"მილანი" დაუმარცხებელის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და სკუდეტოსთვის მებრძოლთა სია საკმაოდ დიდია

"მილანი" დაუმარცხებელი გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და ქულებსაც უხვად კარგავს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერია A-ში ჯერ არაფერი დასრულებულა და სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდთა სიაც საკმაოდ დიდია. ვერ გეტყვით, რამდენად არის "ლაციო", ან თუნდაც "ნაპოლი" მზად იბრძოლოს პირველი ადგილისთვის, მაგრამ სატურნირო ცხრილის მიხედვით, სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდებად უნდა მივიჩნიოთ. ჯერჯერობით არც "რომაა" სტაბილური, მაგრამ ამ გუნდს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოუმატოს და სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენდენტად იქცეს. აღარაფერს ვამბობთ "ინტერზე", რომელიც ოპტიმალურ ფორმაში შედის და თამაშს თამაშზე იგებს.

XXI ტურის სამი შეხვედრა დღეს გაიმართება, რომელთა შორის "რომა"-"კალიარის" ჯახი უნდა გამოვარჩიოთ. "ჯალოროსიმ" შუა კვირაში "ლაციო" დაამარცხა, იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა და რაც მთავარია, დერბიში გამარჯვებით გულშემატკივრები გააბედნიერა. მიუხედავად ამისა, რომაული გუნდის ბანაკში გარკველი პრობლემებია - არაერთი ფეხბურთელია უკმაყოფილი იმით, რომ ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. მთლად ბედნიერი არც ფრანჩესკო ტოტი ჩანს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებში სასტარტოში იყო. ყოველთვის თავდაჭერილმა კლაუდიო რანიერიმ პრესასთან ერთობ ემოციურად ისაუბრა: "ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ და არა ისინი. თითოეულ მოთამაშეზე ნამდვილად ვერ ვიზრუნებ, ჩემი ვალია, რომ გუნდის ინტერესებიდან გამოვიდე და ასეც ვიქცევი. იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ ძირითად შემადგენლობაში, ვინც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაშია".

"რომას" საკადრო პრობლემები აქვს - ტრავმის გამო "კალიარის" წინააღმდეგ დავიდ პიზარო და ადრიანო ვერ იასპარეზებენ. ამ უკანასკნელმა სათასო პაექრობაში ხელი მოიტეხა და მინიმუმ ერთ თვეს დაისვენებს.

კვირის მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს "უდინეზე"-"ინტერის" დაპირისპირება იწვევს. ფრიულელთა უკანასკნელი პაექრობები დრამატული სცენარით წარიმართა და უხვგოლიანობით გამოირჩა. იგივე შეიძლება ითქვას "ინტერის" თამაშებზეც და წესით, უდინეში" ძალიან საინტერესო მატჩი უნდა ვიხილოთ. ანტონიო დი ნატალესა და ალექსის სანჩესის შემტევი ტანდემი ერთ-ერთი საუკეთესოა აპენინებზე და მილანელ მცველებს ალბათ დიდი ჯაფა დაადგებათ.

იგივე თქმა შეიძლება სამუელ ეტოოსა და დიეგო მილიტოს წყვილზეც, მაგრამ ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაშავდა და "უდინეზეს" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. საგონებელში ჩავარდნილ ლეონარდოს ისღა დარჩენია, რომ კამერუნელთან ერთად შეტევის წინა ხაზზე გორან პანდევი დააყენოს. ფორვარდთა უკან დეიან სტანკოვიჩი გაირჯება, კიდევ უკან კი სავარაუდოდ ძანეტი, კამბიასო და ტიაგო მოტა. ვნახოთ, უდინეში წესით ფიცხელი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი საკუთარ მოედანზე "ჩეზენას" მიიღებს და შეეცდება ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. დიახ, "მილანისთვის" ორი მატჩიც კი ნამდვილად სერიაა, რომელიც უნდა შეწყდეს. სწორედ ასეთი განწყობა აქვთ "როსონერის" ბანაკში, რაც მასიმილიანო ალეგრის სიტყვებით დასტურდება: "ყოველ მიზეზგარეშე უნდა გავიმარჯვოთ და სამი ქულა ჩავიწეროთ აქტივში. "ლეჩესთან" დასანანი ქულები დავკარგეთ და ასეთი შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. მომწიფდა თუ არა კასანო ძირითადი შემადგენლობისთვის? - მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ანტონიოთი ძალიან კმაყოფილი ვარ".

თუ 'გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, კასანო კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება, ძირითადში კი რობინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაირჯებიან. გამთამაშებლის პოზიციაზე კლარენს ზეედორფი იმოქმედებს, მის უკან კი შემდეგი სამეული: მასიმო ამბროზინი, მატიო ფლამინი და ჯენარო გატუზო.

საინტერესოა გენუაში გასამართი პაექრობა, სადაც "სამპდორია" "იუვენტუსს" მიიღებს. არც გენუელები არიან კმაყოფილნი სატურნირო მდგომარეობით და არც ტურინელები - დასაკარგი არაფერი აქვთ და ალბათ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეასკდებიან ერთმანეთს. კვალიარელა, იაკვინტა და ტონი რომ დაშავებულნი არიან, გეცოდინებათ - ამიტომ, ალესანდრო დელ პიეროს მხარდამხარ წესით კარვალიო ამაური უნდა ვიხილოთ. "ლაციო" "ბოლონიას" ესტუმრება, "ნაპოლი" კი "ბარის". ფავორიტებად რომაელები და ნეაპოლელები მიიჩნევიან, მაგრამ პროგნოზები რომ უმადური საქმეა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაშიც არაერთხელ დავრწმუნდით.

დღეს:

პალერმო-ბრეშა 21.00

დისკვალიფიკაცია: კამოციერი - ბეგა, დიამანტი.

ტრავმა: ერნანდესი, პინილია, გოიანი, გარსია - სერენი, ედერი, ვასი, ტადეი.

პარმა-კატანია 21.00

დისკვალიფიკაცია: პაჩი (პარმა).

ტრავმა: პიზანო - ბიაჯანტი, მორიმოტოპოტენცა.

რომა-კალიარი 23.45

დისკვალიფიკაცია: ნ. ბურდისო (რომა).

ტრავმა: პიზარო, ადრიანო - ლაძარი, პინარდი.

ხვალ:

უდინეზე-ინტერი 15.30

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი, ანჯელა - სნეიდერი, კოუტინიო, სამუელი, ჟულიო სეზარი, მილიტო.

ბარი-ნაპოლი 18.00

დისკვალიფიკაცია: დონატი (ბარი).

ტრავმა: გეზალი, ს. მაზიელო, ბარეტო, დალესანდრო, რივასი - გრავა, ვიტალე.

ბოლონია-ლაციო 18.00

დისკვალიფიკაცია: ლიხტშტაინერი (ლაციო).

ტრავმა: მენი, გარიდო, მათუზალემი, როკი, სკული (ლაციო).

კიევო-ჯენოა 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ლუჩანო - პალოსკი, ანტონელი.

ფიორენტინა-ლეჩე 18.00

დისკვალიფიკაცია: მესბაჰი (ლეჩე).

ტრავმა: ვარგასი, ავრამოვი, ნატალი, ჩერჩი, იოვეტიჩი, ფრეი - ჯულიატო, ოფერე.

სამპდორია-იუვენტუსი 18.00

დისკვალიფიკაცია: მელო (იუვენტუსი).

ტრავმა: სემიოლი, პადალინო, ძაური, გასტალდელო - რინაუდო, დე ჩელიე, იაკვინტა, კვალიარელა, ტონი, გროსო.

მილანი-ჩეზენა 23.45

დისკვალიფიკაცია: ჯაკერინი.

ტრავმა: ბოატენგი, ძამბროტა, ინძაგი, ამელია, პირლო - ლაურო, ნაგატომო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 20 12 5 3 35-18 41

2. ნაპოლი 20 11 4 5 30-20 37

3. ლაციო 20 11 4 5 26-18 37

4. ინტერი 19 10 5 4 32-19 35

5. რომა 20 10 5 5 28-24 35

6. იუვენტუსი 20 9 7 4 35-25 34

7. პალერმო 20 9 4 7 33-25 31

8. უდინეზე 20 9 3 8 31-27 30

9. კალიარი 20 7 5 8 24-19 26

10. სამპდორია 19 6 8 5 20-18 26

11. ფიორენტინა 19 6 6 7 20-20 24

12. კიევო 20 5 8 7 20-22 23

13. ჯენოა 19 6 5 8 15-19 23

14. პარმა 20 5 7 8 19-25 22

15. კატანია 20 5 7 8 18-25 22

16. ბოლონია 20 6 7 7 20-28 22

17. ჩეზენა 20 5 4 11 15-25 19

18. ლეჩე 20 5 4 11 19-37 19

19. ბრეშა 20 5 3 12 17-26 18

20. ბარი 20 4 5 11 13-30 14

ბოლონიას დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 13 – დი ნატალე, კავანი (ნაპოლი); 12 - ეტოო (ინტერი); 11 - დი ვაიო (ბოლონია), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა