16 აგვისტოს ჩვენებმა ფინალური შეხვედრა აშშ-ს გუნდთან 0:6 წააგეს
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა პოლონურ ვროცლავში, მსოფლიოს თასზე.

დღეს ჩვენებმა ფინალური შეხვედრა 0:6 წააგეს აშშ-ს გუნდთან, რომელთა რიგებშიც ქართველი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) გამოდიოდა.

შეხვედრა ამერიკელთა უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი ორი სეტი დამაჯერებლად მოიგეს: 53:49; 54:51. ჩვენებს შეხვედრის გადარჩენის რაღაც შანსი მესამეში მიეცათ, თუმცა ამერიკელებმა შესანიშნავი გამოსვლით ამის საშუალებაც არ მისცეს - პირველი სამ-სამ გასროლის შემდეგ ანგარიში 26:26 იყო, ჩვენებმა მომდევნო სამი ისრიდან ორი ათიანში მოარტყეს, ერთიც - 9-იანში, თუმცა ამერიკელებმა ისარი ისარში დაასვეს, სამივე ცდა 10-ინაში მოარტყეს და 30 ქულა დააგროვეს. ამ სეტში მათ 56:55 იმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან უდაოდ გამოსარჩევია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ვინც სტაბილურად იასპარეზა და 6 ისრიდან 4 9-იანში მოარტყა, თითოჯერ კი 8 და 10 ჰქონდა.

იულია ლობჟანიძემ და ხათუნა ნარიმანიძემ 2-2-ჯერ 7-იანებშიც გაარტყეს, თუმცა ლობჟანიძემ ორჯერ 10-იანიც მოინადავლა.

დღეს, თბილისის დროით 17.45 საათზე ესებუა პირად პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ელენა რისტერს შეხვდება.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები მსოფლიოს თასის ფინალში გავიდა
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...