საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ესტონეთთან თბილისის მერიის თასის მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ზაზა ფაჩულიამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ესტონეთთან თბილისის მერიის თასის მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეს 90:55 სძლია.

"საწყისი რამდენიმე წუთი ცუდად დავიწყეთ, რაც ალბათ ნევიულობის ბრალია, თუმცა მალევე მოვახერხეთ თამაშის დალაგება და სოლიდურადაც დავწინაურდით. დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ვფიქრობ, ამ შეცდმების გამოსწორებას უახლოეს მომავალში შევძლებთ.

საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა და იმედი მაქვს, მომავალ შეხვედრებშიც შევძლებთ წარმატებების მიღწევას. ეს არ გახლავთ ნაკრების მაქსიმუმი, დასახვეწი და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს და მალე ნაკრები მზადების მომდევნო ეტაპზე გადავა", - თქვა ზაზა ფაჩულიამ.

"შეამჩნევდით, რომ ჩვენს გუნდს აკლია თორნიკე შენგელია. იგი მალე გამოჯანმრთელდება და ეჭვიც არ მეპარება, რომ სლოვენიაში გუნდს კარგ ფორმაში მყოფი შეუერთდება.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ, მაგრამ ევრობასკეტზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რათა ჯგუფიდან გავიდეთ.

ესტონეთს არ ჰყავს იმდენად ძლიერი გუნდი, რომ მათ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩიდან გამოდინარე ვიმსჯელოთ ჩვენი ნაკრების ფორმაზე.

ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ჯანმრთელად და კარგ ფორმაში მყოფნი შევხვდეთ ევროპის ტურნიეს. ამისათვის გვაქვს 20 დღე და ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ", - თქვა მანუჩარ მარკოიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩს პირველი არხი აჩვენებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა [VIDEO]
თბილისის მერიის თასი: იტალიის ნაკრებმა ესტონეთს სძლია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
კოტე ტუღუში: ახალგაზრდებმა ლატვიასთან მატჩში თავი კარგად გამოიჩინეს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
საქართველო-იტალია 67:87 - NBA თბილისში! [VIDEO+PHOTO]
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"თბილისის მერიის თასი" "ხომლმა" მოიგო
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა