ვიქტორ ვალდესი
13:09 Kicker-ი იტყობინება, რომ თომას მიულერი "მანჩესტერ იუნაიტედში" 220 ათას ევროს მიიღებს კვირაში, რაც ხუთ წელიწადში 50 მილიონი ევრო გამოდის. ლუის ვან გაალი პირადად არის დაინტერესებული გერმანელის შეძენით.

13:14 "პარი სენ-ჟერმენში" ეძებენ დაცვის მარცხენა ფლანგზე ლუკ დინის შემცვლელს. როგორც ჩანს, ფრანგი "რომაში" გადადის და უკვე არსებობს მის ადგილზე სამი კანდიდატი - ლეივენ კურზავა "მონაკოდან", რაფაელ გერერო "ლორიანიდან" და ბენუა ტრემილინა "სევილიიდან".

13:16 "ლევერკუზენმა" დაასრულა ჩარლზ არანგისის ტრანსფერი. ჩილელმა "ბაიერში" ხუთწლიანი კონტრაქტი და მე-20 ნომერი მიიღო.

13:19 "სენტ ეტიენს" სურს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, მორგან ამალფიტანოს გაფორმება. ეს ფეხბურთელი ვერ შეეწყო "ვესტ ჰემში" სლავენ ბილიჩს და, შესაძლოა, ლიგა 1-ში დაბრუნდეს.

13:37 "შალკე" 30 მილიონადაც არ აპირებს იულიან დრაქსლერის "იუვენტუსში" გაყიდვას, რადგან ეს ფეხბურთელი თავად სჭირდება.

14:03 ESPN იტყობინება, რომ ნიკოლას ოტამენდი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ იქნება.

14:20 "ლიონის" ყოფილი მცველი მეჰდი ზეფრანი "რენში" გადავიდა.

14:23 "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" "ბოლტონიდან" შეიძინა აშშ-ის ნაკრების მცველი ტიმ რიმი. ტრანსფერის ღირებულებაა - 2 მილიონი ევრო.

14:34 აბდულ რაჰმან ბაბა პარასკევს გაივლის სამედიცინო შემოწმებას "ჩელსიში". განაპირა მცველი აღარ შეიყვანეს "აუგსბურგის" განაცხადში ბუნდესლიგის პირველ ტურში.

14:41 Marca-ს ინფორმაციით, არსენ ვენგერი "ოლიმპიაკოსიდან" შეიძენს 29 წლის ესპანელ მეკარეს, რობერტო ხიმენესს. პეტრ ჩეხისა და დავიდ ოსპინას შემდეგ ეს მესამე გოლკიპერი იქნება "არსენალში".

14:54 "ევერტონის" მცველ ჯონ სტოუნზისთვის არა მხოლოდ "ჩელსი", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედიც" იბრძვის. ვან გაალი ლივერპულელებს დიდ თანხასა და დამატებით ჯონი ევანსს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ "ევერტონმა" უარი თქვა "ჩელსის" 42-მილიონიან წინადადებაზე.

14:56 "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "ვალიადოლიდის" წევრი ხეფრენ სუარესი "ანტალიასფორში" გადადის, სადაც ამ ზაფხულს სამუელ ეტო'ო ჩაირიცხა.

14:58 "ტოტენჰემი" ისევ ინტერესდება ანდრეი იარმოლენკოთი. კიევის "დინამოს" ფორვარდის ფასი 15 მილიონი ევროა.

15:03 "ევერტონმა" კონტრაქტი გააფორმა "ბარნსლის" 18 წლის მცველთან, მეისონ ჰოლგეიტთან. ხელშეკრულება ხუთწლიანია.

15:08 მადრიდის "რეალი" აღარ აპირებს "იუვენტუსიდან" ფერნანდო ლორენტეს შეძენას.

15:10 "ანტალიასფორი" აგრძელებს აქტიურობას. თურქულმა კლუბმა თითქმის გაიფორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ მოძულებული ვიქტორ ვალდესი.

15:14 "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველი კალიდუ კულიბალი, შესაძლოა, "საუთჰემპტონში" გადავიდეს.

15:17 "იუვენტუსი" ისევ ფიქრობს ნახევარდაცვის გაძლიერებაზე. ტურინელებს, ჯერჯერობით, არაფერი გამოსდით რამირესთან და დრაქსლერთან დაკავშირებით, ახლა კი ხუან კუადრადოზე დაფიქრდნენ.

15:20 ავსტრალიელი ლიუკ უილკშირი "ფეიენოორდს" გამოეთხოვა, ახალი კლუბის შესახებ კი ჯერ არაფერია ცნობილი.

15:23 "ტოტენჰემი" "ვესტ ბრომვიჩს" ელაპარაკება საიდო ბერაჰინოს თაობაზე.

15:46 იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალესანდრო დიამანტი სულ მალე გადავა "გუანგჯოუ ევერგრანდიდან" "უოტფორდში".

16:43 "არავინ იცის, დარჩება თუ არა პედრო გუნდში. მას სურს ჩვენთან ყოფნა, მაგრამ მეტ სათამაშო დროს ითხოვს", - განაცხადა "ბარსელონას" დამრიგებელმა ლუის ენრიკემ პედრო როდრიგესის სიტუაციაზე.

16:54 ესეკილ გარაის არ უნდა "ზენიტის" დატოვება. "რუსეთის ჩემპიონატში თამაში სულაც არ არის მოსაწყენი. "ზენიტთან" კიდევ ოთხი წელი მაკავშირებს და ვაპირებ, კონტრაქტი სრულად გამოვიმუშაო. თან, ოჯახს აქ მოსწონს. ჭორები კი არ მაღელვებს", - განაცხადა არგენტინელმა.

17:00 გრეგორი ვან დერ ვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ "პარი სენ-ჟერმენში" აითვალწუნეს და სხვაგან თამაში სურს. ეს "სხვაგან" შეიძლება იყოს "ჩელსი". ჟოზე მოურინიოს სურს ჰოლანდიელის აყვანა, რადგან მას ბრანისლავ ივანოვიჩის შემცვლელად განიხილავს. თუმცა, ლონდონში ვან დერ ვილს კვირაში 250 ათას ევროს არ გადაუხდიან.

17:13 რაფაელ ბენიტესი კმაყოფილია იმ მეკარეებით, რომლებიც "რეალში" ირიცხებიან და არ აჩქარებს ფლორენტინო პერესს დავიდ დე ხეას ტრანსფერის თაობაზე.

17:22 "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ თომას მიულერი არ იყიდება.

"ჩვენი ინგლისელი კოლეგები, როგორც ჩანს, უუნარონი არიან მთელი ფულის დახარჯვაში".

ცოტა რამ დე ბრუინის შესახებ:

"ვოლფსბურგს" არანაირ პრობლემას არ შევუქმნით. ამას 100 პროცენტით ვადასტურებ. პრემიერლიგის კლუბებმა სცადონ დე ბრუინის გადაბირება, მაგრამ სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ფული ყველაფერს არ წყვეტს. მხედველობაში მყავს - სერხიო რამოსი, მიულერი, დე ბრუინი", - განაცხადა რუმენიგემ.

17:39 ახალგაზრდა ხორვატი ალენ ჰალილოვიჩი "ჰამბურგში" არ გადავა. "ბარსელონა" გერმანულ კლუბს პირობას უყენებდა ფეხბურთელის სათამაშო დროსთან დაკავშირებით, მაგრამ "ჰამბურგმა" ვერ წარმოადგინა ძირითადში მოხვედრის გარანტია.

17:54 რობერტო სოლდადო მაინც გადადის "ვილიარეალში". "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ დაადასტურა, რომ ფორვარდი ესპანეთში გაფრინდა.

18:06 "ფლუმინენსეს" ნახევარმცველი ჟერსონ სანტოსი, რომელსაც "ბარსელონა" დასდევდა, იტალიაში მიემგზავრება "რომასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად.

18:16 წარმატებით სრულდება მაპუ იანგა-მბივას ტრანსფერი "ლიონში". პარასკევს მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, "რომა" კი 10 მილიონ ევროს მიიღებს.

18:22 აქსელ ვიტსელი არ გადავა "მილანში". "ზენიტი" ძალიან ბევრს ითხოვს.

19:20 რაულ ხიმენესი "ატლეტიკოდან" "ბენფიკაში" წავიდა. იქ უკვე გაიმართა ფეხბურთელის პრეზენტაცია.

20:13 დანიელ ოპარე, რომელიც შარშან "ბეშიქთაშში" თამაშობდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა "აუგსბურგში".

20:37 ადნან იანუზაი არ დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს". ლუი ვან გაალმა გამოაცხადა - 28 ფეხბურთელი მყავს და ყველა მჭირდებაო.

20:41 როგორც ჩანს, გაირკვა "ატლეტიკოს" მცველის, გილერმო სიკეირას ახალი კლუბი - მალე ის "იუვენტუსში" გაემგზავრება.

21:04 დიეგო ბოანანოტე "გრანადამ" საბერძნეთის აეკ-ში გაყიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" მწვრთნელად დაბრუნდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლაპორტა ვიქტორ ვალდესს "ბარსელონაში" აბრუნებს
ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდა
ვიქტორ ვალდესი: ფატის საშინელი ბუცები ჰქონდა და ახლები მე შევუძინე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ბარსელონას" ლეგენდამ გარეუბნის გუნდი ჩაიბარა
გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა