ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: საქართველოს ნაკრები ასტანისკენ დაიძრა

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: საქართველოს ნაკრები ასტანისკენ დაიძრა

ჩვენი ნაკრები ასტანაში ორ ჯგუფად გაემგზავრება - პირველი ნაწილი დღეს, საღამოს 19 საათზე გაფრინდება პირდაპირი რეისით
24-30 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები არასრული შემადგენლობით იასპარეზებს.

პირად პირველობაში მონაწილე არ გვეყოლება ორ წონაში - 66-სა და 100-ში, დანარჩენებში კი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ორგზის ფინალისტი და ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) გამოვლენ. გუნდურში კი მათ ვაჟა მარგველაშვილი (66) დაემატებათ. ქალთა ტურნირში ერთი მონაწილე გვეყოლება - ესტერ სტამი (70).

ასტანაში შეჯიბრების განრიგი ასეთია: 23 აგვისტოს, იქაური დროით 14 საათზე, წილისყრა გაიმართება, პირველ საშეჯიბრებო დღეს - 24-ში კი ვაჟებიდან 60-ის, ხოლო ქალებიდან 48 კილოგრამის ათლეტები იჭიდავებენ. ამის შემდეგ, 27 აგვისტოს ჩათვლით, ასე თითო წონის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ანუ, შესაბამისად, ტატამზე გავლენ 66-52-ის, 73-57-ისა და 81-63-ის ძიუდოისტები.

მომდევნო ორ დღეს უკვე 3-3 წონას ვიხილავთ: 28-ში ვაჟებიდან 90-ის, ქალებიდან კი 70-78-ის წარმომადგენლებს, ხოლო 29-ში ორი წონა უკვე "ძლიერ სქესს" ეყოლება - 100 და +100, ქალებიდან კი მხოლოდ +78 იქნება დარჩენილი.

30 აგვისტო გუნდურ პირველობას დაეთმობა.

ჩვენი ნაკრები ასტანაში ორ ჯგუფად გაემგზავრება. პირველი ნაწილი დღეს, საღამოს 19 საათზე გაფრინდება პირდაპირი რეისით ასტანაში, ამ ჯგუფში კი ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელებთან ერთად პაპინაშვილი, ტატალაშვილი, შავდათუაშვილი, ჭრიკიშვილი და მარგიანი შედიან.

დანარჩენები თბილისში გააგრძელებენ მომზადებას გიორგი გუგავას და გიორგი ბაინდურაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში კი 22-ში გაემგზავრებიან.

რაც შეეხება ესტერ სტამს, ის ჰოლანდიაში ემზადება და ასტანაშიც იქიდან გადაფრინდება.

ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება ლიკანში გაიარა, სადაც კარგ პირობებში ემზადებოდნენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე კმაყოფილია გუნდის მომზადებით და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ამ კუთხით სერიოზული პრობლემები მართლაც არაა, თუმცა არის პატარ-პატარა ტრავმები. ოლიმპიური გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის ინფორმაციით, ყველაზე პრობლემური მაინც მარგიანის და ლიპარტელიანის მდგომარეობაა, თუმცა მაინც არაა ისე საგანგაშო და მძიმე, როგორიც თუნდაც პირველ ევროპულ თამაშებზე იყო.

მარგიანს ისევ ფეხის ძველი ტრავმა აწუხებს და კვლავ გამაყუჩებლებით იჭიდავებს. ლიპარტელიანს იაპონიაში ნატკენი ბარძაყის კუნთი ისევ დასჭიმვია და ბოლო ორი დღე სრულად ვერ ივარჯიშა, საკონტროლო შეხვედრები ვერ ჩაატარა. სავარაუდოდ, მასაც ნემსი დასჭირდება, თუმცა კახაბრიშვილი ვითარებას საგანგაშოდ მაინც არ მიიჩნევს.

მცირე ტრავმა აწუხებს პაპინაშვილსაც, მაგრამ არა სერიოზული.

საბედნიეროდ, 73-ის და მძიმე წონების ფალავნები ტურნირს ზედმეტი გართულებების გარეშე ხვდებიან, ოქრუაშვილს კი კიდევ 6 კილოგრამი დაუკლია, რაშიც დიდია გუნდის ექიმ დიმიტრი ბაღათურიას დამსახურება.

ჭრიკიშვილიც ჯანზეა და ლიკანში ერთი სპარინგ-შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთანაც კი ჩაუტარებია, რომელსაც ნაკრები შეკრებაზე მოუნახულებია.

მსოფლიოს ჩემპიონატს სერიოზული გართულებების გარეშე ხვდებიან ღვინიაშვილი და მარგველაშვილიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Givi

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული სულ 2 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს და ამ მსოფლიოზეც თუ 2 ოქროს ავიღებთ ინდივიდუალურებში ნამდვილად დიდი მიღწევა იქნება, თორე გუნდურში მარტო იაპონია გვჯობია მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებით

პირადში 2 ოქრო და კიდევ 3 მედალი დაგვხატავს

დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!

ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]

ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)

ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება

ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა

თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა

ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?

ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!

მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს

10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში

[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]

მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში

ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]

შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია