ევროპარლამენტმა ბელორუსის მიმართ სანქციების გამო, შესაძლოა, ქვეყნისთვის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვოს
ევროპარლამენტმა ბელორუსის მიმართ სანქციების გამო შესაძლოა ქვეყნისთვის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვოს, რომელიც 2014 წელს მინსკში უნდა ჩატარდეს.

ევროპის საბჭოს სანქციები ბელორუსთან დაკავშირებით, შესაძოა, რუსეთის მოკავშირე ქვეყნის სპორტულ სფეროსაც შეეხოს. ეს შეიძება იქამდე მივიდეს, რომ ქვეყანამ ჰოკეის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაკარგოს.

19 დეკემბრის მოვლენების გამო ბელორუსი ამჟამად, როგორც უფლებადამცავი ორგანიზაციების, ასევე ევროპარლამენტის მხრიდან, კრიტიკის ქარცეცხლში იმყოფება. მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციის გამოსვლა გაიმართა, რომელიც დაარბიეს.

აღნიშნული მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ ევროპარლამენტმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი მკაცრად შეაფასა და ევროპის მმართველებს საპასუხო სანქციებისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტის სანქციები შესაძლოა ბელორუსულ სპორტსაც შეეხოს, განსაკუთრებით კი იმ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. პირველ რიგში საუბარია ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ ამ ტურნირის მასპინძლობა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ კონგრესზე 2009 წელს მიიღო. წარმატება მხოლოდ რიგით მეოთხე ბელორუსულმა განაცხადმა მოიპოვა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში ჰოკეი ნომერ პირველი და ყველას, მათ შორის ლუკაშენკოს საყვარელი სპორტია. მსოფლიოს ჩემპიონატის მათჩები მინსკის ორ არენაზე უნდა ჩატარდეს. ერთ-ერთი მრავალფუნქციური "მინსკ-არენაა", რომლის ტევადობა 15 ათასია და საშინაო მატჩებს კონტინენტალური ჰოკეის ლიგის გუნდი "დინამო" ატარებს. გასულ წელს ამ არენაზე ლიგის ვარსკვლავთა მატჩი ჩატარდა.

2014 წელს სოჭის ოლიმპიადაც იმართება, რამაც ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა ძალიან დაჩრდილოს. თუმცა თუ პოლიტპატიმრები ბელორუსის ციხეში დარჩებიან, ევროპარლამენტი ქვეყნისთვის ამ ტურნირის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს. მიიღებს თუ არა ევროკავშირი ბელორუსთან დაკავშირებით სანქციებს, 31 დეკემბერს გადაწყდება.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა