ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ომარ თეთრაძე: პრემიერლიგა ჩემთვის გამოცდაა

ომარ თეთრაძე: პრემიერლიგა ჩემთვის გამოცდაა

"ვოლგას" თავკაცი რუსეთის პრემიერლიგის მომავალ სეზონში ოთარ მარცვალაძის ბომბარდირობას არ გამორიცხავს
რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ "ვოლგას" მთავარი მწვრთნელის ომარ თეთრაძისადმი რუს ჟურნალისტთა ინტერესი გასაგებია - გარდა იმისა, რომ ნიჟნინოვგოროდული კლუბი პირველი დივიზიონიდან უმაღლესში გადაიყვანა, წარმატებას იმ ქართველი ფეხბურთელებით მიაღწია, რომლებსაც ჩრდილოეთში კარგი თვალით მაინც და მაინც აღარ უყურებენ. თანაც, თეთრაძემ ახალი სეზონის წინ, ქართველებით ისედაც მდიდარ ვოლგაში" კიდევ რამდენიმე ჩვენებური დაიმატა - გოგიტა გოგუა, გია გრიგალავა და მათე ვაწაძე...

რუსული საიტი "ჩემპიონატ.რუ" ომარს გუნდის მზადებაზე, სატრანსფერო კამპანიასა და ამბიციებზე დაეკითხა.

- როგორ მიდის გუნდის საპრემიერლიგო სამზადისი?

- დაგეგმილი პროგრამის მიხედვით ვემზადებით. მიუხედვად საკონტროლო მატჩების გამართვისა, სავარჯიშო გეგმიდან არ ვუხვევთ და სერიოზული დატვირთვებით ვემზადებით. რაც მთავარია, ბიჭები თავს არ ზოგავენ და ვარჯიშისადმი მათი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. მჯერა, მომავალშიც ასე იქნება.

- სატრანსფერო კამპანიის წინ რა მიზნები დაისახეთ?

- გვინდოდა გუნდისთვის გამოცდილება და ოსტატობა შეგვემატებინა. ჯამში, ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები შემოვიკრიბეთ.

- პირველსავე შეკრებაზე მაქსიმალურად ბევრი ახალწვეულის გასინჯვა და საკითხის გადაწყვეტა თქვენი ინიციატივა იყო?

- რა თქმა უნდა. ახლავე გვაქვს საშუალება, გავერკვეთ მათ შესაძლებლობებში და დავადგინოთ, ვისი იმედი უნდა გვქონდეს მომავალ სეზონში. მეორე შეკრებაზე უკევ ძირითადი შემადგენლობის 26-27 მოთამაშე დარჩება და ვეცდებით, ამხანაგურ მატჩებში, სულ ცოტა, თითო ტაიმი ყველა მათგანი ვათამაშოთ, რათა წარმოდგენა შევიქმნათ.

- გარდა სათამაშო შესაძლებლობებისა, სელექციის დროს სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებდით?

- სხვასთან ერთად ფეხბურთელთა ხასიათსაც ყურადღებას ვაქცევდით, რათა გუნდში ჯანსაღი კლიმატი შენარჩუნდეს და რაღაც დაჯგუფებები არ შეიქმნას. საბედნიეროდ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც კოლექტივში ერთსულოვნების დაცვა ხელეწიფებათ, მაგალითად, ხაზოვი, ანჯინჯალი, მარცვალაძე. მათზე ბევრია დამოკიდებული.

- შარშან პრემიერლიგაში "ანჟიც" გადაიყვანეთ, მაგრამ შემდეგ ამ გუნდთან ერთად აღარ გიმუშავიათ. ეს, როგორც მწვრთნელს, დამატებით სტიმულს ხომ არ გძენთ?

- პრემიერლიგაში ყველა მწვრთნელი ცდილობს, თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინოს. ჩემთვის ეს ერთგვარი გამოცდაა და ვეცდები, ჩავაბარო.

- პირველ დივიზიონში განვლილმა სეზონმა, როგორც მწვრთნელს, რამე შეგმატათ?

- ფეხბურთი ყველგან ერთია - გინდ პრემიერლიგაში, გინდ პირველ დივიზიონში. განსხვავება მხოლოდ მოთამაშეთა დონეშია. რაც უფრო კარგი შემსრულებლები გყავს, მით უფრო ადვილია მუშაობა. იმედი მაქვს, ის ფეხბურთელები, რომლებიც "ვოლგას" ღირსებას იცავდნენ, თავიანთი საუკეთესო თვისებებით პრემიერლიგაშიც წარმოჩინდებიან და ამის სურვილი თავადაც აქვთ.

- მაშ ფიქრობთ, რომ პირველი დივიზიონისა და "ვოლგას" საუკეთესო ბომბარდირი ოთარ მარცვალაძე პრემიერლიგაშიც შეძლებს ანალოგიური ტიტულისთვის ბრძოლას?

- რატომაც არა? ერთ სეზონში 21 გოლის გატანა რჩეულებს შეუძლიათ. მე პირადად დარწმუნებული იმაში არ ვარ, თავად პრემიერლიგის სნაიპერები შეძლებენ თუ არა იმავე შედეგის გამეორებას პირველ დივიზიონში.

რაც შეეხება მარცვალაძეს, ყველაფერი თავად მასზეა დამოკიდებული - როგორ მიუდგება თითოეული მატჩს.

- რას მოელით პრემიერლიგისგან?

- მთავარი არა ელიტაში მოხვედრა, არამედ - იქ დამკვიდრებაა. ამისთვის კი ხანგრძლივი და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს იოლი არაა და კიდევ უფრო რთული მაღალი, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა იქნება, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია - თითოეულ მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ, მერე კი... არასდროს თქვა არასდროს.

მომზადებულია championat.ru-ს მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა