"ბაიერნი" კვლავაც მთავარი ფავორიტია ტიტულის მოგებაზე
"ბაიერნი" კვლავაც მთავარი ფავორიტია ტიტულის მოგებაზე, მაგრამ, ამჯერად, საყოველთაო ვარაუდით, პეპ გვარდიოლას გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს.

ჯერ ერთი, იხსენებენ იმას, რომ რეკორდმაისტერმა ბოლო რვა ოფიციალური მატჩიდან ექვსი წააგო.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია დიდი ამბიციების მქონე "ვოლფსბურგი", რომელმაც თუ კევინ დე ბრუინი შეინარჩუნა, სერიოზულ პრეტენზიას გამოაცხადებს ჩემპიონობაზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ბოლო ორი ტიტული სწორედ "მგლებმა" მოიგეს - ქვეყნის თასი და სუპერთასი. ეს ბოლო ტიტული მათ სწორედ "ბაიერნთან" მატჩში აიღეს.

თანდათან იკლებს ქულათა სხვაობა, რომლითაც "ბაიერნი" ჩემპიონატში უახლოეს კონკურენტს ამარცხებს. 2012-13 წლების სეზონში, "დორტმუნდთან" სხვაობამ 25 ქულა შეადგინა, მომდევნო წელს, იმავე "დორტმუნდს" 19 ქულა მოუგო, შარშან კი "მხოლოდ" ათი ქულით აჯობა "ვოლფსბურგს".

კი ბატონო, შესაძლოა, უსუსური არგუმენტია, სამაგიეროდ, მნიშვნელოვანია ერთი ისტორიული ფაქტი - ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხჯერ ტიტული არც ერთ გუნდს არ მოუგია.

ოთხეულის კანდიდატები

ძალიან საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის. დიდი ალბათობით, უკვე ნახსენებ "ბაიერნსა" და "ვოლფსბურგს" სეზონის ბოლოს პირველ ოთხეულში ვიხილავთ, დარჩენილი ორი საგზურისთვის კი კანდიდატები ბევრნი არიან. პირველ რიგში, ისევ ცნობილი ოთხეული უნდა ვახსენოთ: "დორტმუნდი", "ლევერკუზენი", "გლადბახი" და "შალკე". და არც სხვა გუნდებისგან არის გამორიცხული სიურპრიზები.

ძლიერი მეკარეები, მაინც ბევრი გოლი

ბუნდესლიგის ბოლო სეზონებს თუ ავიღებთ, ყველაზე ნაკლები გოლი 2014-15 წლების ჩემპიონატში გავიდა. პირველ რიგში, ეს მეკარეების დამსახურება ყოფილა, - გვამცნობს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი. შარშან მათ ზუსტი დარტყმების 70 პროცენტი მოიგერიეს, უხეში შეცდომების რიცხვი კი 38 იყო, რაც 19-ით ნაკლებია წინა სეზონის შედეგზე.

მიუხედავად ამისა, ტოპ-ხუთეულის ჩემპიონატებში, საშუალოდ მატჩში ყველაზე მეტი გოლი მაინც ბუნდესლიგაში გავიდა - 2.75. შედარებისთვის, ინგლისში ეს მაჩვენებელი იყო - 2.56, ესპანეთში - 2.65, იტალიაში - 2.69 და საფრანგეთში - 2.49.

დასწრება ისევ გერმანიისაა

ბუნდესლიგა კვლავაც ლიდერად რჩება დასწრების მაჩვენებლით. მსოფლიოში ყველაზე მოდერნიზებული სტადიონებისა და ფანების ერთგულების წყალობით, 2014-15 წლების სეზონში, საშუალოდ ერთ მატჩს 43 500 მაყურებელი ესწრებოდა.

ბოლო სეზონებში, უკეთესი დასწრება 2011-12 წლების ჩემპიონატში იყო, როცა საშუალო მაჩვენებელი 45 100 მაყურებელს უდრიდა.

ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნები ახლოსაც ვერ მიდიან გერმანიასთან. ინგლისის პრემიერლიგაში საშუალოდ ერთ მატჩს 36 200 მაყურებელი ესწრებოდა, ესპანეთში - 27 000, იტალიაში - 22 200 და საფრანგეთში - 22 100.

ახალი სახეები

ახალი სეზონის წინ ბუნდესლიგის გუნდებში საინტერესო გადაადგილებები მოხდა. "ბაიერნს" ორი მნიშვნელოვანი შენაძენი აქვს არტურო ვიდალისა და დუგლას კოშტას სახით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ითამაშებს გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი კევინ კურანი - ის "ჰოფენჰაიმის" რიგებში ცდის ძალებს.

ასევე საინტერესოა გერმანიის ნაკრების ორი ყოფილი ფეხბურთელის - საშა რიტერისა და პიოტრ ტროხოვსკის გამოჩენა, შესაბამისად, "შალკესა" და "აუგსბურგის" შემადგენლობებში.

მორიგი ნიჭიერი იაპონელი გამოჩნდა გერმანიის ჩემპიონატში - "მაინცმა" "ლესტერში" წასული შინჯი ოკაზაკის შემცვლელად, 22 წლის ფორვარდი იოშინორი მუტო შეიძინა, რომელმაც იაპონიის ნაკრებში 11 მატჩის ჩატარება მოასწრო. "აინტრახტის" რიგებშია ნიჭიერი ჰოლანდიელი ლუკ კასტაინოსი, რომელმაც უკვე გაიტანა ერთი გოლი გერმანიის თასის მატჩში...

მოლოდინი დებიუტანტებისგან

ბუნდესლიგა ბოლო წლების ტრადიციას არ ღალატობს და დამდეგ სეზონში, გერმანიის მთავარ ლიგაში მორიგი აბსოლუტური დებიუტანტი ითამაშებს. "ინგოლშტადტი" ისტორიაში 54-ე გუნდია, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში მოსინჯავს ძალებს. საინტერესოა, ეს გუნდი მიბაძავს "აუგსბურგსა" და "ჰოფენჰაიმს" და დიდი ხნით დარჩება პირველ ლიგაში თუ "ფიურტისა" და "პადერბორნის" ბედს გაიზიარებს, რომლებმაც მხოლოდ ერთი წელი გაძლეს ელიტაში?

ასევე ინტრიგაა "დარმშტადტის" გამოსვლა, რომელიც 33-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ბუნდესლიგაში. დღევანდელი გადმოსახედიდან, ბოლო ორი ადგილის დაკავებას სწორედ ამ გუნდებს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება "ჰამბურგი", რომელიც ბოლო წლებში ღრმა კრიზისში იმყოფება და დიდი გაჭირვებით ინარჩუნებს ადგილს მთავარ ლიგაში.

დამდეგი სეზონის კიდევ ერთი ინტრიგა სწორედ ამ გუნდის გამოსვლა იქნება - საინტერესოა, დაძლია თუ არა კრიზისი ერთ დროს გერმანული ფეხბურთის გრანდმა?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] დიდი სენსაცია ბუნდესლიგაში - "აუგსბურგმა" "ბაიერნი" სტუმრად "ქამბექით" დაამარცხა!
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!