ქართველთაგან ყველაზე მაღალრეიტინგიანი პროფესიონალი ავთანდილ ხურციძე თბილისური ბრძოლის სამზადისშია
12 მარტს თბილისს - ქუთაისელთა "შეტევის", დომენიკელ ჯოვანი ლორენცოს კი ავთანდილ ხურციძის უძლიერესი დარტყმების გაძლება მოუწევს. ყველაზე მაღალრეიტინგიანი ქართველი პროფესიონალი მოკრივე დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და მორიგ ორთაბრძოლას თავისი მაყურებლის წინაშე, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.

ქუთაისელი "ჩაქუჩა", რომელსაც საზღვარგარეთ "ტორნადოს" მეტსახელით იცნობენ, უკვე ექვსი წელიწადია, პროფესიულ რინგზე ასპარეზობს, თუმცა სამშობლოში ორთაბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა პირველად ეძლევა და თუ მის პოპულარობას გავითვალისწინებით, წინასწარ შეიძლება თქმა - სპორტის სასახლის ტრიბუნებს მაყურებლის დატევა გაუჭირდება.

30 წლის ხურციძეს პროფესიულ რინგზე ჩატარებული 26 ორთაბრძოლიდან 22 აქვს მოგებული, ორი მატჩი ფრედ დაასრულა და ამდენჯერვე დამარცხდა. ბოლოს მან პარიზში, იქ მცხოვრები კამერუნელის - ჰასან ნ’დამ ნ’ჯიკამის წინააღმდეგ იბრძოლა WBA-ს საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის დროებითი ქამრისთვის და საგრძნობი უპირატესობის მიუხედავად, მსაჯების არაობიექტურ გადაწყვეტილებას შეეწირა.

12 მარტს ხურციძისა და ლორენცოს ორთაბრძოლის გარდა სპორტის სასახლეში კიდევ რამდენიმე მატჩი ჩატარდება და რაც მთავარია, ამ დღეს თბილისს საპატიო სტუმრის რანგში, შესაძლოა "რკინის მაიკი" - ტაისონიც კი ეწვიოს... ავთანდილ ხურციძე საპრომოუტერო კომპანია Elite moxing promotion-ის ღირსებას იცავს, რომლის წარმომადგენლებიც საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად თბილისს ამ დღეებში სტუმრობენ. რაც შეეხება თვითონ მოკრივეს, ავთო ორკვირიან შეკრებას ყირიმში გაივლის, მანამდე კი მოკრივემ გაზეთ "ყველა სიახლის" რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

- ავთო, თქვენმა გუნდმა ნ’ჯიკამთან მატჩის შედეგი გაასაჩივრა. სარჩელი დააკმაყოფილეს?

- დავამტკიცეთ, რომ მსაჯებმა არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემპიონის ქამარი ისევ ვაკანტური დარჩა - ჰასანი იძულებულია, ხელახლა იბრძოლოს და გენადი გოლოვკინს შეხვდეს, მე კი WBA-ს ვერსიით ჩემპიონობის უმთავრეს მაძიებლად ვრჩები და მარტში ისევ ვიბრძოლებ დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის.

- ჯოვანი ლორენცოსთან შეხვედრის ადგილი თავად აირჩიეთ?

- უკვე დიდი ხანია, საქართველოში ორთაბრძოლის ჩატარება მინდა. რადგან ჰასან ნ’დამ ნ’ჯიკამთან გამართულ მატჩს ქართულ ტელეეთერში საკმაოდ მაღალი რეიტინგი (30%-ზე მეტი) ჰქონდა, ჩემი საპრომოუტერო კომპანიის ხელმძღვანელობამ მე და ქართველ ხალხს საჩუქარი მოგვიძღვნა - შეხვედრის ადგილად თბილისი აირჩია. საკუთარი მაყურებლის წინაშე ასპარეზობა უდიდესი პასუხისმგებლობაც არის და დიდი სტიმულიც!

- ალბათ, თქვენი მშობლიური ქალაქიდან უამრავი ადამიანი ჩამოვა "ჩაქუჩას" მხარდასაჭერად.

- ეჭვიც არ მეპარება, რომ სპორტის სასახლის ტრიბუნებზე ბევრ ქუთაისელს ვნახავ...

- მომავალ მეტოქეზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ჯოვანი ლორენცო ერთ-ერთი ძლიერი მოკრივეა მათ შორის, ვისთანაც მიჩხუბია. ძლიერი დარტყმისა და დიდი გამძლეობის მქონეა, საკმაოდ ტექნიკურიც. პროფესიულ რინგზე ჩატარებული 32 მატჩიდან 29 აქვს მოგებული და ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტი.

- თქვენი მატჩის გარდა 12 მარტს სპორტის სასახლეში კიდევ რამდენიმე ორთაბრძოლა გაიმართება. სხვა მონაწილეებზე რას იტყვით?

- დღეისათვის ცნობილია, რომ ჩემ გარდა მეტოქეებთან ურთიერთობის გასარკვევად რინგზე მაქსიმ პონომარიოვი, დანიარ განიკი და რაც მთავარია - ვიქტორ პოსტოლი გავლენ... ალბათ, პროგრამაში მონაწილეობას ქართველი მოკრივეებიც მიიღებენ.

- მართალია თუ არა, რომ თბილისში ლეგენდარულ მოკრივეები - მაიკ ტაისონი და როი ჯონსი ჩამოვლენ?

- ისინი ოფიციალური სტუმრების რანგში არიან მოწვეულნი და თუ სახელგანთქმული სპორტსმენები თბილისში ჩამოსვლას შეძლებენ, ქართველი მაყურებლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იქნება.

- უკვე რამდენიმე წელიწადია, კიევში ცხოვრობთ და ვარჯიშობთ. კახა კალაძემ თქვა ერთხელ - კიევი ისე მიყვარს, რომ შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ეს ქალაქი ავირჩიოო. ავთანდილ ხურციძე რას ფიქრობს?

- კიევი უდიდესი ენერგეტიკის მატარებელი ქალაქია. შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს. რაც შეეხება საცხოვრებლად დარჩენას, გამორიცხული არაფერია...

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა