ნაპოლის თავდამსხმელი

საინტერესო სატრანსფერო სიახლეები გაავრცელა გუშინ "გაძეტა დელო სპორტმა", რომლებზეც აუცილებლად უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "სამპდორიას" მცველი ციგლერი რომის "ლაციოში" გააგრძელებს ასპარეზობას. დედაქალაქულებს საკადრო პრობლემები შეექმნათ, განსაკუთრებით უკანა ხაზში და გასაკვირი არ არის, რომ მცველის გადაბირებით დაინტერესდნენ - ციგლერიც შესაფერესი კანდიდატურაა. "გაძეტას" ცნობით, რომაელები მზად არიან ფეხბურთელში სამი მილიონი ევრო გადაიხადონ, გენუელებს კი მინიმუმ ხუთი მილიონის მიღება სურთ. კომპრომისული ვარიანტი ოთხი მილიონია და გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

კიდევ უფრო საინტერესო ამბავი მოგვივიდა ნეაპოლიდან, სადაც სულ მალე შესაძლოა მაქსი ლოპესი გადაბარგდეს. დიახ, "კატანიას" არგენტინელი თავდამსხმელი გუნდის გამოცვლას ლამობს, სამ ფრონტზე მებრძოლ "ნაპოლის" კი მისი კვალიფიკაცია და ბომბარდირული თვისებები ნამდვილად არ აწყენდა. ამ შემთხვევაში თავს ვერ დავდებთ, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ მოლაპარაკებები რომ გადამწყვეტ ფაზაშია შესული, წყალი არ გაუვა. თავად ლოპესს ძალიან უნდა "ნაპოლიში" გადასვლა და ამას არც მალავს:

"სიმართლე გითხრათ, "კატანიაში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან ამ გუნდში არაერთი ჩემი თანამემამულე ასპარეზობს. თუმცა, კარიერულ წინსვლაზე ვფიქრობ და მსურს, უფრო ამბიციურ გუნდში გავაგრძელო ასპარეზობა. "ნაპოლი" მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ევროტურნირზე თამაშობს, რაც ძალიან დიდი სტიმულია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. იმედი მაქვს, ტრანსფერი შედგება და კარიერას "ნაპოლიში" გავაგრძელებ."

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს