ხორვატი მადრიდში წელიწადში სამ მილიონ ევროს მიიღებს
13:08 თავდაპირველად, დღის მთავარი ამბები. პირველი: "სევილიამ" არ მოისურვა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ფულის გადახდა ვიქტორ ვალდესის სანაცვლოდ.

13:14 მეორე ამბავი: პედრო "მანჩესტერ იუნაიტედს" მოელაპარაკა. რჩება კლუბებს შორის შეთანხმება. ბოლო მონაცემებით, განსხვავება 5 მილიონი ევრო იყო: "იუნაიტედი" 25 მილიონს გამოდიოდა, "ბარსა" 30 მილიონს ითხოვდა.

13:19 მესამე ამბავი: ჰენრიხ მხითარიანი იტალიაში გადასასვლელად ემზადება. მას "იუვენტუსი" ეპატიჟება. უახლოეს დროში მინო რაიოლა დაკავდება "დორტმუნდის" სომეხი ნახევარმცველის ტურნირში მოწყობით.

13:35 კევინ დე ბრუინმა შოკში ჩააგდო საკუთარი აგენტი და "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლები. "წლის ვარსკვლავის" პრიზის გადაცემის ცერემონიაზე ბელგიელი სცენაზე ავიდა და გამოაცხადა: "მე, კევინ დე ბრუინი, ნამდვილად ვითამაშებ "ვოლფსბურგში" ამ სეზონში".

13:47 უფრო დეტალური ინფორმაცია ტანკრედი პალმიერისგან. ის წერს, რომ "იუვენტუსი" 18-მილიონიან წინადადებას ამზადებს მხითარიანზე.

13:59 "მილანმა" თავისი ჯგუფი გაუშვა სანკტ-პეტერბურგში აქსელ ვიტცელთან მოსალაპარაკებლად. იტალიელებს სურთ, გაარკვიონ - რამდენად მიზანშეწონილია ბელგიელის გაფორმება, რომელშიც "ზენიტი" 35 მილიონს ითხოვს.

14:03 ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკვე ამ ზაფხულს დატოვებს "პარი სენ-ჟერმენს". პარიზელები დაბალ ფასში გაყიდიან ფორვარდს. შვედის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

14:12 განაპირა მცველი ნიკო შულცი ტოვებს "ჰერტას". ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გადის მიონხენგლადბახის "ბორუსიაში".

14:18 თავად ბერლინური კლუბი შულცის შემცვლელს ინგლისში ეძებს. "ჰერტა" დაინტერესდა "არსენალის" მოთამაშით, ველინგტონ სილვათი. ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე.

14:28 "ევერტონი" აგრძელებს ჯიუტობას. ლივერპულელებმა უარყვეს "ჩელსის" მორიგი წინადადება სტოუნსთან დაკავშირებით. "ევერტონს" 30 მილიონი გირვანქა არ აკმაყოფილებს.

14:30 მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ჟოზე მოურინიომ 35 მილიონი გირვანქის დახარჯვის უფლება მიიღო.

14:52 "ჩელსი" ფიქრობს გონსალო იგუაინის შეძენაზე. ლონდონელებს არგენტინელში 63 მილიონი გირვანქის გადახდა შეუძლიათ.

14:57 ჰორიზონტზე გამოჩნდა "ვესტ ბრომვიჩი". "ტოტენჰემი" დათანხმდა ამ გუნდში ფედერიკო ფასიოს გაშვებას.

15:05 მაშ ასე, როცა "ევერტონი" ბევრ ფულს მიიღებს "ჩელსისგან", სტოუნსის ადგილას ან ეშლი უილიამსს ("სუონსი"), ან კალიდუ კულიბალის ("ნაპოლი") შეიძენს. კიდევ არის ვარიანტი - "რივერ პლეიტიდან" რამირო ფუნეს მორი.

15:13 ახალი ამბავი ბერაჰინოს შესახებ. "მანჩესტერ სიტიმ" გადაიფიქრა და "ტოტენჰემია" ერთადერთი გუნდი, რომელიც სეიდოს გადაბირებაზე ზრუნავს.

15:23 "რეალმა" ახალი ფინტი მოიფიქრა დე ხეას ხელში ჩასაგდებად. ტანკრედი პალმიერი წერს, რომ მადრიდელები გარიგებაში ჩართავენ კეილორ ნავასს.

15:37 ჩიხში შევიდა მოლაპარაკებები ოტამენდისთან დაკავშირებით. "მანჩესტერ სიტიმ" 40 მილიონი შესთავაზა, მაგრამ "ვალენსია" ერთი სეზონით მანგალას ითხოვს. "სიტის" ხელმძღვანელობას არ სურს ფრანგთან გამოთხოვება, რომელმაც ფანტასტიკურად დაიწყო ახალი სეზონი.

15:45 კოვაჩიჩი "რეალთან" ხუთწლიან კონტრაქტზე მოაწერს ხელს. ხორვატი მადრიდში წელიწადში სამ მილიონ ევროს მიიღებს.

16:00 "მანჩესტერ სიტიმ" მოაგვარა ოტამენდის საქმე: 45 მილიონი, ხუთწლიანი კონტრაქტი და არანაირი მანგალას იჯარა.

16:07 "მანჩესტერ იუნაიტედში" კი უცნაური ამბები ხდება. პედროსთან დაკავშირებით, ბოლომდე ყველაფერი გარკვეული არ არის. ვან გაალმა "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს 30 მილიონის გადახდა მოსთხოვა, რომელსაც "ბარსელონა" ელოდება. ვუდვორდი 25 მილიონს გამოდის.

16:20 მარიო ბალოტელით, როგორც იქნა, სამშობლოში დაინტერესდნენ. "ლაციო" ფიქრობს, ჩაებას თუ არა ფორვარდისთვის ბრძოლაში.

16:52 ჭორები "იუვენტუსთან" დაკავშირებით. იტალიელებს სურთ, სერია A-ში გადაიყვანონ პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი: ერიკ ლამელა "ტოტენჰემიდან" და ხუან კუადრადო "ჩელსიდან".

17:03 ედინსონ კავანით ძალიან არის დაინტერესებული "არსენალი". ლონდონელთა თავდაპირველი შეთავაზებაა - 35 მილიონი გირვანქა, თუმცა ვენგერი მზად არის ამ თანხის გასაზრდელად.

17:11 "ბეშიქთაში" სოლიდურ წინადადებას ამზადებს "ჩელსიდან" ჯონ ობი მიკელის გადასაბირებლად.

17:21 "ჩელსის" გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტი, როგორც ჩანს, გამოირიცხა. Marca იტყობინება, რომ "ატლეტიკომ" ახალი კონტრაქტი გააფორმა ანტუან გრიზმანთან და გაზარდა მისი გამოსასყიდი თანხა - 65-დან 80 მილიონ ევრომდე.

17:34 "ვოლფსბურგი" ელოდება "მანჩესტერ სიტის" წინადადებას დე ბრუინთან დაკავშირებით.

17:43 The Star-ი ვარაუდობს, რომ ვერატი, შესაძლოა, "ლივერპულის" მოთამაშე გახდეს. მოთამაშე გახსნილია პრემიერლიგიდან შეთავაზებებისთვის. მარკოს მიმართ ინტერესს "არსენალიც" იჩენს.

17:59 "რეალმა" გამოაცხადა კოვაჩიჩის ტრანსფერის შესახებ. მატეომ ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

18:05 "ბარსელონას" ნორჩი ტალანტი ალენ ჰალილოვიჩი ტოვებს კატალონიურ გრანდს, რათა ერთი სეზონის შემდეგ იქ უფრო ძლიერი დაბრუნდეს. ხიხონის "სპორტინგმა" გადაწყვიტა ბიჭის იჯარით აყვანა.

18:32 Daily Mail-მა გადაწყვიტა, რომ კიევის "დინამოს" ფეხბურთელი ანდრეი იარმოლენკო მალე "ევერტონში" გადავა.

18:45 "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შეაფასა სეზონის საშინელი სტარტი და თანხას გამოჰყოფს სამი ახალი ფეხბურთელის შესაძენად.

18:51 სავარაუდოდ, პირველი შენაძენი იქნება სტოუნსი.

18:59 ფაბიო ბორინი დიდი პოპულარობით სარგებლობს. "ლივერპულის" ფორვარდი "ინტერსა" და

"სანდერლენდს" აინტერესებთ.

19:04 "ვესტ ბრომვიჩმა" უარყო "ტოტენჰემის" წინადადება სეიდო ბერაჰინოსთან დაკავშირებით.

19:21 "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალისგან" მიიღო წინადადება 35 მილიონი ევროს ოდენობით.

19:23 "მანჩესტერი" დე ხეას სანაცვლოდ სწორედ 35 მილიონს ითხოვდა, ოღონდ გირვანქას და არა ევროს. "რეალის" შეთავაზება 10 მილიონით ნაკლებია "იუნაიტედის" მოთხოვნაზე.

19:32 "ნიუკასლმა" შეათანხმა ფლორიან ტოვენის ტრანსფერი. გარემარბი "სენტ ჯეიმს პარკზე" 17 მილიონ ევროდ მიდის. წასვლის მთავარი მიზეზი მარსელო ბიელსას გადადგომა გახდა.

19:50 ახალი ამბები მარიო გიოტცეს შესახებ. მატიას ზამერს სურს "ბაიერნში" ნახევარმცველის შენარჩუნება. ამასთან, ფეხბურთელი რეკორდმაისტერში დისკომფორტს განიცდის და კლუბის დატოვება უნდა. აქ უნდა გააქტიურდეს არსენ ვენგერი...

19:57 "ვოლფსბურგს" დე ბრუინის შენარჩუნების სურვილი აქვს. ბელგიელს ახალ ხელფასს შესთავაზებენ - 200 ათასი ევრო კვირაში. "სიტის" წინადადება იყო - 320 ათასი...

19:59 სამირ ნასრი "ინტერში" არ გადავა. ფეხბურთელის აგენტმა უარყო ჭორები "სიტის" ლეგიონერის მილანურ კლუბში ტრანსფერის შესახებ, მაგრამ არც ის დაუდასტურებია, რომ ნასრი მანჩესტერში დარჩება.

20:06 "ნიუკასლი" დღეს აქტიურობს. "კაჭკაჭებმა" დაუმიზნეს "მონაკოს" მცველს, აიმენ აბდენურს. Transfermarkt.de 26 წლის ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

20:18 კიდევ ერთი სიახლე "ნიუკასლიდან": სტივ მაკლარენი აღარ იბრძვის ჩარლი ოსტინის ხელში ჩასაგდებად, რადგან ფასი (21 მილიონი ევრო) ეძვირა.

20:22 "ვესტ ბრომვიჩს" სურს ფასიოსთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება. "ტოტენჰემის" მცველი კლუბმა 5 მილიონ ევროდ შეაფასა.

20:37 პალმიერი ახალ ინფორმაციას ავრცელებს: "რეალი" დე ხეას წელიწადში 10 მილიონ ევროს შესთავაზებს - მეათე ადგილი ფეხბურთელების ყველაზე მაღალ ხელფასებს შორის.

20:42 ბომბი "არსენალისგან": ვენგერმა დაუმიზნა "ბაიერნის" ორ ძირითად ფეხბურთელს. Daily Mail-ის თანახმად, ფრანგ სპეციალისტს სურს რობერტ ლევანდოვსკისა და თომას მიულერის გადაბირება.

20:45 გერმანულმა მხარემ ძალიან სწრაფად უპასუხა ვენგერს. "ბაიერნი" ამბობს, რომ ეს წყვილი არ იყიდება.

20:51 "საუთჰემპტონმა" მიზანში ამოიღო "სელტიკის" მცველი ვირჯინ ვან დიკი.

20:54 "მილანის" მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მისი კლუბის კარი ყოველთვის ღიაა ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის. შვედს ისღა დარჩენია, აირჩიოს - სად დაასრულებს კარიერას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება