"მოლაპარაკება ჩეხეთის, დანიისა და მეორე ბუნდესლიგის გუნდებთან მიმდინარეობს"
თურქულ "ქასიმფაშაში" აღარ არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი. 20 წლის ფეხბურთელი ამ გუნდიდან სეზონის დასრულებისთანავე წამოვიდა და, როგორც გვითხრა, ახალ გუნდში გადასვლას იმედოვნებს.

"კლუბში გენერალური დირექტორიც შეიცვალა და მწვრთნელიც. ახლებმა კი გადაწყვიტეს, რამდენიმე ფეხბურთელი გაეშვათ და თავიანთი მოთამაშეები მოეყვანათ. გაშვებულებში მეც მოვხვდი.

არადა, შოთას წასვლის შემდეგ თითქმის ყველა თამაში ვითამაშე. ამავე დროს, მადლობელი ვარ შოთასი, ნდობა რომ გამომიცხადა.

იმედია, მომავალში ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთება, იმიტომ, რომ ჩემი პროგრესის მჯერა და ამისთვის ყოველდღიურად ვშრომობ", - ამბობს დვალი.

ახალგაზრდა მცველს ისევ ევროპაში წასვლის იმედი აქვს:

"ახლა აგენტი არ მყავს და ნებისმიერი იმ ადამიანის წინადადებას განვიხილავ, რომელიც საინტერესო იქნება. "სატრანსფერო ფანჯარა" 1-ელ სექტემბერს იხურება და იმედია, მანამდე ახალ გუნდში ჩავირიცხები.

რამდენიმე გუნდი დაინტერესებულია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ "რედინგთან", რომელსაც ჩემი ტრანსფერი ეკუთვნის, კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება. ინგლისელებს ჩემი იჯარა აღარ აწყობთ და გაყიდვა სურთ. დაინტერესებული კლუბები კი ამაზე ფეხს ითრევენ და მოლაპარაკებას აგრძელებენ.

მოკლედ, იჯარით წასვლის შანსი ნაკლებია, მაგრამ არც ამის იმედს ვკარგავ და არც გამოსყიდვას გამოვრიცხავ".

დვალს დაინტერესებულ გუნდებზეც ვკითხეთ:

"ჯერ ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩეხეთის, დანიისა და მეორე ბუნდესლიგის გუნდებთან. ახლა მთავარია, "რედინგიდან" კონტრაქტი გამოისყიდონ. ლაპარაკია დაახლოებით 300 ათას დოლარზე".

ეროვნული ნაკრების მოთამაშე ახლა თბილისშია:

"ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ შემოდგომა და, მასთან ერთად, სანაკრებო შეხვედრების დრო მოდის, მე კი უგუნდოდ ვარ და შეკრება არ გამივლია. ცხადია, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა მაქვს. თუმცა მთელ სულს და გულს ჩავდებ იქ, სადაც საქართველოს სახელი იქნება ნახსენები.

მადლობა კახა კაჭარავას, რომელმაც "ცხინვალში" მავარჯიშა და ფორმის შენარჩუნების შანსი მომცა, მაგრამ ახლა გუნდში ჩარიცხვამდე ისევ ინდივიდუალურად მოვემზადები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vova
არსენა როგორ ფიქრობ ეს Memphis Depayს შეაჩერებს (ნახე მისი განვითარებული აღნაგობა)რა უნდა ხდებოდეს?!ფიზიკურად განუვითარებელი ფეხბურთელები გვყავს
arsena
ამ ტრანსფერებიდან ერთმა არ გაამართლა, ყველას ან თამაშის საშუალება არ ეძლევა და სკამზეც ვერ ხვდებიან ან ერთ წელიწადში გუნდიდან უშვებენ... რა ხდებაა?????
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
შოთა არველაძე მწვრთნელად ყოფილ კლუბს სურს
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა