მარცხი ალუბლის არომატით
* "ბორნმუთმა" პრემიერლიგაში ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

* პრემიერლიგის პირველი ჰეთ თრიკი კალუმ უილსონს (ბორნმუთი) ეკუთვნის.

* პედრო როდრიგესის დებიუტი "ჩელსიში" ტრიუმფული გამოდგა - გოლს პლუს პასი.

0:0

უგოლო ფრე უიქენდზე ორ შეხვედრაში დაფიქსირდა. პირველ რიგში, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩი უნდა ვახსენოთ, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლ იუნაიტედს" დაუზავდა. "წითელმა ეშმაკებმა" ისევ არ გაუშვეს გოლი, მაგრამ ვერც გაიტანეს და ახლა უდანაკარგოდ აღარ არიან. ჯორდები კი მოუგებლად რჩებიან, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ამ კლუბის თამაშმა დაგვარწმუნა, რომ სტივ მაკლარენის ბიჭებს ბევრად მეტი შეუძლიათ.

საინტერესო იყო ამ უკანასკნელისა და ლუი ვან გაალის ტაქტიკური დუელიც და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უშუალოდ თამაშის მსველობისას. ისიც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად მეტოქის კარში არცერთი ზუსტი დარტყმისა, "კაჭკაჭები" მოგებასთან უფრო ახლოს იყვნენ, რადგან ძირითადში დაყენებულმა ალექსანდრ მიტოვიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო მანჩესტერელებს შეტევაში უჭირდათ. ისევ ფანტაზიის ნაკლებობაზე, მათი იერიშების ერთფეროვნებაზე გვიწევს საუბარი. უეინ რუნი კვლავაც დაკარგული იყო.

მეორე უგოლო ფრე "უოტფორდსა" და "საუთჰემპტონს" შორის დაფიქსირდა. პრემიერლიგაში დაბრუნებული უოტფორდელები ფრეების გუნდად იქცნენ, ისინი მესამე შეხვედრაშიც დაუზავდნენ მეტოქეს. "ნიუკასლისა" არ იყოს, კარში მათ ზუსტად არცერთხელ დაურტყამთ, მაგრამ აქტიურობდნენ და ალესანდრო დიამანტის დებიუტიც შედგა.

აი, "წმინდანები" კი მძიმედ იწყებენ. ევროპალიგაზე თამაში ჩემპიონატთან ერთად ადვილი არ არის. ისე, "საუთჰემპტონს" პრემიერლიგაში გამართული ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (3 ფრე, 5 წაგება).

0:2

"იუნაიტედის" თანაქალაქელი "სიტიც" გოლგაუშვებლად აგრძელებს სეზონს, მაგრამ მოსისხლე მტრისგან განსხვავებით, "სიტიმ" თავად ისევ გაიტანა, აი, გაშვებით კი, "ევერტონს" თითი დაუქნია, არავითარ შემთხვევაშიო. "კანფეტებს" ცუდად არ უთამაშიათ, რომელუ ლუკაკუმ ხარიხასაც გაარტყა. თუმცა კლასმა თავისი გაიტანა - ალექსანდრ კოლაროვის სერბული ცბიერებით, მახვილი კუთხიდან განხორციელებულმა ეშმაკურმა დარტყმამ, რომლითაც მცველმა იქამდე შეუვალი ტიმ ჰოვარდი გააბითურა, "სიტის" ერთიორად გაუიოლა საქმე. სხვათა შორის, კოლაროვს ასისტენტობა რაჰიმ სტერლინგმა გაუწია.

იაია ტურე კი თითქოს, არც ისე კარგ მატჩს ატარებდა, მაგრამ ბოლოსკენ მისმა დიდოსტატურმა, დახვეწილმა და ულამაზესმა პასმა ტურის ნებისმიერ გოლზე დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. სამირ ნასრიმ კი გაიტანა და გაიხარა, მაგრამ ეს ტურეს გოლი უფრო იყო. "სიტი" აღარ ხუმრობს და თანაც, მანუელ პელეგრინის გუნდს უახლოეს ტურებში კარგი კალენდარი აქვს.

"ქალაქელებთან" ქულებით გათანაბრება მხოლოდ "ლივერპულს" შეუძლია, თუ დღეს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლონდონში "არსენალს" დაამარცხებს.

იხილეთ ვიდეო

1:1

ყველაზე საინტერესო 1:1 ლესტერშირში დაფიქსირდა, სადაც "ტოტენჰემი" შეცვლაზე შესულმა 19 წლის ტალანტმა, "მილტონიდან" მიყვანილმა დელე ალიმ დააწინაურა. "დეზები" ჩემპიონატის პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და ვერ ვიტყოდით, დაუმსახურებელთანო, მაგრამ... რიად მაჰრეზს რა მოასვენებდა. ალჟირელმა, რომელსაც იქამდე ხარიხისთვის ჰქონდა ბურთი გარტყმული, გათანაბრება მოახერხა და ახლა უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

მივეჩვიეთ, რომ "სუონსიდან" ბაფეტიმბი გომისსა და ახალწვეულ ანდრე აიუს თითო გოლი გააქვთ ხოლმე და ახლაც კინაღამ ასე მოხდა. "თეთრი გედები" ჩვეულად ვერ დაფარფატებდნენ, მაგრამ "ლაითზე" პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ოსტატური კომბინაცია მაინც გაათამაშეს - აიუ-ნოტონი-გომისი - და ფრანგმა სეზონში თავისი მესამე ბურთი შეაგდო.

მეორე ნახევრის დებიუტში კი აიუმ თავისი შანსი ვერ გამოიყენა, ბურთი ძელს გაარტყა; კიდევ ჰქონდა შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა, ინტრიგა ვერ მოკლა და ამისთვის უელსური გუნდი დაისაჯა. "სანდერლენდი" ნელ-ნელა გათამამდა და აქტიური ლენსის პასით ჯერმეინ დეფომ შეაგდო - პრემიერლიგაში თავისი 130-ე გოლი. საბოლოო ჯამში, გუნდებმა ქულა გაიყვეს, რაც ალბათ სამართლიანი იყო. ცოტა უკეთ მაინც სუონსელები გამოიყურებოდნენ და ერთხელ იმავე გომისს კოსტილ პანტილიმონმა რაღაც საოცარი ბურთი აუღო, "მკვდარი ბურთი". რუმინელი მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უნდა დავასახელოთ.

ჯერდან შაჩირიმ "სტოკში" თავისი კარიერა საგოლე გადაცემით დაიწყო და მამე ბირამ დიუფს გაატანინა. მარკ ჰიუზის ბიჭები თითქოს კარგად გამოიყურებოდნენ და პირველი გამარჯვების მოპოვება სურდათ, მაგრამ "ნორვიჩმა" ძალიან მოუმატა და იადონებმა არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ერთზე მეტი ვერ გაიტანეს. საუკეთესო ფეხბურთელი ამ შემთხვევაშიც მეკარე გახლდათ - სტოკელთა გოლკიპერი ჯეკ ბატლენდი.

2:1

ბაკარი საკო მატჩის გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო "სელჰარსტ პარკზე", სადაც მან "კრისტალ პალასს" "ასტონ ვილასთან" მძიმე ბრძოლაში მოაგებინა. ბირმინგემელები შანსებს ვერ იყენებდნენ და ცუდად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ... საკოზე ნაკლებად გამორჩევას არც სკოტ დანი იმსახურებს, რომელმაც გოლს პლუს პასი ჩაიწერა აქტივში. მცველისთვის კარგი შედეგია, ვერაფერს იტყვი. ჰო, ჯეისონ პანჩონის მორიგი საგოლე გადაცემაც გამოვარჩიოთ.

წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე ის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა უშუალოდ ინგლისელ ფეხბურთელებს შორის. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯორდან ჰენდერსონს აქვს.

2:3

ჯეიმს მორისონი უიღბლო კაცია, ჟოზე მოურინიოს გუნდს ორი გოლი გაუტანო და დამარცხდე... მოხერხება უნდა, ისევე, როგორც პენალტის გაცუდებას, რომელიც მან 0:0-ზე ვერ გამოიყენა, ტიბო კურტუამ აუღო. არადა, საინტერესოა, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა, ის თერთმეტმეტრიანი რომ გაეტანა.

ჟოზე მოურინიო ბოლომდე გაჭაღარავდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პორტუგალიელს საკუთარმა შეგირდებმა სისხლი გაუშრეს და პედრო როდრიგესსაც კინაღამ ჩაშხამდა საბოლოო ჯამში მაინც ბრწყინვალე და შთამბეჭდავი დებიუტი. "ბარსელონადან" მისული შემტევი მართლაც შეუდარებელი გახლდათ, ძალიან აქტიური და ისე თამაშობდა, თითქოს, მთელი ეს წლები კატალონიელთა რიგებში კი არა, პრემიერლიგაში ყოფილიყოს. მან ანგარიში გახსნა და მერე დიეგო კოშტას გაატანინა.

ტაიმი "ლურჯებმა" 1:3 მოიგეს, მაგრამ ჯონ ტერის წითელმა ბარათმა და "ჩელსის" შეცდომებმა დაცვის ხაზში საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მორისონმა ეფექტური თავურით დუბლი გაიფორმა და 2:3 გახადა. ამით დანაშაული, ფაქტობრივად, ბოლომდე გამოისყიდა. ამის მერე ტონი პულისმა ჩახლართა, თავდასხმა გააძლიერა, "ალბიონმაც" იბრძოლა, მომენტებიც შექმნა. "ჩელსიმ" მოიგო, მაგრამ ვაი, ამ მოგებას...

იხილეთ ვიდეო

3:4

"ბორნმუთმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პრემიერლიგაში კლუბისთვის პირველი. თანაც, ამ სეზონის სადებიუტო ჰეთ-თრიქიც ვიხილეთ. კალუმ უილსონი, რომელსაც წინა სეზონში ჩემპიონშიპში მრავლად გაჰქონდა, უმაღლეს ლიგაშიც ასე აპირებს გაგრძელებას. ათკაციანმა "ვესტ ჰემმა" ბოლომდე კი იბრძოლა, მაგრამ ეს "ალუბლების" დღე იყო, მათ მოგება ეკუთვნოდათ.

სლავენ ბილიჩმა კი ზედიზედ მეორე საშინაო მარცხი იგემა, ამჯერად ალუბლის არომატით. "არსენალთან" საგარეო მოგებით დაწყება კარგია, მაგრამ ახლა ხორვატი მიწაზე დაეშვა და კარგად შეიგრძნო, რას ნიშნავს პრემიერლიგაში მწვრთნელობა.

პრემიერლიგა. III ტური

22 აგვისტო

მანჩესტერი-ნიუკასლი 0:0

მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - დარმიანი (77. ვალენსია), სმოლინგი, ბლინდი, შოუ - შვაინშტაიგერი (59. კერიკი), შნეიდერლენი - მატა, დეპაი, იანუზაი (67. ჩიჩარიტო) - რუნი

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - მბემბა, ტეილორი, კოლოჩინი, ჰაიდარა - ანიტა, კოლბეკი - ობერტანი (69. ტოვენი), ვეინალდუმი, აიოსე პერესი (78. ტიოტე) - მიტროვიჩი (88. სისე)

გაფრთხილება: დარმიანი, შოუ - ჰაიდარა, ობერტანი

კუთხური: 11-5 ჯარიმა: 15-11 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 20(8)-7(0) ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 75 354

ვესტ ჰემი-ბორნმუთი 3:4

გოლები: 0:1 უილსონი (11), 0:2 უილსონი (28), 1:2 ნოუბლი (48-პენ.), 2:2 კუიატე (53), 2:3 პიუ (66), 2:4 უილსონი (79-პენ.), 3:4 მაიგა (82)

ვესტ ჰემი (4-3-2-1): რენდოლფი - ჯენკინსონი, რიდი, ოგბონა (35. ტომკინსი), კრისუელი - კუიატე, ობიანგი, ნოუბლი - პაიე, ნოლანი (46. ჯერვისი) - სახო (73. მაიგა)

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრენსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი - რიტჩი (90+4. სმიტი), ო’კეინი, სურმენი, გრადელი (85. გოსლინგი) - კინგი (51. პიუ), უილსონი

გაფრთხილება: - ბორუცი

გაძევება: ჯენკინსონი (79)

კუთხური: 5-4 ჯარიმა: 8-11 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 9(4)-15(7) ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 34 977

სანდერლენდი-სუონსი 1:1

გოლები: 0:1 გომისი (45+3), 1:1 დეფო (62)

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ჯოუნსი, კოატესი, ო’ში, ვან ანჰოლტი - კატერმოლი - როდუელი, მ’ვილა, ლენსი (90+3. ლარსონი), დეფო (86. უოტმორი) - გრემი (67. ფლეტჩერი)

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფ. ფერნანდესი, უილიამსი, ნ. ტეილორი - შელვი, კორკი - ა. აიუ, სიგურდსონი, მონტერო - გომისი (76. ედერი)

გაფრთხილება: ლენსი, კატერმოი, კოატესი, ვან ანჰოლტი - ა. აიუ, სიგურდსონი

კუთხური: 2-4 ჯარიმა: 16-9 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 10(2)-20(9) ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 39 198

ნორვიჩი-სტოკი 1:1

გოლები: 0:1 დიუფი (11), 1:1 მარტინი (28)

ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - უიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ბრედი - დორანსი, ტეტი, რედმონდი, ჰოუსონი (86. ო’ნილი) - ჰულაჰანი (77. ჯონსონი) - ჯერომი

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, კამერონი, მუნიესა, პიტერსი - ვან გინკელი (79. ადამი), უელანი - შაქირი, აფელაი (57. აირლენდი), არნაუტოვიჩი (57. ხოსელუ) - დიუფი

გაფრთხილება: მარტინი, ბასონგი, ტეტი, უიტეკერი - პიტერსი

კუთხური: 9-0 ჯარიმა: 16-5 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 21(7)-6(1) ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 26 771

ლესტერი-ტოტენჰემი 1:1

გოლები: 0:1 ალი (81), 1:1 მაჰრეზი (82)

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - დე ლაეტი, ჰუტი, მორგანი, შლუპი - ოლბრაიტონი (78. კანტე), კინგი, დრინკვოტერი (80. ინლერი), მაჰრეზი (90+4. ულოა) - ვარდი, ოკაზაკი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დაიერი, მეისონი (88. ბენთალები) - დემბელე (77. კეროლი), ლამელა (65. ალი), შადლი - კეინი

გაფრთხილება: კინგი - დემბელე, ლამელა, დაიერი, მეისონი

კუთხური: 2-7 ჯარიმა: 7-14 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 13(2)-19(6) ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 31 971

კრ. პალასი-ასტონ ვილა 2:1

გოლები: 1:0 დანი (71), 1:1 სუარე (77), 2:1 საკო (87)

კრ. პალასი (4-2-3-1): მაკარტი - უარდი, დანი, დელანი, სუარე - კაბაი (82. იედინაკი), მაკარტური - ზაჰა (46. გეილი), პანჩონი, საკო - მარი (46. მატჩი)

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, რიჩარდსი, კლარკი, ამავი - კ. სანჩესი (69. ტრაორე), გეიე, ვესტვუდი - აგბონლაჰორი, გრილიში, ჟესტედი

გაფრთხილება: უარდი, კაბაი, პანჩონი - ჟესტედი, კლარკი, ბაკუნა

კუთხური: 6-4 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 16(6)-11(2) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 23 432

23 აგვისტო

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 2:3

გოლები: 0:1 პედრო (20), 0:2 დიეგო კოშტა (30), 1:2 მორისონი (35), 1:3 ასპილიკუეტა (42), 2:3 მორისონი (59)

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ბრანტი - იაკობი - მაკმანამანი (78. გნაბრი), მორისონი (88. გარდნერი), ფლეტჩერი, მაკლინი (60. ლამბერტი) - რონდონი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი - ვილიანი (56. კეჰილი), პედრო (84. ობი მიკელი), აზარი - დიეგო კოშტა (78. ფალკაო)

შენიშვნა: მორისონმა ვერ გამოიყენა პენალტი (14)

გაფრთხილება: მაკლინი, მაკმანამანი - მატიჩი

გაძევება: ტერი (54)

კუთხური: 8-7 ჯარიმა: 9-12 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 15(6)-15(5) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 23 256

ევერტონი-სიტი 0:2

გოლები: 0:1 კოლაროვი (60), 0:2 ნასრი (88)

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, გოლოუეი (45+2. ბრაუნინგი) - მაკარტი, ბერი - ბარკლი, კლევერლი (86. დეოლოფეუ), კონე (64. ნეისმიტი) - ლუკაკუ

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, მანგალა, კოლაროვი - იაია ტურე, ფერნანდინიო - ნავასი, სილვა (90. დელფი), სტერლინგი (65. ნასრი) - აგუერო (81. ბონი)

გაფრთხილება: - მანგალა, ფერნანდინიო, ნასრი

კუთხური: 8-7 ჯარიმა: 5-7 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 10(1)-16(9) ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 38 523

უოტფორდი-საუთჰემპტონი 0:0

უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - ნიომი, პრიოდლი, კატკარტი, ჰოლებასი (46. დიამანტი) - კაპუ, ბეჰრამი (86. უოტსონი) - ანია, იგალო, ხურადო - დინი

საუთჰემპტონი (3-5-2): სტეკელენბურგი - კოლკერი, ფონტე, იოშიდა - სედრიკი, ტარგეტი, დევისი (72. უორდ-პრაუსი), ვანიამა, რომეუ - მანე (25. ლონგი), პელე (79. ჯეი როდრიგესი)

გაფრთხილება: - ვანიამა, რომეუ

კუთხური: 5-2 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 13(0)-14(5) ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 20 166

24 აგვისტო

არსენალი-ლივერპული 23:00

ბომბარდირები: 4 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 3 - ბაფეტიმბი გომისი (სუონსი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი)

მომდევნო ტური

29 აგვისტო:

ნიუკასლი-არსენალი, ჩელსი-კრ. პალასი, ბორნმუთი-ლესტერი, ასტონ ვილა-სანდერლენდი, სიტი-უოტფორდი, სტოკი-ვესტ ბრომვიჩი, ლივერპული-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-ევერტონი.

30 აგვისტო:

საუთჰემპტონი-ნორვიჩი, სუონსი-მანჩესტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ნიუკასლის" არაბული მილიარდები იქოქება - მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ნიუკასლი" ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"იუვეს" თავდამსხმელი "ევერტონში" გადავიდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
გულშემატკივარმა თავი ძელზე მიიბა - უცნაური ამბავი პრემიერლიგაში
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
2 გაუქმებული გოლი, დრამა და შედევრი - "არსენალი" ისევ დამარცხდა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
პოჩეტინომ "ნიუკასლს" პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ბრიტანელი პოლიტიკოსები პრემიერს მიმართავენ: არ მიჰყიდო არაბებს "ნიუკასლი"!
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
პრემიერლიგა. XVIII ტური: "ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს